x
image
ზოგადი განათლება
ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში და რჩევები ამ საგნის ჯგუფის ხელმძღვანელისგან

2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით. ცვლილებების გათვალისწინებით, ჯგუფის ხელმძღვანელები გამოცდებისთვის მომზადების პრინციპში ცვლილების შეტანას ურჩევენ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ რეპეტიტორ მასწავლებლებს. მაშ ასე:

-

ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის გამოცდა

-

ცვლილების არსი: ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი(მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა დალიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება(წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტისდავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

-

კახა ჯამბურია, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი:

image

-

„ჩემი რჩევა და მითითებაა, რომ ისწავლონ და მეცადინეობის დროს უფრო მეტი დრო დაუთმონ წერის დავალებებს. აბიტურიენტებმა უნდა ივარჯიშონ წერაში და აუცილებლად მიეჩვიონ ასეთ რამეს – მოსწავლემ უნდა ისწავლოს საკუთარი ნაწერის წაკითხვა და გასწორება. გასული წლების მაგალითზე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომა იპარება მათ ნაწერებში მხოლოდ იმიტომ, რომ არ კითხულობენ საკუთარ ნაწერს.

„სწორედ ახლა, როცა ჯერ კიდევ დიდი დროა გამოცდებამდე, მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ ასეთ მეცადინეობას. როდესაც რაღაცას დაწერენ, დაისვენონ 5 –10 წუთი, წაიკითხონ შემდეგ თავისი ნაწერი, გაასწორონ და ისე გადაათეთრონ. ასე უნდა იმუშაონ გამოცდაზე. თუ ამას გაითვალისწინებენ და ახლავე მიეჩვევიან, რა თქმა უნდა, რამდენიმე ქულას სულ ტყუილად აღარ დაკარგავენ გამოცდაზე, როგორც კარგავდნენ ხოლმე ადრე. ეს იმიტომაც ხდება, რომ ძალიან ბევრი აბიტურიენტი ჩქარობს გამოცდიდან გამოსვლას, ეჩქარება, რომ დატოვოს თავისი ნაწერი და აღარ კითხულობს მას. მე ვურჩევდი, რომ წაიკითხონ შავად დაწერილიც გადათეთრებამდე და გადათეთრების მერეც. მათ აქვთ ამის დრო გამოცდაზე და ყველაფერს მოასწრებენ. ჯობია, არ იჩქარონ და ამიტომ ამას ახლავე უნდა მიეჩვიონ ვარჯიშისა და დავალებების შესრულებისას.

-

„ამ ცვლილებებში შესაშინებელი არაფერია. პირიქით, აბიტურიენტებს უფრო გაუმარტივდათ საქმე იმ თვალსაზრისით, რომ ტესტს რაღაც დავალება მოაკლდა. შესაბამისად, არ მოუწევთ დიდ ხანს ჯდომა და დაღლა. ჩვენი მოსწავლეები არ არიან მიჩვეული 4 საათის განმავლობაში ჯდომას და მუშაობას. ამიტომაც, აბიტურიენტების დიდ ნაწილს, 15 კითხვა რომ მოაკლდებათ თავისი პასუხებით, ეს მათ დაუზოგავს დროსაც და ენერგიასაც. აპლიკანტს შეუძლია, რომ ეს ენერგია და დრო შემდეგ სხვა დავალებას მოახმაროს, რაც კარგია.

0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0