x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დებატები "ცარიელ" ტრიბუნასთან - პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის "დუელი" ვერ შედგა

image

უკრაინის არჩევნები საკმაოდ დაძაბულ და ამავდროულად კომიკურ ვითარებაში მიმდინარეობს. ორივე ფაქტორი კი არჩევნებში ყოფილი კომიკოსისა და შოუმენის ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პოლიტიკოსს, მან ჯერ მაინც ვერ შეიმუშავა ის მიდგომა, რაც ზელენსკისთან საბრძოლველად არის საჭირო და რაც წარმატებას მოუტანს.

ეს 14 აპრილის მოვლენებმაც აჩვენა - ზელენსკი კიევში, "ოლიმპიისკის" სტადიონზე პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მივიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკი, ამჯერად, 15 აპრილს
ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე დებატებისთვის მიიწვია, სადაც თავად არის დაპატიჟებული.

დებატები ალბათ ერთადერთი საშუალებაა პოროშენკოსთვის საზოგადოებას ცხადად აჩვენოს, რომ ზელენსკი არის არაკომპეტენტური და მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში წამგებიანი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ ამას ბუნებრივია ხვდება ზელენსკიც და ის ადამიანებიც, ვინც მას ზურგს უმაგრებენ - მაგალითად, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი. ამ უკანასკნელებმა იციან, რომ მათი უპირატესობა პოროშენკოსთან ბრძოლის ასეთ "უხერხულ" მეთოდებთან არის დაკავშირებული.
მართალია პოროშენკოს ზელენსკის მიმართა, რომ "თუკი ხვალაც ვერ შეძლებთ, ზეგაც დაგპატიჟებთ დებატებზე. შესაძლებლობა გექნებათ, თავი კი არ აარიდოთ, არამედ მოხვიდეთ და უთხრათ უკრაინის მოქალაქეებს თქვენი გეგმების შესახებ", მაგრამ არ არის გამორიცხული, ზელენსკი დღესაც არ მივიდეს პოროშენკოს მიერ შემოთავაზებულ დებატებზე.
ამის თქმის საფუძველს იძლევა თავად ზელენკის პოზიცია - ერთ-ერთ უკრაინულ ტელეშოუში პოროშენკოსთან სატელეფონო კამათისას მან დააზუსტა, რომ დებატებს მხოლოდ 19 აპრილს გამართავს იმავე სტადიონზე, სადაც პოროშენკო გუშინ ცარიელ ტრიბუნას "ეკამათებოდა".
საინტერესოა როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში პოროშენკო - კიდევ მივა დებატებისთვის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, თუ იტყვის, რომ დებატები მან უკვე გამართა, ოპონენტს საშუალება უკვე ჰქონდა მას შეხვედროდა და ახლა სტადიონებზე მის დევნას და "კატა-თაგვობანას" თამაშს აღარ აპირებს. არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს. წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
61
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0