x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95720
  • ვიდეო:343122
  • სურათი:457639
ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებზეც დედამიწა გვიჩვენებს, თუ ვინაა აქ მბრძანებელი

ადამიანი უხსოვარი დროიდან უცვლიდა სახეს დედამიწას - ანგრევდა, აშენებდა, ჩეხავდა ტყეებს, აშრობდა ჭაობებს, ადგილს უცვლიდა მდინარეების კალაპოტებს-ერთი სიტყვით, ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა დედამიწის სიმდიდრე, თუმცა დროდადრო ჩვენი პლანეტა "მხრებს შეიბერტყავს" ხოლმე და წამში ანადგურებს ადამიანების მიერ წლების მანძილზე შექმნილს, რათა გვაჩვენოს თავისი ძალა და დაგვანახვოს, თუ ვინაა აქ მბრძანებელი. სურათები, რომლებზეც დედამიწა განრისხებულია და თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს, საშიშია და დამთრგუნველი, თუმცა ამავდროულად დიდებული, რადგან მასზე ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს სტიქიის ის დანაგრევეველი ძალა, რომელიც ხელის ერთი მოსმით ანადგურებს ადამიანის ხელით შექმნილს.



image



მეწყერი


imageimageimage

მეწყერი მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილებაა მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემაკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ. ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყერის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას. მასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა მთის კალთების გატყიანება, საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება და დრენაჟები.





მიწის ჩაქცევები და კარსტული ძაბრები


imageimage


კარსტული ძაბრი —დედამიწის ზედაპიზე არსებული ბუნებრივი ჩაღრმავება ან ორმოა, რომელიც წარმოიქმნება კარსტული პროცესების შედეგად — კარბონატული ქანების ქიმიური ლღობით, ან სუფოიზური პროცესებით. კარსტული ძაბრები ფორმირდება დროდადრო ან უეცრად და მსოფლიოს მრავალ ადგილშია გამოხატული. ძაბრი კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტია, თუმცა კარსთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის. ძაბრი ბუნებრივი ან ანთროპოგენური რელიეფის ფორმებია. ის საქართველოშიც საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვადასხვა კუთხეში.



image



მიწისძვრა


imageimage


მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევაა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თანმდევი უარყოფითი შედეგებით ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სტიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.





წყალდიდობა და ცუნამი


imageimage


წყალდიდობა არის წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა. დიდი წყალდიდობის დროს იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, პარალიზებულია ადამიანის საქმიანობა. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს. ზოჯერ სულ პატარა მდინარეც კი შეიძლება ისე ადიდდეს, რომ სერიოზული ზიანი მოგვაყენოს. ამის მაგალითია წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა.



image



ცუნამის საშინელი, დამანგრეველი ძალა კარგად ჩანს ვიდეოზე, რომელზეც ინდონეზიაში მომხდარი სტიქიის ამსახველი კადრებია აღბეჭდილი.




ხანძარი


imageimage


ხანძარი — სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მის ქონებას, უმეტეს შემთხვევაში კი ბუნებას. ხანძარი შეიძლება განზრახ ან ბუნებრივად წარმოიქმნას.

ხანძარი, ისევე როგორც ცეცხლი, სწრაფი ოქსიდაციის პროცესია, რომელიც ქმნის სინათლეს, სიმხურვალეს და გამოყოფს ენერგიას სხვადასხვა ინტენსიურობით.

ძლიერ, არაკონტროლირებად ხანძარს შეუძლია გამოიწვიოს ასობით ჰექტარი ტყის საფარის განადგურება. ასე მაგალითად, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომ - ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილმა ხანძარმა ას ჰექტარზე მეტი ტყის უნიკალური საფარი გაანადგურა.





ქარიშხალი და გრიგალი


imageimage


ქარიშხალი — ძალიან ძლიერი ქარია, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ-ს აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს, ხმელეთზე კი ნაგებობათა დაზიანებას და ნგრევას.

მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შეესაბამება შტორმი (9 ბალი ბოფორტის სკალით), ძლიერი შტორმი (10 ბალი) და სასტიკი შტორმი (11 ბალი).

12 ბალიან ქარიშხალს გრიგალი ეწოდება.





ვულკანი


imageimage


ვულკანი არის გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანის ყელი, ჩვეულებრივ, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია, როდესაც იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.

დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა.დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როდესაც ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.



3
1367
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1367
  
20 აპრილი, 17:05
რა უსუსურია ადამიანი :-(
16 აპრილი, 12:11
დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება,შეეხება მთებს და აკვამლდებიან. (ფსალმუნი 103-32.) ღმერთმა შექმნა ყოველივე და ღმერთს ემორჩილება ყველაფერი სამყაროში.
15 აპრილი, 15:00
საინტერესო და შემეცნებითი სტატიაა. ყველა ამ კატაკლიზმების უკან ჩვენ ვდგავართ ადამიანები. :(
0 1 3