x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
თრიალეთის კულტურა

თრიალეთის კულტურა


სამხრეთ კავკასიის პირველი ჩვენთვის ცნობილი კულტურა იყო შულავერის კულტურა, რომელმაც იარსება მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე, შემდეგ კი იგი შეცვალა ახალმა კულტურამ - მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელმაც იარსება დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლიდან ძვ.წ. 2200 წლამდე. მესამე კულტურა, რომელიც საქართველოს და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მტკვარ-არაქსის კულტურის შემდგომ - ეს იყო თრიალეთის კულტურა, რომელმაც იარსება ძვ.წ. 2200 წლიდან ძვ.წ. 1500 წლამდე. ეს იყო იბერო-კავკასიური ტომების კულტურა, რომლებიც პირდაპირი შთამომავლები იყვნენ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების (CHG) და წინაპრები დღევანდელი ქართველებისა.


თრიალეთის კულტურა


შუა ბრინჯაოს ხანის ამ შესანიშნავ კულტურაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა მეტალურგია, ჩნდება კალიანი ბრინჯაოს ნივთები, მანამდე უფრო დარიშხანიანი ბრინჯაო გამოიყენებოდა. კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის და ვითარდება ვერცხლისა და ოქროს წარმოება. თრიალეთის კულტურა პირველად გამოვლინდა და ჩამოყალიბდა თრიალეთის მაღალმთიან ზოლში და სწორედ აქედან მიიღო ეს სახელწოდებაც. ამ კულტურის შესწავლას საფუძველი დიდმა რუსმა არქეოლოგმა ბორის კუპტინმა ჩაუყარა (1892-1953), რომელმაც თრიალეთის კულტურას "დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა" უწოდა.


თრიალეთის კულტურა


სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ტომთა დიდი კავშირები. ცალკეული, თუმცა მონათესავე ტომების უფრო დიდი გაერთიანებები. ეს უკვე გახლდათ ჩამოყალიბებული პატრიარქალურ-გვაროვნული საზოგადოება. იმ დროის სამარხებიდან ამოღებული არტეფაქტების კვლევით ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი კულტურის, მაღალგანვითარებული, მდიდარი საზოგადოება. ამ კულტურას ჰქონდა ყორღანული სამარხების შექმნის ტრადიცია მაღალი ფენის წარმომადგენელი ადამიანებისათვის. ამ კულტურაში შედარებით უკანა პლანზე გადადის მიწათმოქმედება და საზოგადოება უფრო მეტად ავითარებს მეცხოველეობას.


თრიალეთის კულტურა


თრიალეთის კულტურის არქეოლოგიური აღმოჩენები, დასახლებები და დიდი სამარხები ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით, მათი არასრული ჩამონათვალია: ანანაური, ფარავნის ტბის ყორღანები, მდ. ქციის ყორღანები, ქვემო ქართლის ვაკეზე შულავერის ყორღანები, სამგორში გათხრილი დიდი ყორღანი - "კოხრა გორა", ასევე შიდა ქართლში სოფელ ხოვლეს ყორღანი, თეთრიწყაროს ყორღანი, საჩხერე - ცარცის გორა, ტყვიავის ყორღანები. სწორედ ამ დიდი ყორღანების ბრწყინვალე თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება ბრილის სამაროვანიც რაჭაში. (ფოტოები დამზადებულია ისტორიკოს უჩა მურღულიას მიერ)


თრიალეთის კულტურათრიალეთის კულტურა





კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0