x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ დავიკლოთ წონაში ვარჯიშის გარეშე - 3 უმარტივესი რჩევა

image


როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ეფექტური გახდომის საწინდარი - 80% დიეტა და 20% ვარჯიშია. ბრიტანელი დიეტოლოგი რიკა ჰეა გახდომის მსურველებს რამდენიმე მარტივ და სასარგებლო რჩევას აძლევს, თუ როგორ შეიძლება მომქანცველი ვარჯიშის გარეშე, მოკლე დროში, რამდენიმე კილოგრამის დაკლება.


მეტი ქრომი და მწვანე ბოსტნეული


image


ყველაზე ხშირად დიეტის დარღვევას ტკბილის მიმართ დაუოკებელი სურვილი განაპირობებს, იმისთვის რომ შოკოლადი და ფუნთუშეული ნაკლებად მოგვინდეს, საჭიროა ორგანიზმში ქრომის რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც ინსულინის რეცეპტორებზე ზემოქმედებით, სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. ამიტომ თქვენს რაციონში რაც შეიძლება მეტი ბროკოლი, მწვანე ლობიო, კარტოფილი, ყურძენი, ფორთოხალი და ვაშლი ჩართეთ.


ინტერვალური შიმშილი


image


თუმცა, ეს არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილს. არსებობს ამ დიეტის მრავალი ნაირსახეობა, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური იქნება თუკი საკვების მიღების რაოდენობას 5 - დან 2- მდე შეამცირებთ, რაც კვირაში 5 დღე სრულფასოვან კვებას, ხოლო დანარჩენი 2 კი მისაღები კალორიების განახევრებას გულისხმობს.



რაც შეიძლება მეტი დარიჩინი


image


როგორც დიეტოლოგი ჰელენ ბონდი გვირჩევს, ეს უნიკალური აღმოსავლური საკაზმი ხელს უწყობს არა მარტო სისხლში შაქრის დონის რეგულირებასა და ტკბილის მიმართ გაძლიერებული სურვილის დათრგუნვას, არამედ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვისაც, საკუთარ სნეულებასთან გასამკლავებლად, საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება. თუმცა, როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და ცნობილი დიეტოლოგი აღნიშნავს, რაციონში დარიჩინის აქტიური ჩართვა, დაბალკალორიულ დიეტას მხოლოდ ეხმარება, თუმცა ბოლომდე, მაინც ვერ ანაცვლებს მას.




0
111
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
111