x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ინტელექტუალურ თამაში ბროლის ბუს მოსაპოვებლად დედოფლისწყაროს გუნდს 1 ქულა დააკლდა
image


კაჭრეთის „ამბასადორში“ ინტელექტუალურ თამაში „რა? სად? როდის?“ რეგიონალური ტურნირი გაიმართა. თამაშში, რომელსაც საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა, 36 შეკითხვა დაისვა, ქულათა მაქსიმუმი (27-27) დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გუნდებმა დააგროვეს.


თანაბარი შედეგის გამო დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გუნდებს შორის სუპერფინალი შედგა და გამარჯვებული დამატებითი შეკითხვებით გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდს სიმბოლური პრიზი - ბროლის ბუ გადაეცა.


კახეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი სახელად „გუშინ ექვსნი გურჯანელნი“ (კაპ. პაატა ჩახვაშვილი) გახდა.



რეგიონალურ შეჯიბრში, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი, რომელიც ამიერიდან რეგულარულად ჩატარდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0