x
image
ელენე გუმა
"ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება , თან სახალხოდ!!!!”-ვის ემუქრება ნანა ლეჟავა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ ბინძური კამპანია დაიწყო.


ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, ზაზა სვანაძე მის პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ საჯაროდ წერს.


აღნიშნული ინფორმაციის ირგვლივ კამათი და განხილვა ამ დრომდე არ წყდება და საზოგადეობის დიდი ნაწილი ნანა ლეჟავას თანადგომას უცხადებს.


ამავე ინფორმაციას ასევე სოციალური ქსელით ეხმაურება თვითონ ამ ბინძური კამპანიის ადრესატი.


როგორც ლეჟავა წერს, ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს რაც უნდა და მერე შენ თავი უნდა იმართლო.


ჟურნალისტი მიმართავს სამსართალდამცავ უწყებებს მიხედონ ამ ადამიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცემით იმუქრება.


გთავაზობთ ნანა ლეჟავას ფეისბუქპოსტს უცვლელად:


"ამ ქვეყანაში ყველა მეტრაკეს აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს და მერე შენ რა უნდა ქნა, დადგე და თავი იმართლო? სულ გატარება არ გამოდის!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო- ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, იცით ვისზეც ვსაუბრობ, ან ორშაბათიდან მე მივხდავ! ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება, თან სახალხოდ!!!!"



image

0
1970
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0