x
ჰიტლერის ფავორიტი ებრაელი გოგონა

image
1943 წლის ზაფხულში როდესაც სოფელ პროხოროვკასთან სატანკო ბატალიები მიმდინარეობა, ჰიტლერმა მოულოდნელად ყველასთვის თათბირი შეწყვიტა და საკუთარ კაბინეტში წერილის დაწერას მიჰყო ხელი. ადრესატი კი პატარა გოგონა ბენი ნიანუ გამოდგა, რომელსაც გერმანელი ხალხის ფიურერი 1936 წლიდან იცნობდა და მაშინ სტუმრად მყოფი მოზარდისთვის კამერდინერ ლინგეს ტკბილეულობაც კი მიატანინა. მაშინ მრავალ ვიზიტორ ბავშვს შორის რაიხსკანცლერმა სწორედ რომ ბენი შეარჩია. დედა კაროლინას პატარა ბენი თოჯინასავით გამოუწყვია და სწორედ ამიტომაც დიდი დრო სწორედ ყოვლისშემძლე მასპინძელმა მას დაუთმო. 1936 წლის დოკუმენტაციით ისიც ირკვევა რომ ჰიტლერმა შეფობა პატარა ბავშვზე იტვირთა და მხარეებს შორის მიწერმოწერა გაჩაღდა.

ბორმანმა კიდეც შეახსენა შეფს რომ ბენი ებრაელი გახდათ, მაგრამ ჰიტლერმა ყურიც კი არ ათხოვა მის ბოდვას. რაიხსკანცლერის წერილები ნინაუს მისამართით შემდეგი წინადადებით მთავრდებოდა: კეთილი სურვილებით, შენი ძია ადოლფი.

ნინაუმ რაიხსბიუჯეტის ხარჯზე ბრწინვალე განათლებაც მიიღო, თუმცა ჯანრმთელობა ბავშვს სუსტი აღმოაჩნდა და ის 40 იან წლებში პოლიომილიტისგან გარდაიცვალა.

სურათზე: ჰიტლერი ბენი ნინაუს მასპინძლობს ბერგჰფოში, 1936 წელი

0
261
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბექა კვიციანი
ბექა კვიციანი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0