x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მტკვარ-არაქსის კულტურა
მტკვარ-არაქსის კულტურა


სამხრეთ კავკასიის პირველი ჩვენთვის ცნობილი კულტურა იყო შულავერის კულტურა, რომელმაც იარსება მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ძვ.წ. 4000 წლამდე, შემდეგ კი იგი შეცვალა ახალმა კულტურამ - მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელმაც იარსება დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლიდან ძვ.წ. 2200 წლამდე. ის მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს, თითქმის მთელ სამხრეთ კავკასიას, ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც და მისი საზღვრები მიდიოდა, მცირე აზიის დიდ ნაწილზე და ახლო აღმოსავლეთშიც კი, დღევანდელი პალესტინის ტერიტორიებამდე. ის ვრცელდებოდა მდინარეების: მტკვრის, არაქსის, ჰალისის, ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებამდეც კი. მასვე უმეზობლებოდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის შუმერული ცივილიზაცია და მისი დიდებული ქალაქ-სახელმწიფოები. მტკვარ-არაქსის კულტურა არ მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც შემდგომში კოლხეთად ჩამოყალიბდა, ანუ იგი არ ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილზე. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ხალხები იყვნენ იბერო-კავკასიური და ხურიტულ ენებზე მოსაუბრე მრავალრიცხოვანი ხალხები და ტომები.


მტკვარ-არაქსის კულტურა


აღნიშნულ კულტურას დიდი სამოსახლოების განვითარება ახასიათებს. როდესაც მტკვარ-არაქსის კულტურა ჩამოყალიბდა, საქართველოს ტერიტორიაზე და საერთოდ მთელ სამხრეთ კავკასიას უკვე მინიმუმ 25 საუკუნის მიწათმოქმედების ტრადიცია ჰქონდა. საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი, ათეულობით ამ პერიოდის ნამოსახლარია აღმოჩენილი: ტყვიავი, ნაწინდრების ჭალა, მაშნაარი, ხირსა, ტაბაწყური, მწვანე ყორღანი, სამგორი, ბედენის გადაჭრილი გორა, სამგორის ტერიტორია, ახალციხის ამირანის გორა, ურბნისი, ქვაცხელები, ძაღინა, ქულბაქევი, მეჯვრისხევი და კიდევ ძალიან ბევრი... ამ პერიოდისთვის ჩამოყალიბებული იყო საგვარეულო სოფლები, და ყოველი ოჯახი ამ სოფელში დაახლოებით შედგებოდა 15-20 სულისგან. ეს ოჯახები კი თავის მხრივ ერთიანდებოდნენ უფრო დიდ გაერთიანებებში და ერთობლივად აწარმოებდნენ სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს.



მტკვარ-არაქსის კულტურა


საცხოვრებელი შენობები, ისევე როგორც შულავერის კულტურაში, წრიული იყო, მაგრამ ფართობი საკმაოდ გაიზარდა. საცხოვრებელ სახლს ასევე დაემატა სხვა ელემენტებიც, როგორიცაა დერეფანი. სწორედ ამ კულტურაში ჩნდება კერიის კულტი, საცხოვრებელი სახლის დედაბოძთან ახლოს, იატაკის ცენტრში საგანგებოდ ნაძერწი ჭურჭელი. საცხოვრებელი სახლების კედლებს ოჯახები ფრიზებით ამკობდნენ (გუდაბერტყა, ქვაცხელები და სხვ.) თითოეული ასეთი საცხოვრებელი სახლი არამარტო სამოსახლო, არამედ სამლოცველოც იყო 15-20 სულიანი ოჯახისათვის. სწორედ ამ კულტურაში ეყრება საფუძველი ამირანის მითს. აქ ეყრება საფუძველი დღემდე შემორჩენილ ქართულ წარმართობას. უფრო ადრეული კულტები ჩვენთვის დღეს ნაკლებადაა ცნობილი, ვინაიდან ჩვენთვის უძველესი ქართული მითი სწორედ ამირანია.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2091
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2091