x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გახდა პირველი პაემანი ასეთი უფერული?
image
პირველი პაემანი, გასეირნება, ღვინო რესტორანი და..მორჩა სტანდარტული კლიშე..არა და იდეაში ეს ამბავი ასე უნდა დამთავრდეს, პირველი კოცნა ხიდზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე..მაგრამ არა, დღევადნელი მკაცრი რეალობა სულ სხვაა.



თანამედროვე სამყარო იმდენად უგრძნობი გახდა, რომ რომანტიკა და ურთიერთობა პირველ პაემანზე არა თუ დაიკარგა, არამედ სრულიად მოკვდა.


როდესაც ჭაბუკები და გოგონები 15-16 წლისები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ხედავენ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს შორდებიან და ეყრებიან, მათი გრძნობები ჯერ კიდევ სათუთია და წმინდა, პირველი სიყვარული ხომ მთელი ცხოვრება თან გდევს და მას ვერაფერი წაშლის.


მაგრამ რაც შეეხება უფროს თაობას, სიტუაცია სულ სხვაა, რომანტიკა სადღაც ფსკერზეა დაშვებული, თქვენ მასთან ერთად განიხილავთ მხოლოდ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო მოვლენებს, თქვენ ყოფილებს და მიზერულ ხელფასს, სამწუხაროდ მას ვერ გაექცევი და ამ თემას რომ არ შეეხო არარეალურია.



რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო ცდილობ უქმად არ დაკარგო დრო, ქალებს უფრო მარტივად აქვთ ეს საკითხი გადაწყვეტილი-მივიდა, მოუსმინა, ადგა და წავიდა, "რა ვქნა არ დამაინტერესა, ხდება"...და ასე "ხდება" დაუსრულებლად.მათ თავში ზის იდეალური მამაკაცის ფორმულა, რომელიც ალბათ მხოლოდ 1% იქნება დედამიწის ზურგზე.


ყველანი რომანტიკულ ზღაპრებზე გავიზარდეთ, გასაგებია, ის ზღაპარია... მაგრამ სად არის რომანტიზმის თუნდაც ნატამალი, ასე, რომ გვხიბლავდა ძველ რომანებში თუ წერილებში?დღეს ეს ყველაფერი უკვე ნაცრისფერ ტონებშია და მოსაწყენი.


მამაკაცები ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდნენ, უყიდონ ყვავილები ქალებს, მერე რა რომ უკვე 20 წლისები არ არიან, ხოლო ქალი ლამაზად ჩაცმული, მაღალ ქუსლებზე და მისგან სათნოება და სინაზე იგრძნობოდეს და არა ფეხზე ბოტასებით და პირში სიგარეტგაჩრილი ტვინი არ ხეხოს ბანკის ვალებზე, გადასახადებზე და გაფუჭებულ სარეცხის მანქანაზე.


მოკლედ არავითარი კაიფი არც კაცის მხრიდან და არც ქალის მხრიდან, შეხვდნენ, გაისეირნეს, დაჯდნენ რესტორანში, ჭამეს დალიეს და დაიშალნენ...

3
48
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
48
  
2019, 22 აპრილი, 13:37
შეიძლება ვინმემ ,,ჩამორჩენილად'' ჩამთვალოს. მაგრამ მაინც ეს მირჩევნია, ჯობია ვიყო ჩამორჩენილი და წესიერი ვიდრე, ვითომ ,,თანამედროვე'' რომელსაც: მოწევა, დალევა, დედის გინება, ნაშობის აყრა და უზრდელობა ვაჟკაცობა გონია.
2019, 22 აპრილი, 13:33
ვეთანხმები სტატიის ავტორს, პაემანი კი არა ცხოვრება გააუფერულა, უმუშევრობამ, უფულობამ და პრობლემებმა. (ახლა არ თქვათ სამუშაო ადგილების მეტი რა არისო?) გული მწყდება როცა დღევანდელ გოგოებს ვხედავ, იმის ნაცვლად რომ წესიერებაზე იფიქრონ, 70%-ს სიგარეტი, ყავა და ბიჭებს იცვლიან ნასკებივით. ვხედავ რომ წესიერი გოგოები გადაშენების პირას არიან.

ასევე გული მწყდება ბიჭებზეც რა თქმა უნდა, იმათშიც 90%-ს საამაყოდ მიაჩნია, მოწევა, დალევა, გინება, ,,ნაშობის აყრა'' და ასე შემდეგ.

და ამიტომაც არის ათასწილად მირჩევნია ბუნებაში ვატარო დრო ვიდრე ხალხთან. რაც შეეხება რომანტიკას, ვცდილობ ამ ნაცრისფერ ქვეყანაში, მაინც სითბო არ დავკარგო, და ის ცოტაოდენი რომანტიკაც შემრჩეს. არიან გოგოების 80% კატეგორია რომელსაც მიაჩნიათ რომ თუ რესტორანში არ ჭამა საჭმელი და ბიჭმა მაგარი მანქანით არ მიიყვანა. ესე იგი ის ბიჭი უვარგისია მათთვის.
და განა შეიძლება რომ მერე ამ გოგოების ესმოდეს ნორმალურ ადამიანს? ანდა წესიერი ბიჭი მოინდომებს ასეთთან საქმის დაჭერას? მესმის, რომ ბიჭს ელემენტარული საჩუქრის (ყვავილების, ტკბილეულის) ყიდვა შეეძლოს, მაგრამ რა ვქნათ რომ ქვეყანაში კრიზისია? აღარ დავქორწინდეთ? ჩვენით უნდა დამთავრდეს ყველაფერი? დავიხოცოთ მაშინ თავები ახლავე, რაღას ველოდებით? რისთვის ვწვალობთ?
2019, 22 აპრილი, 13:24
არ მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ჩემი აზრი დავაფიქსირო. იმიტომ გახდა უფერული რომ ადამიანები გაცივდნენ და რობოტებად იქცნენ.

აი მე გეტყვით ჩემზე, ბიჭი ვარ, სრულწლოვანი, და მე ცოტა მეგობარი მყავს, განა იმიტომ რომ არავის ვიკარებ. არამედ იმიტომ რომ არ მესმის თანამედროვე ხალხის. ყველა (გოგოც და ბიჭიც) იმას ეძებს სად იჩითება უკეთესი ,,პონტი'' რომ კარგად გაერთონ, და ამ გართობაში ალბათ მოწევა დალევა, გინება, და სისულელეების კეთება იგულისხმება.
0 1 3