x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89072
  • ვიდეო:339484
  • სურათი:451542
როგორ ხდება განქორწინება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად

image


ქორწინება წყდება:

1. მეუღლეთა გარდაცვალებით
2. განქორწინებით

როგორც ცოლს, ასევე ქმარს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს განქორწინება.

თუმცა ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არ აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინების თაობაზე.

კანონი ადგენს განქორწინების ორ წესს:

1. განქორწინება სასამართლოს გზით
2. განქორწინება სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში

განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებული ან სხვა, რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ.

განქორწინება ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, როდესაც მეუღლეები ადასტურებენ, რომ თანახმანი არიან განქორწინებაზე და ერთმანეთს შორის დავა არ აქვთ.

ქორწინება შეწყვეტილად ითვლება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0