x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი
წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ ზამთრის შესანახ კონსერვებში ჩემი ლიდერია.

image

ინგრედიენტები:

2 კგ ქლიავი


700 გრ შაქარი

300 მლ ვაშლის ძმარი

4-5 დაფნის ფოთოლი

შავი წიწაკის მარცვლები

მიხაკი

იამაის წიწაკის მარცვლები


მომზადება:

1. ქლიავი გარეცხეთ და ემალის ქვაბში ან თასში მოათავსეთ.


2. სანელებლები დაუმატეთ: მიხაკი, წიწაკის მარცვლები, იამაის წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი


3. მარინადი მოხარშეთ: ვაშლის ძმარი ადუღებამდე მიიყვანეთ, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.


4. თუ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება არ ინერვიულოთ, ქლიავი წვენს გამოყოფს და მარინადი ერთგვაროვანი გახდება.


5. ქლიავს მარინადი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. პირსახოცი აუცილებლად დააფარეთ.


6. ახლა ყველაზე მთავარი, მოთმინება მოიკრიბეთ. 5 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ მარინადი გადაასხით, აადუღეთ და კვლავ ქლიავს დაასხით.


7. 5 დღის შემდეგ მარინადი გადაასხით, ქლიავი მინის სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მარინადი დაასხით და თავსახური დაახურეთ.


8. თბილ ქსოვილში შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე ასე დატოვეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დამარინადებული კიტრი წითელ მოცხართან ერთად - ძალიან პიკანტური და ხრაშუნა კიტრი გამოგივათ

image

2. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით

image

3. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

4. 8 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ გაყინოთ

image

5. სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
294
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0