x
image
Teklamaisuraze
გერმანელი პილოტი, რომელსაც ,, შეშლილ მაიორს " უწოდებდნენ, აეროშოუს დგამდა, ომი ჰაერში

როცა ომი დაიწყო, თითოეულ ქვეყანას მცირე რაოდენობით თვითმფრინავი ჰყავდათ, მათ გამოყენებას ისინი დაზვერვისთვის აპირებდნენ . თვითმფრინავები დამზადებული იყო ხისგან, ბრეზენტისა და მავთულისაგან. ფრენა 130 კმ/სთ სიჩქარით და ბორტზე იარაღი არ ჰქონდა.

image

ნოემბერში პილოტებმა მტრის პოზიციების დაბომბვა ხელყუმბარებისა და საარტილერიო ჭურვების ჩამოგდებით დაიწყეს. სახმელეთო დანაყოფის ჯარისკაცებს კი თან ჰქონდათ საფანტის თოფები და შაშხანები, რათა თვითმფრინავებისთვის ესროლათ.

image

1915 წლის დასაწყისისათვის ახალი ტიპის ორკაციანი თვითმფრინავების წარმოება დაიწყო. ძრავა აამუშავებდა პროპელერს ხომალდის უკანა ნაწილში. ხოლო მსროლელი ტყვიამფრქვევით წინა ნაწილში იჯდა. ზოგიერთ თვითმფრინავს მსუბუქი ბომბების ზიდვაც შეეძლო.

image


აერონავიგაცია ემსახურებოდა ხმელეთზე დაკვირვებასა და მტრის პოზიციების დადგენას . ფრენისას ძალიან ბევრი პილოტი იკარგებოდა .

საჰაერო ეკიპაჟი პარაშუტით არ იყო აღჭურვილი. მაშინდელი პარაშუტი ძილიან დიდი და მძიმე იყო თვითმფრინავში მოსათავსებლად .

image

ერთი გერმანელი პილოტი, რომელსაც ბრიტანელები “ შეშლილ მაიორს " ეძახდნენ, სანგრებს დაბალ სიმაღლეზე გადაუფრენდა ხოლმე, და აერო შოუს დგამდა ხოლმე.

1915 წლის 1აპრილს ფრანგმა პილოტმა, როლანდ გაროსმა თასმებით მიამაგრა ტყვიამფრქვევი თავისი მზვერავის ძრავას, რომელსაც პროპელერი წინა ნაწილში ჰქონდა დამონტაჟებული.

იმისათვის, რომ ტყვიამფრქვევს პროპელერი არ დაზიანებოდა გაროსმა ხრახნებზე მეტალის ტყვიამრიდები დააყენა. თვითმფრინავის სწრაფად მართვასა და ტყვიამფრქვევის ზუსტად დამიზნებაში იგი ნებისმიერ გერმანელ პილოტს ჯობნიდა.

image

აგვისტოში გერმანელები მას “ ფოკერ E-III" მონოპლანით დაუპირისპირდნენ. იმ თვითმფრინავის ტყვიამფრქვევი პროპელერთან შეთანხმებით ისროდა ისე, რომ ტყვიები პროპელერს შორის გადიოდა. ამის გამო, მოუხერხებელი ტყვიამრიდების მოხმარება საჭირო აღარ იყო.

გნრმანელმა პილოტმა ბიოლკემ საჰაერო იერიშის ახალი ტაქტიკა “ ფოკერის " თვითმფრინავების გამოყენებით დახვეწა, ოქტომბრისთვის გერმანული ესკადრილია ცას დაეპატრონა.

ასევე დააინტერესებთ

საქართველოს (რესპუბლიკის) თავდაცვის მინისტრები

image

ორივე მხარემ აარჩია საუკეთესო მსროლელი, რომელთაც სნაიპერებივით უნდა ემოქმედათ

image

იცოდით! ჰაერში პირველად ცხვარმა, იხვმა და მამალმა იმოგზაურეს

image

სანგრები... ცოცხალთა საფლავები

image

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0