x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89073
  • ვიდეო:339486
  • სურათი:451542
"ნათიას ერთადერთი შვილი დარჩა, დედაჩვენი დარჩა....ვერავინ გადმოსცემს მარტო დარჩენილი დედის და შვილის სიმწარეს..."

image


რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტო, სადაც ქალაქში განთავსებული ამოყირავებული მანქანებია აღბეჭდილი.

როგორც ცნობილია, ეს მანქანები ქალაქში არაერთ ადგილას დაამონტაჟეს და ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანეს, რითაც მოუწოდებენ მძღოლებს, ფრთხილად იარონ.


ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ლელა დვალი საკუთარი დის ისტორიას იხსენებს და აღნიშნულ ინსტალაციას ეხმაურება.


როგორც ლელა დვალი წერს, ეს ინსტალაციები ის ამოტრიალებული ცხოვრებაა, რომელსაც ვეღარასდროს დაალაგებ.


"ეს ინსტალაციები ის ამოტრიალებული ცხოვრებაა რომელსაც ვეღარასდროს დაალაგებ...ვეღარასდროს იქნები სრულყოფილი და ბედნიერი...სამუდამო ლოდი გულზე...ნათია ჩემი და იყო, მარტო და არა, ყველაფერი, ნათიას ერთადერთი შვილი დარჩა, რომელსაც ყველაზე მეტად ეხლა სჭირდება დედა, დედაჩვენი დარჩა...ვერავინ გადმოსცემს მარტო დარჩენილი დედის და შვილის სიმწარეს....ჩვენ დავრჩით დები, დაბნეულები, ძალაგამოცლილები..ნათიას მეგობარს, თამრიკოს ორი ანგელოზივით ბიჭი დარჩა, ერთ საათსაც რომ ვერ ძლებნდენ დედის გარეშე, იმასაც ყავდა დედა, ოჯახი... თითები არ მყოფნის რომ ჩამოვთვალო ამ ორი უბედური გოგოს გარდა, რამდენი ადამიანის ცხოვრება ამოყირავდა... ამდენი ხალხის ცოდვის ზიდვა ყველაზე დიდი სასჯელია...ხოდა კი ნუ ბრაზდებით ამ ამოტრიალებულ მანქანებს რომ უყურებთ „ქალაქი დაგვიმახინჯდაო“დაფიქრდით და გაუფრთხილდით ყოველ წამს, წამია სიცოცხლე... #იარენელა#დაიცავისიცოცხლე#მეტისიცოცხლისთვის#"



ვიდეო იხილეთ ბმულზე: #მეტისიცოცხლისთვის - პროვოკაციული ინსტალაციები ჩვენი უსაფრთხოებისთვის





ამავე თემაზე :


"ერო, ყველაფერზე ნუ ღლიცინებ! ძალიან მძიმე მოვლენაა და არა საღლიცინო თემა!“ - გიორგი კალანდია

0
614
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0