x
ლუფტვაფეს ისტორიიდან

imageლუფტვაფეს აღზევება რეალურად ჰიტლერის გაკანცლერებიდან იწყება. ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულებით, გერმანიას ეკრძალებოდა ყოლოდა სამხედრო საბრძოლო ფლოტი. სანამ ჰიტლერის კაბინეტი ძალღონეს იკრებდა, გერმანელმა სამხედროებმა ხერხს მიმართეს და საპლანერო სკოლები გახსნეს ქვეყნის ტერიტორიაზე. საინტერესო გამოდგა კომპანია “ლუფტჰანზას“ ავიაპარკიც, რადგან რეალურად ის იმ პერიოდისთვის გასამხედროებული ლაინერებს წარმოადგენდა.

საკმაოდ ჭრელი იყო რაიხსმარშალ გერინგის შტაბიც. მის მარჯვენა ხელად დანიშნულ იქნა ებრაელი მილჰი. ლუფტვაფეს სადესანტო შენაერთების როგორც ასეთი წინარმორბედი საბჭოთა არმიის ВДВ გამოდგა.

ლუფტვაფე ოდნავ წინ წავიდა და საბჭოთა ავიაკონსტრუქტორისგან 100 კატაპულტიც კი შეიძინა. სამაგიეროდ საბჭოთა ავიაცამ მოპიკირე ბომბდამშენი იუნკერს-87 მიიღო 1939 წლის სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა მისი სრული ავიაპარკი 1941 წლის 22 ივნისსვე გერმანელებმა საგულდაგულოდ გაანადგურეს !

ოფიციალური მონაცემებით, 1936 წლის დეკემბრისთვის გერმანელი ლეიტენანტი პილოტის 100 რაიხსმარკას შეადგენდა, რაც იმ პერიოდში 400 ამერიკულ დოლარს უდრიდა.

ჰიტლერის პირადი ლაინერი ფოკე-ვულფ 200 კონდორი კი დიდ ყურადღებას იმსახურებს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის პირველი პირის ბორტს, საშიშროების შემთხვევაში გააჩნდა სპეციალური კაფსულა, რაც დღეს ამერიკელი პრეზიდენტების ბოინგ 747-ს გააჩნია.

მსოფლიოში სწორედ ფოკერ 200 აზიური რეისის დროს ლუფტვაფეს პილოტებმა 1937 წელს წყალზე უვნებლად დასვეს ოთხმოტორიანი თვითმფრინავი და ამით ისინი ისტორიაში პირველები გახდნენ !

აგრეთვე ლუფტვაფეს პირმშოდან დიდ ინტერესს იწვევს ძმები ჰორტენების მოდელი 229, რომელიც ცალ ფრთაზეა აგებული და თანამედროვე ამერიკულ ბომბდამშენ სტელსს წააგავს.

და ბოლოს, ლუფტავეს ასებიდან ყურადღების ღირსია ერიჰ ჰარტმანი, რომელმაც 352 მეტოქის თვითმფრინავი ჩამოაგდო და ომის დასრულებისთანავე საბჭოთა გულაგის მკვიდრი გახდა იმ მიზეზით რომ არ დათანხმდა ემუშავა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ფლოტისთვის.


0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:ბექა კვიციანი
ბექა კვიციანი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0