x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ცაში ქეიფი შეეძლებათ
image

თბილისში 15 მაისს, კერძოდ კოჯორში, ბიოლის ცენტრში ახალი რესტორანი Dinner in the Sky (ვახშამი ცაში) გაიხსნება, აწი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ცაში, 50 მეტრის სიმაღლეზე ქეიფი შეეძლებათ.


სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შესაძლებელი ერდროულად 22 ადამიანის მომსახურეობა. მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა.

image


აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ცაში დაკიდების დროს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, საპირფარეშოთი სარგებლობა სიმაღლეზე შეუძლებელია, აკრძალულია მოწევაც.



Dinner in the Sky ბელგიური რესტორნების ქსელია, რომლის იდეაც 2006 წელს დაებადა დევიდ გიზელს, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიის მფლობელს, რომელმაც ბანდი ჯამპინგის ორგანიზატორს სტეფან კერჰოფსთან ერთად გააკეთა პირველი საჰაერო ვახშამი ასოციაცია Jeunes Restaurateurs d'Europe-სთვის.

image

იდეა იმდენად პოპულარული გახდა, რომ წამოვიდა შეკვეთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, 2009 წლისთვის რესტორნები ცაში უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში იყო, მათ შორის კანადაში და ჩინეთში.

3
436
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2019, 26 აპრილი, 10:57
არ მინდა, რომ ჩამოწყდეს აღარაფერი გვიშველის
2019, 15 აპრილი, 2:26
ჩვენი ხალხი ხომ ვიცი, თუ გაუჭირდა გადმოაფსავს...
2019, 14 აპრილი, 22:19
აქ რა უნდა შევჭამო? - ხომ მოვკვდი შიშით :დ
0 1 3