x
image
ხატია კვერნაძე26
3 მისტიკური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი მეხუთე)

მაშინაც კი, როდესაც ადამიანებმა განვითარების პიკს მივაღწიეთ, ჩვენს სამყაროში არსებობს უამრავი ამოუხსნელი მოვლენა.

დღეს მე წარმოგიდგენთ სტატიას - 3 მისტიკური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი მეხუთე)



1.ჯეფიimage1931 წლის სექტემბერში ირვინგების ოჯახი ამტკიცებდა, რომ ესმოდათ უცნაური დაკაწვრისა და დაჯახების ხმები მათი ფერმის სახლის კედლებზე.თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ ეს იყო ვირთხა, ან რაიმე ცხოველი.თუმცა მოგვიანებით ამ არსებამ უცნაური ხმების გამოშვება დაიწყო.ცოტა ხნის შემდეგ კი მათთან საუბარიც კი გააბა და საკუთარი თავი წარუდგინა.მას ჯეფი ერქვა.ის ამბობდა, რომ 1852 წელს ინდოეთში დაიბადა.ოჯახი მას აღწერდა, როგორც ვირთხის მსგავს არსებას.თუმცა რასთან ჰქონდათ მათ საქმე და რას წარმოადგენდა ჯეფი, ეს დღემდე ამოუხსნელად რჩება.




2.ეშმაკის ნაფეხურებიimage1855 წლის 9 თებერვალს დევონში მოსახლეობა მსგავს ნაკვალევს წააწყდა.ეს ნაკვალევი არ ჰგავს არც ერთი ცოცხალი არსების ფეხს, არც ზომას და არც ფორმას.ასევე ამბობდნენ, რომ სწორედ ამ პერიოდში მათ შენიშნეს ეშმაკის მსგავსი არსებდა.გასაკვირია, მაგრამ 2009 წელს მსგავსი ნაკვალევი კვლავ შენიშნეს დევონში.რისი ან ვისი ნაკვალევია, არავინ იცის.



3.ლარიimage

1973 წლის 7 აგვისტო - მისტიკური დღე კაცობრიობის ისტორიაში.ამ დღეს ნიო მექსიკოს მოსახლების უმეტესმა ნაწილმა, რომელიც CB რადიოს იყენებდა, გაიგონეს პატარა ბიჭის ტირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა.ბიჭს ერქვა ლარი.მისი თქმით მის მამას გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.მან ასევე აღნიშნა, რომ სატვირთო მანქანით ავარიაში მოყვნენ და ის მანქანიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა.ბიჭუნამ ასევე სიგნალი გაავრცელა კალიფორნიასა და არიზონაში.პოლიციამ მისი ძებნა დაიწყო.ერთ-ერთი ვერტმფრენის პილოტმა, რომელიც მანზანოს მთების ტერიტორიაზე ბიჭუნას ეძებდა, აღნიშნა, რომ ის ბიჭს დაუკავშირდა, თუმცა ამჯერად მან თავი წარმოადგინა არა როგორც ლარი, არამედ როგორც დეივიდი.11 აგვისტოს მართლაც გაუჩინარდა მოგზაურების ოჯახი ამ ტერიტორიაზე და მათ ჰყავდათ შვილი სახელად ლარი, თუმცა ისინი რამდენიმე დღეში იპოვნეს.პოლიცია აცხადებს, რომ 12 აგვისტოს კვლავ ჰქონდათ კონტაქტი ლარისთან, თუმცა მისგან ვერც ტელეფონის ნომერი და ვერც მისი მისამართი ვერ გაიგეს.ამის შემდეგ ბიჭი სახელად ლარი აღარავის დაკონტაქრებია.ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ცუდი ხუმრობა იყო, თუმცა ბევრიც ამტკიცებს, რომ ის დღეს ბიჭუნას ხმა და ტირილი ნამდვილად არ ჰგავდა ხუმრობას და ეს ყველაფერი რეალური იყო.რა მოხდა, დღემდე არავინ იცის.



იხილეთ სტატიის 1-3 ნაწილი:

1.3 მისტიური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი პირველი)

2.3 მისტიკური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი მეორე)

3.3 მისტიკური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი მესამე)

4.3 მისტიკური მოვლენა, რომელსაც დღემდე ვერ ხსნიან! (ნაწილი მეოთხე)

0
344
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0