x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
image

დღეს 15 აპრილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონას ალა პუგაჩოვას.


"რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ცალი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უკრაინულ ენებზე, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სოლო ალბომს, CD და DVD-ს.


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად, მომღერლის ალბომები გამოიცა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში.


image

1976 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყველა მუსიკალურ ჩარტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უცვლელად დასახელებული იყო წლის საუკეთესო მომღერალ ქალად.

image

თუმცა დღეს საუბარი გვექნება ალა პუგაჩოვას კაცებზე. მოდით გადავხედოთ ალა პუგაჩოვას განვლილ 70 წლიანი ცხოვრებას და გავიხსენოთ ყველა ის მამაკაცი, ვისთანაც ალა პუგაჩოვას რომანი ჰქონდა.


ამის გარდა ალა პუგაჩოვას ჯერ კიდევ მოზარდობის დროიდან უყვარდა მოკლე კაბის ჩაცმა, რომელიც დღემდე შემორჩა, ალა ამჟამდაც ხანდახან იცვამს მოკლე კაბას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არ უხდება.


"ვლადიმერ ანდრეევიჩ პუგაჩოვამ ისევ ნომრები ჩაგვიტარა, ძალიან მოკლე კაბა აცვია და სახეც სულ შეღებილი აქვს"-ასე იხსენებს პუგაჩოვას პედაგოგი ვლადიმერ ვედენსკი მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის საყვედურს.image

კაცი №1-18 წლის იყო ალა პუგაჩოვა, როდესაც ყურებამდე შეყვარდა ავტორი შემსრულებელი ბორის ვახნიუკი, რომელიც მასზე 16 წლით უფროსი იყო, ბორისი ტრაგიკულად დაიღუპა 2005 წელს 71 წლის ასაკში, გზაზე გადასვლის დროს ავტომობილმა 6 წლის შვილთან ერთად გაიტანა.


მაშინ ასე დაიტირა ალა პუგაჩოვამ ბორის ვახნიუკი:"არ ვიცი ვინ ვიქნებოდი დღეს ბორისი რომ არ შემხვედროდა იმ სიყმაწვილის წლებში, მან უფრო უკეთესი და კეთილი გამხადა.ბორის მე შენ მიყვარხარ.ჩენ იქ აუცილებლად შევხვდებით, ოღონდ ნუ დამაჩქარებ."

image


კაცი №2-1969 წელს ალა პუგაჩოვამ საესტრადო და საცირკო სასწავლებელში გაიცნო ცირკის არტისტი მიკოლას ორბაკაიდე, რომელიც მისი პირველი ქმარი გახდა, მასთან ქორწინება 4 წელიწადი გაგრძელდა, ალას ქმრისგან ეყოლა ქალიშვილი, შემდგომ ისიც მომღერალი კრისტინა ორბაკაიდე.

image


კაცი№3-1974 წლიდან ალა ურთიერთობა ჰქონდა, მუსიკოსთან და კომპოზიტორთან, ჯგუფ "Веселые ребята"-ს დამაარსებელთან პაველ სლობოდკინთან, სწორედ სლობოდკინმა გააკეთა არანჟირება მის პირველ შლაგერზე "Арлекино», რომელმაც პუგაჩოვას პირველი საყოველთაო პოპულარობა მოუპოვა.თუმცა სულ რაღაც ორი წლის შემდეგ მათ შორის რომანტიკული და შემოქმედებითი ურთიერთობა დასრულდა, ამბობენ ერთხელ სლობოდკინმა გაარტყა კიდევაც პუგაჩოვასო.

image

კაცი №4-რეჟისორი ალექსანდრე სტეფანოვიჩი ალას პოეტმა ლეონიდ დერბენევმა გააცნო 1976 წლის შემოდგომაზე, ცოტა ხანში კი ცოლად გაჰყვა, ეს იყო პუგაჩოვას რიგით მეორე ქმარი, მათი ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა.

image

კაცი №5-1980-იანი წლების შუა ხანებში ალას საკონცერტო დირექტორი და პროდიუსერი იყო ევგენი ბოლდინი, სამსახუროებრივი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა, რას საბოლოოდ პუგაჩოვას მესამე გათხოვებით დასრულდა, მათი ურთიერთობა 8 წელიწადი გაგრძელდა.

image

კაცი№6- ამავე პერიოდში პუგაჩოვამ შემთხვევით მოისმინა რუსი როკ-გიტარისტი ვლადიმერ კუზმინი და მისი ჯგუფი "Динамик», პოპ-დივა იმდენად მოიხიბლა კუზმინით, რომ ისურვა მისი პირადად გაცნობა, ალა პუგაჩოვა ლენინგრადში დაესწრო კუზმინის კონცერტს და მას შემდეგ გვერდიდან არ მოშორებია, თუმცა მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც 1 წელიწადში, 1986 წელს დასრულდა.მათ ამ პერიოდში მოასწრეს ორი ერთობლივი ჰიტის ჩაწერა -Две звезды და Надо же.

image


კაცი№7-1991 წელს ტელევიზიაში გავიდა კლიპი Незваный гость . პუგაჩოვათან ერთად გამოდის ყველასთვის უცნობი თვითნასწავლი მომღერალი, ყოფილი მოკრივე სერგეი ჩელობანოვი, თუმცა ალას "ახალი ვარსკვლავის" გამოცხობა არ გამოუვიდა, მალე ჩელობანოვმა დაიწყო დიდი რაოდენობით ალკოჰოლის და ნარკოტიკული სტიმულატორების მიღება.1993 წელს დასრულდა მასთან ურთიერთობა და ამასთან ერთად ჩელობანოვიც უკვალოდ გაქრა "დიდი შოუბიზნესიდან".

image


კაცი №8- რუსული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი, რომელიც პრომადონაზე 18 წლით უმცროსი არის დიდხანს ცდილობდა ალა პუგაჩოვას გულის მოგებას და ყველასგან მოულოდნელად, 1994 წელს მათ განაცხადეს, რომ ქორწინდებიან, ეს იყო ალას რიგით მეოთხე ქმარი. მათი ქორწინება 11 წელიწადი გაგრძელდა, როგორც ალამ მოგვიანებით განაცხადა ფილიპ კირკოროვი საერთოდ არ სვამდა, (როგორც ცნობილია ახლაც არ ეკარება ალკოჰოლს)მაგრამ თუ დალევდა ეს იყო საშინელება, იგი ნამდვილ ურჩხულად იქცეოდა.


"მასთან თანაცხოვრების განმავლობაში სულ სამჯერ დალია, რამაც იგი სატანად აქცია"-იხსენებს პუგაჩოვა.

image

კაცი №9-ალა პუგაჩოვამ ტელეწამყვანი და პაროდისტი მაქსიმ გალკინი ჯერ კიდევ 2001 წელს გაიცნო Славянский базар-ის ფესტივალზე, როგორც მაქსიმი იხსენებს ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა დროთა განამავლობაში წყვილი ერთმანეთს დაუახლოვდა, რაც საბოლოოდ 2011 წელს ქორწინებით დასრულდა.წყვილს სუროგატი დედისგან ორი შვილი გაუჩნდა-გარი და ლიზი.

image


კაცი № 10-(დაუზუსტებელი)-რუსული ესტრადის დედოფალს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა რომ ჰქონდა ლატვიელ კომპოზიტორთან რაიმონდ პაულსთან ეს საყოველთაოდ ცნობილია, სწორედ მასთან თანაშრომლობით შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი ჰიტი милион алых роз და маэстро, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა უფრო მეტი იყო, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთ ინტერვიუში საბჭოთა კავშირის მთავარი რადიოს მუსიკალური რედაქტორი ლუდმილა დუბოვცევა, რომელსაც ორივესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა:

"უბრალოდ დაინტერესებული იყვნენ ერთმანეთის მიმართ როგორც ორი ნიჭიერი ადამიანი და ზოგიერთი ინტრიგანი ცდილობდა მათი ურთიერთობების სკანდალურად პროვოცირებას."

image

2
1414
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1414
  
2019, 25 ივლისი, 8:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 აპრილი, 7:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2