x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დავით კალანდია:ვიჩქაროთ ,სანამ ივანიშვილმა არ დაგვასწრო და ერთი ტრილიონი არ ამოგვაცალა პირიდან
image

პუბლიცისტი დავით კალანდია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:





"მშვენიერმა ქალ-მა ლუბა ელიაშვილმა დადო თავის კედელზე ასეთი მოწოდება:

"იცოდეთ ხალხო, ივანიშვილი ფულს მხოლოდ იმიტომ ხარჯავს, რომ მერე 1000-მაგად ამოიღოს. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია".

. . .


დავფიქრდი!

თავის დროზე ივანიშვილმა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მილიარდი დოლარი დახარჯა.

სხვათაშორის, ამას არც ნაციკები, არც ქოციკები, არც ერევნელი ადვენტისტები, არც თავისუფალი მეარღნეები და არც თვით ელ-რეგისტანი არ უარჰყოფს.

მილიარდი დოლარი!

ანუ, 1000 ჯერ მეტის ამოღების სურვილით, მილიარდი დოლარი დახარჯა.

ჯერ კალკულატორზე გადავითვალე, მერე თითებზე გადავამოწმე და კიდე გამრავლების ტაბულაში ჩავიხედე, და გამოდის, რომ ივანიშვილს ამ ჩვენის ქვეყნიდან ერთი ტრილიონის ამოღება სურს!

ანუ, ქვეყანაში ერთი ტრილიონი დოლარი დევს.

და თუ ასეთ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საიდანაც ერთი ტრილიონის ამოღება შეიძლება, რა გვატირებს?

მოდი, დავასწროთ ივანიშვილს და ჩვენ თვითონ ავიღოთ ის ერთი ტრილიონი, და მერე პა ბრაწკი გავიყოთ!

რამდენი ვართ? 4 მილიონი, ხო? ერთი ტრილიონი 4 მილიონზე რო გავყოთ, გამოდის 250 000.

თითოეულს 250 000 დოლარი გვერგება.

იმედია ყველა შეგნებული მოქალაქე, პრემიის სახით, თავისი თანხიდან 50 000 -ს მე მიწილადებს, როგორც გენიალური იდეის ავტორს, და 200 000 დოლარს დაჯერდება.

დამიჯერეთ, 200 000 დოლარი ძალიან კარგი თანხაა.

მე კი მექნება 200 მილიონი.

ამ ფულით კარგ საქმეებს გავაკეთებ: პოლ მაკარტნის ჩამოვიყვან საკონცერტოდ, მერე დიდ პურმარილს გადავიხდი, და მერე...და მერე ჩემი დუხი არ იქნება ამ სივრცეში.

ავორთქლდები ამ ქვეყნიდან, როგორც წყალბადი.

ხომ მაგარი იდეაა?

ასე რომ იფიქრეთ, და დღის ბოლომდე მომახსენეთ პასუხი. ვიჩქაროთ, სანამ ივანიშვილმა არ დაგვასწრო და ერთი ტრილიონი არ ამოგვაცალა პირიდან."

image

1
269
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
0 1 1