x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339391
  • სურათი:451436
5 შვილის დედამ საკუთარი სხეულის სურათი გაასაჯაროვა - საზოგადოების რეაქცია განსხვავებულია

დიეტა, ბოტოქსი, ტანსაცმელი, ვარცხნილობა... ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სამყარო ზედაპირულია და ყველა, ვინც მის თანამედროვე სტანდარტებს ვერ ერგება, განისჯება საზოგადოების მიერ. ეს გვაბრმავებს და ხელს გვიშლის დავინახოთ, რომ ნამდვილი სილამაზე არ არის ხელოვნურად შექმნილი და ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე მოგონილი სტანდარტები. სტატიაში გაგაცნობთ 5 შვილის დედას, რომელიც სწორედ ამას ამტკიცებს.


წარმოგიდგენთ ბრენდა სტეარნს: დედას, შთაგონების წყაროსა და მისაბაძ მაგალითს.

image

ბრენდა წარმოშობით მექსიკიდანაა, მაგრამ წლების წინ გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად. ერთი იღბლიანი შეცდომის წყალობით, მან მობილურზე არასწორ ნომერს მისწერა, რაც ამ ადამიანთან ქორწინებით დამთავრდა. დღეს ცოლ-ქმარი ოჰაიოში ცხოვრობს, ბრენდა კი თავის ცხოვრებას ინსტაგრამზე უზიარებს საზოგადოებას.

ის საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ დეპრესია ეწვეოდა.

image

მე-5 შვილის გაჩენის შემდეგ ბრენდას პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია ეწვია. ბავშვის გაჩენიდან 3 თვე გავიდა და მისი სხეული კიდევ არ დაბრუნებია მშობიარებამდე პერიოდის ფორმას. ის საკუთარ სხეულში თავს არაკომფორტულად და უბედურად გრძნობდა. ასე მანამდე იყო, სანამ ბრენდა რეალობას გააცნობიერებდა და შეეგუებოდა მას.

"სინამდვილე ისაა, რომ ჩემი სხეული ლამაზი და ძლიერია... და ასეთივე თქვენი", - დაპოსტა მან.

image

მან სოციალურ მედიაში ზემოთ მოცემული ფოტო ატვირთა და წააწერა: "ეს სურათი იმისთვის გადავიღე, რომ მუდამ შევახსენო საკუთარ თავს, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურება ჩვენი სხეული ამ კონკრეტულ მომენტში - დროა, დავაფასოთ საკუთარი სილამაზე"!


ალბათ, ჩვენი უმეტესობა ბრენდას შთაგონების წყაროდ აღიქვამს, ბევრმა ადამიანმა კი ამ ქალს საზიზღარი უწოდა დედობრივი სხეულის გამოჩენის გამო.

image

ცუდი კომენტარების გამო მას თავი დამცირებულად არ უგრძნია. ამის ნაცვლად, მოძრაობა ჩამოაყალიბა და დაიწყო საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდაზე მუშაობა დედების სილამაზის შესახებ. მსოფლიოს გარშემო ქალები ლოცავენ მას ძალისა და მოტივაციის მიცემის გამო და უკომენტარებენ, რომ ძლიერია და მისგან მაგალითს იღებენ.


ამჟამად ბრენდას 25 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც თვალს ადევნებენ ძლიერი ქალის ცხოვრებას და ბავშვების შესახებ მის რჩვევებსა და ამბებს ისმენენ.

image

მთავარი მესიჯი, რის მიწოდებასაც ბრენდა ცდილობს ხალხისთვის, ასეთია: "ჩვენი შვილები იცნობენ ჩვენს გულს და უანგაროდ ვუყვარვართ. მათი სიყვარული ყველაფრად ღირს"! გამკიცხავი კომენტარები კი ამასთან შედარებით უმნიშვნელოა.

image

იმ დროში, სადც სილამაზის სტანდარტები ლამის წესად იქცა, დასაფასებელია ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა მამაცი და ისინი დაამარცხა.

თქვენ რას ეტყოდით იმ ქალებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც უკმაყოფილოები არიან საკუთარი გარეგნობით?








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქალის სხეული ორსულობის შემდეგ - ახალი სიტყვა ფოტოგრაფიაში

image


2. "დედა, მაპატიე ყველაფრისთვის" - ფრანგი მხატვრის გულწრფელი ილუსტრაციები

image


3. იაპონელი დედა შვილების ძილს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს (+ფოტოები)

image

0
2070
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2070
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0