x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ტოლერანტობა საშიში ტერმინია და უძლურებას ნიშნავს

ქეთი გაბინაშვილი
ერთ ქუჩაზე, რომ მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია გვაქვს, ყველამ იცის; გვახსოვს, ქისტ მუცალს ალუდამ, რომ მკლავი არ მოსჭრა; ისიც ვიცით „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო, “ მაგრამ დროა, ამ მიდგომით გამოწვეული შედეგები გავაანალიზოთ!

სხვის ღირებულებებს, სხვის რწმენას, სხვის ტრადიციებს პატივი უნდა სცე, მაგრამ ისე, რომ შენი არ შეურაცხყო, შენსას ზიანი არ მიაყენო და ნაკაცარი თეიმურაზივით ჯაყომ არ წაგართვას, რაც წინაპართგან მემკვიდრეობით მიგიღია, რაც შეგიქმნია და გყვარებია...

საკუთარის პატივისცემა, რომ არ ვიცით, ისიც მოწმობს სამი დამწერლობის პატრონთ, ქუჩები (და საკუთარი სოციალური კედლები) ლათინური თუ რუსული წარწერებით რომ გვაქვს აჭრელებული, ილია რომ არ გადაგვიშლია და პაულო კოელიოს ვკითხულობთ და „ჩაკრულოს“ ერი რუსულ ესტრადას ვუსმენთ, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა.

ახლა მართლმადიდებლების სიჩუმე მაწუხებს! როგორი იქნებოდა ქართული მედიის რეაქცია, რომელიმე ჩვენგანს მუსლიმი სასულიერო პირი, რომ საჯაროდ აეგდო მასხარად? ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ფაქტი კვირის მთავარი თემა გახდებოდა და ყველა პოლიტიკურ განცხადებას გადაფარავდა. თუ კი ასე გამეტებით ვცდილობთ სხვისი რწმენის პატივისცემას, რატომ ვითმენთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, „დედად წმინდათ“ წოდებულ ქვეყანაში, მავანი გამოვიდეს და მართლმადიდებელ მღვდელს დასცინოს, პატრიარქს შეურაცხოფა მიაყენოს, ღმერთს აგინოს, 10 მცნებას დასცინოს?


„თუ იესოს აგინებენ, შენ კი დგახარ და მშვიდად უსმენ, ვფიქრობ, მასზე გაცილებით უარესი ხარ“ და მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა შემწყნარებლური რელიგიაა.

„გასავრცელებლად ქრისტიანობის, საკმაო არის, დიახაც, ჯვარი,

მაგრამ მის მტრების მოსაგერებლად, ხშირად გვჭირდება ხმალი და ფარი!“

ტოლერანტობა, სოციალურთან ერთად, სამედიცინო ტერმინიცაა და გულისხმობს, რეაქციის დაქვეითებას, როდესაც პრეპარატის ხშირი მიღება სხეულს ასუსტებს, აუძლურებს. გადამეტებაში კი ქართველებს ბადალი არ გვყავს! იქნებ პატარა ერების კომპლექსიცაა, მუდმივად სხვისი კულტურისა თუ ტრადიციის პატივისცემა, ან იქნებ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაშია პრობლემა, მიზეზი რაც უნდა იყოს, მთავარი შედეგია: საკუთარის უგულვებელყოფამდე, მის დაკნინებამდე მივდივართ!

ისე ვცდილობთ თანამედროვე სამყაროს ნაწილი გავხდეთ, სხვებს ვასიამოვნოთ, რომ საკუთარი დაგვიწყებია, ალბათ, ამიტომ „აღვერიენით ერსა უცხოსა, რამეთუ დავკარგენით ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი.“ გადამეტებული ტოლერანტობის ბრალი თუა, დღეს ისევ დასაცავი რომაა მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც, მაგრამ დამცველები აღარსად ვართ, პეტრეებივით ვდგავართ და ვკითხულობთ, მე რა შუაში ვარო. არა და ყველა, უკლებლივ ყველა დამნაშავე ვართ!

ქეთი გაბინაშვილი


5
73
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
73
  
ქეთი, პატივისცემის მიუხედავად, კომენტარის შესახებ ცოტა ვიცუღლუტე - ვიხუმრე:)
და ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც "მუმლი მუხასაო" - ამით ვხელმძღვანელობ და სხვასაც ვურჩევ:) ვფიქრობ "ტოლერანტობა", როგორც სამედიცინო ტერმინი, ამ პრინციპს ვერ შეერწყმება - ეს უკუჩვენებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მთავარია, რომ იმედს ასაზრდოებს!
2019, 16 აპრილი, 17:37
არა, რასაკვირველია თქვენს კომენტარს არ ვგულისხმობ, პირიქით, დაგეთანხმეთ! სრულიად ვიზიარებ თქვენს აზრს ამ შემთხვევაშიც: სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიერი და ხორციელი ლაშქარი გაერთიანდეს.
გეთანხმებით ქეთი- "ეს არავის აძლევს უფლებას, რელიგიას მიაყენოს შეურაცხყოფა"... ვიმედოვნებ ჩემს კომენტარს არ გულისხმობთ:)
გრიგოლ ხანძთელის ეპოქაც ზნეობისგან დაცლილი გახლდათ, არაბთაგან გაოხრებულ-გაუსულდგმულებული, ცქირებისგან და მსგავსთაგან "შეჭმულ-ამოგდებული", დიდ ალბათობით დღევანდელზე უარესად იქნებოდა მიჭირვებული ყოფა - სოციალურიცა და მით უმეტეს სულიერი. ამიტომაც გავიდა წმინდა გრიგოლ ხანძთელი ე.წ. უდაბნოში და იქიდან დაწყებულმა მისმა საქმემ დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაც მოგვიტანა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რადგანაც ვთვლი, რომ ზნეობისა და სულიერი იდეოლოგიის გარეშე სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება.
2019, 16 აპრილი, 9:28
მადლობა წაკითხვისთვის და შეფასებისთვის. გეთანხმებით, სამწუხაროდ აღარაფერი გვესმის. იმაშიც გეთანხმებით, რომ არც ტაძრების სიმრავლეა რწმენა (ეს ცალკე პრობლემაა კიდევ, ცალკე ბიზნესი!) და მართლაც ჩასატარებელია კიდევ ერთი რუის-ურბნისის კრება, მაგრამ თვით ქრისტიანობის ზეობის დროს, ხანძთის უდაბნოში, გრიგოლის, საბა იშხნელის, ხუედიოსის გვერდით, მკვლელიც გამოჩნდა ცქირის სახით. დღეს მასშტაბები გაიზარდა, დღეს უფრო მეტი ცქირია, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რელიგიას მიაყენოს შეურაცხყოფა.
მართალს, სრულიად მართალს ამბობთ, მაგრამ ვის ესმის? არასწორად გაგებული ტოლერანტობა(ახლა აღმოვაჩინე, თურმე სამედიცინო ტერმინი ყოფილა) და ჩვენი ტრადიციები, თუნდაც ქართული ნადიმი ან სტუმარ-მასპინძლობა. ვაახ, მაგარი ანდაზაა: შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო!
ჩემი აზრით, ჩვენ ანალიზის უნარი დავკარგეთ(რომ გვქონდა, ისტორიაა ფაქტი) და რაც უმთავრესია - ზნეობა! ამდენი ვითომ ქრისტიანი და ტაძრების სიმრავლე ფარისევლობად მიმაჩნია და მომკალით. თამარის ეპოქაში, კი ბატონო, უამრავი ეკლესია აშენდა, მაგრამ არამხოლოდ, ხოლო დავით აღმაშენებლის პერიოდში გელათის ტაძრის გარდა, სხვა აგებულიყოს ვერ ვიხსენებ, ციხე-გოდოლები ტაძრები არაა - სად ეცალათ ალბათ არა? მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ რუის-ურბნისის კრების მსგავსი უნდა გატარდეს ჩვენს ეკლესიაში, თუ გვინდა ნორმალური სახელმწიფოს აშენება. ყველა დიდ საქმეს რუტინულ მუშაობამდე, დაგეგმვა სჭირდება, თუ დამგეგმავი უზნეოა, მივიღებთ ბოროტებას(სსსრკ-ვით), ხოლო თუ მაღალზნეობრივ პიროვნებას წარმოადგენს(გიორგი ჭყონდიდელის ან დავით აღმაშენებელივით), განხორციელების შედეგადად მივიღებთ "ოქროს ხანას" - არადა კი გვაქვს უკვე მიშასა და ბიძინიეს "სამჭედლო"...
0 1 5