x
image
_K_
10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება
image

ანტიკურ საბერძნეთში ქალებს ადამიანის სახეობად არ მიიჩნევდნენ და სხვა არსებად აღიქვამდნენ მამაკაცისგან სხეულის აშკარა განსხვავებების გამო. მართალია, მას შემდეგ მეცნიერება დიდად განვითარდა, თუმცა, ქალის სხეული ისევ საიდუმლოებებითაა მოცული და ბევრი ისეთი რამ არსებობს, რასაც მეცნიერულად ვერ ხსნიან.


სტატიაში შედარებით ახალ კვლევებს გაგაცნობთ ქალის სხეულთან დაკავშირებით. ზოგმა ფაქტმა შესაძლოა გაგაოცოთ კიდეც.








1. დილაობით გულისრევა კარგია მომავალი დედებისთვის.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დილის გულისრევა სინამდვილეში სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან ამ დროს ორგანიზმი ძლიერდება და ცდილობს, ჩანასახს აარიდოს საკვებიდან მიღებული ტოქსინები. გარდა ამისა, დილის გულისრევა შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ ძლიერი შვილი გეყოლებათ.


image








2. ქალებს უკეთ ესმით მაღალი, მკვეთრი ბგერები.

პატარა ასაკიდანვე ქალებს შეუძლიათ, გაიგონ მაღალი, მკვეთრი ბგერები. 1 კვირის ჩვილ გოგონას უკვე შეუძლია, დედის ხმა სხვა ბავშვის ტირილისგან გაარჩიოს. ეს უნარი ქალებისთვის სხვა მხრივაც გამოსადეგია: ისინი უკეთ ამჩნევენ, როცა ვინმე ატყუებთ, რადგან ტყუილის თქმის დროს ადამიანის ხმა იცვლება და უფრო მაღალი ტონალობისა ხდება.

image








3. ქალების ტვინი უკეთ მუშაობს

მართალია, კაცის ტვინი ზომით უფრო დიდია, თუმცა, ინტელექტუალურ ტესტებში ქალები 3%-ით უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ეს და ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთების უნარი მათ ნათხემის განსხვავებული აგებულების გამო აქვთ. ქალის ტვინში ამ ნაწილს მეტი ადგილი უჭირავს და 30%-ით მეტი ნერვული კავშირი აქვს, ვიდრე მამაკაცის ტვინს.

image








4. X ქრომოსომა კარგი იმუნური სისტემის ნაწილია.

გენტის უნივერსიტეტის მეცნიერების მიხედვით, X ქრომოსომა, რომელიც პასუხისმგებელია ჩანასახის მდედრობით სქესზე, მეტ მიკრო-რნა-ს (რიბონუკლეინის მჟავა) შეიცავს, რაც ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს და იცავს მას კიბოს გაჩენის საფრთხისგან.

image








5. ქალები უკეთ იტანენ ავადმყოფობას.

მაია სალეჰმა მაკგილის უნივერსიტეტის კვლევების ცენტრიდან დაადგინა, რომ ჰორმონი ესტროგენი, რომელიც ქალის სხეულში მეტი რაოდენობითაა, ვიდრე კაცისაში, პასუხისმგებელია ანთების შეჩერებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის ორგანიზმი ავადმყოფობას უფრო სწრაფად და მარტივად უმკლავდება. ესტროგენი ორგანიზმის დაბერებასაც უშლის ხელს, ამიტომაც, როგორც წესი, ქალები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები.

image








6. PMS სიმპტომები ასაკთან ერთად მოდის და მიდის.

ქალები PMS-ს (წინამენსტრუალური სინდრომები) უფრო ხშირად თინეიჯერობის წლებში და 40 წლის შემდეგ ხვდებიან, რადგან ყველაზე დიდი ჰორმონალური ცვლილებები ქალის ორგანიზმში ამ ასაკში ხდება. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს თავის ტკივილს, ცვლილებებს კანზე, წელისა და კუნთების ტკივილს და ა.შ.

image








7. ქალებს ბიოლოგიურად აქვთ უნარი, შეამჩნიონ ალფა-ქალი.

ბიოლოგიურად, ქალები მიდრეკილები არიან, ჯგუფში სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ იჩხუბონ. ალფა(ლიდერი)-ქალი კი ყოველთვის იქ იქნება, როგორც წესრიგის დამცველი. თუმცა, როგორ შევამჩნევთ მას, თუ ბრძოლა და კამათი არ იქნება?


ქალების ჯგუფში, როგორც წესი, მათი ფეხსაცმლის წვერები ალფა-ქალისკენ იქნება მიმართული. ისინი მას ბაძავენ და იმ სიხშირითაც კი იცინიან, როგორც ლიდერი-ქალი.

image








8. ყველა ქალს თანაბარი ზომის მკერდი არ აქვს.

მსოფლიოში ძალიან ცოტა ქალს აქვს ორივე ძუძუ ერთი ზომის. როგორც წესი, ერთი მეორეზე დიდია ხოლმე. ადამიანის სხეულის არცერთი ნაწილია იდეალურად სიმეტრიული და გამონაკლისი არც ქალის მკერდია.

image








9. საჭმელზე და პარტნიორზე ფიქრით ქალის ტვინი ერთნაირად აღიგზნება.

ქალის ტვინში ერთი და იმავე ნაწილი "აინთება" საჭმელზე ან პარტნიორზე ფიქრის დროს. ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება ორსულობის დროს, როცა ქალს საჭმელთან დაკავშირებით ძლიერი სურვილები უჩნდება.

image








10. საორსულო აბები ფიზიკურ მიმზიდველობაზე გავლენას ახდენს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მამაკაცებს მაშინაც სურთ ქალთან სექსუალური ურთიერთობა, როცა ურთიერთობის მიზანი ბავშვის გაჩენა არ არის. ისინი მიიზიდებიან სუნითა და სხვა ბიოლოგიური ტენდენციებით. ორსულობის ხელისშემშლელი აბები მამაკაცისთვის ქალს ნაკლებად მიმზიდველს ხდის, რადგან ის ქალის ორგანიზმს "კაცურ" ჰორმონებს უმატებს და ბლოკავს დაორსულების შესაძლებლობას.

image








ბონუსი: თბილი სხეულები

თუ თქვენი ცოლი ან შეყვარებული ცდილობს, მაისურის ქვეშ შეგიყოთ ხელები და ასე გათბეს, მიეცით ამის უფლება. როგორც წესი, ქალების ხელების ტემპერატურა 2.8°C-ით ნაკლებია კაცისაზე. მეცნიერების აზრით, ასე იმიტომ არის, რომ ქალებს უფრო პატარა კუნთების მასა აქვთ და შეფარდებით მეტი თავისუფალი ადგილის გამო ვერ ინარჩუნებენ სხეულში სითბოს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები და დავიცვათ ტერფები დაზიანებისგან

image


2. რას ამბობს ზედმეტი თმა ქალის ჯანმრთელობაზე

image


3. რატომ ვერ ორსულდებით - 6 ფარული მიზეზი

image


0
7272
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
7272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0