x
image
თორ ნიკე
Mediator image
დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო - ძვ.წ. მე-13 საუკუნის აღმოჩენა საქართველოში
დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო - ძვ.წ. მე-13 საუკუნის აღმოჩენა საქართველოში


დიდნაურის ნაქალაქარის აღმოჩენამ დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით, 9 კილომეტრში, შეიძლება შეცვალოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია და ის არა იბერიიდან (ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან), არამედ დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფოდან დაიწყოს, ვინაიდან ამ ნაქალაქარის კვლევიდან ირკვევა, რომ 15 ჰექტარზე გაშენებული ძვ.წ. მე-13 დაარსებული ქალაქი სახელმწიფოებრიობის ნიშნებს ატარებს. დიდნაურის აღმოჩენა 2014 წელს მოხდა და იქიდან მოყოლებული დღემდე მისი მასშტაბების გამო სრულად შესწავლა ვერ მოხერხდა, ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლის პერიოდში კი ის ახალ-ახალი აღმოჩენებით გვაკვირვებს. ამ ქალაქის გარშემო კიდევ სხვა უფრო მომცრო მასშტაბების ნაქალაქარებია აღმოჩენილი, რაც ნიშნავს, რომ დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, დანარჩენები კი მისი პერიფერია. ამ ქალაქს გარშემო ძალიან კარგი საფორტიფიკაციო სისტემა და თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა მოწყობილი. მისი თავდაცვითი კედლის სიგანე 7 მეტრია, ხოლო სიგრძე 1.5 კილომეტრი და გარშემო დამატებით კიდევ 22 მეტრის სიგანის თავდავითი თხრილი აქვს შემოვლებული. ქალაქის კარიბჭე კი თიხისა და ხისგანაა აგებული.


დიდნაურის მეომრის სამარხი


ამ ქალაქ-სახელმწიფოს ჩრდილოეთით 2019 წელს მოხდა ძვ.წ. მე-13 საუკუნის სამაროვანის აღმოჩენა და შესწავლა. ამ სამაროვანში 50-მდე სამარხი აღმოჩნდა, სადაც დასვენებულნი არიან დიდგვაროვანი მამაკაცები, რომელთა სიმაღლე საშუალოდ 180 სანტიმეტრია, რაც იმ დროის ადამიანებში საკმაოდ დიდ სიმაღლედ ითვლებოდა, ვინაიდან მაშინდელი კაცის სიმაღლე საშუალოდ 165 სანტიმეტრი იყო, ქალის კი 160. დნმ-ის ანალიზების და ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ეს 50-მდე ადამიანი კავკასიურ რასას განეკუთვნება. სამარხებში მიცვალებულთა ნაშთების შესწავლით ირკვევა, რომ ისინი ბრძოლის მსხვერპლნი გახდნენ. ერთ-ერთ მამაკაცს თავზე ბრინჯაოს დიადემა აღმოაჩნდა, რაც მისი დიდგვაროვნობის ნიშანია.



დიდნაურში ნაპოვნი უცნობი წარმომავლობის მახვილი და ისრის პირი


გალავნის გარეთა კედელში ასევე აღმოჩნდა ისრის პირი შერჭობილი, რაც ბრძოლის აშკარა ნიშანია. სავარაუდოდ ამ ბრძოლაში დიდნაურელებმა გაიმარჯვეს, ვინაიდან ამხელა პატივით არ დაკრძალავდნენ დამარცხებულებს, თუმცა ვინ დაესხა მათ თავს, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია. არქეოლოგები აცხადებენ, რომ დიდნაური საკმაოდ მაღალგანვითარებული ქალაქი იყო, კენჭებით მოკირწყლული ქუჩებით და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ნაქალაქარში ასევე აღმოჩენილია "შესაწირი მაგიდაც", რომლის ანალოგიც ხეთებთან ფიქსირდება. ცოტა მოშორებით კი ცხენებშებმული ეტლიც, რაც სახელმწიფოს რეგულარული არმიის მიმანიშნებელი ნიშანია. ქალაქმა ორას წელზე მეტხანს იარსება და შემდეგ სავარაუდოდ მიწისძვრამ გაანადგურა ან მტრის მიერ იქნა აოხრებული. ეს შემდგომი კვლევებისას უკეთ დადგინდება.


დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო - ძვ.წ. მე-13 საუკუნის აღმოჩენა საქართველოში



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
7561
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
7561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0