x
image
Teklamaisuraze
ჯანსაღი და არა ჯანსაღი ცხიმები, ამის წაკითხვის შემდეგ აღარ იტყვით ,, რა მასუქებს "
მოდით გავიგოთ რომელი ცხიმი ვნებს და რომელი ცხიმი რგებს .ამისთვის გავეცნოთ მათ ქიმიურ შემადგენლობას.

image

ცხიმის მოლეკულა ერთი გლიცერინის და მასზე მიბმული რამდენიმე ცხიმოვანი მჟავას მოლეკულისაგან შედგება. ცხიმის ბუნებას სწორედ მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები განსაზღვრავს.

ცხიმოვანი მჟავები კი ნაჯერ და უჯერ სახეობებად ითვლება.


image

ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ცხოველურ საკვებში გვხვდება, ცხიმიან ხორცში, ძეხვეულში, ცხიმიან რძეში, ყველი, კარაქში, ნაღებში, არაჟანში.

ისინი გარდა იმისა რომ საკვებიდან ვიღებთ, ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება. ცხიმი, რომელიც ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, მყარი სტრუქტურაა და ოთახის ტემპერატურაზე არ დნება.

image

რაც უფრო მყარია ცხიმი, მით უფრო მეტია მასში ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა.

დამეთანხმებით ცხიმიანი საკვები უცხიმოზე გემრიელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობით ნაჯერი ცხიმის მიღება მაღლა სწევს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს . რომელიც არტერიის კედლებზე გროვდება და ეგრეთწოდებულ ათროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის , ეს კი ათეროსკლეროზის, გულის იშემიურ დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის რისკფაქტორს წარმოქმნის .

image

ნაჯერი ცხიმის სიჭარბე ასევე ხელს უწყობს ღვიძლის ცხიმოვანი ქსოვილის მატებას. რაც ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

ნაჯერ ცხიმოვან მჟავებზე სრულიად უარის თქმაც არ მოგვიტანს სიკეთეს. ისინი მონაწილეობენ უჯრედის ბიოლოგიური მემბრანის შენებაში. აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 20-30 გ. ნაჯერი ცხიმი უნდა მიიღოს .

image

უჯერ ცხიმოვან მჟავებს კი მცენარეული ზეთები, მარცვლეული და თევზეული შეიცავს. ისინი გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე ჯერადი, რადგან ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას . აცხრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ნერვულ სისტემას და არეგულირებს სისხლის მიმოქცევას .

უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს მცენარეული ზეთები, ზეითუნის და მზესუმზირის, ასევე მიწისთხილი, ავოკადო, ნუში.

image

მცენარეული ზეთის მრავალჯერადი გამოყენებისას მიიღება არაბუნებრივი წარმოშობის მოლეკულა. რომლის დაშლისა და გამოდევნის ფუნქცია ორგანიზმს არ გააჩნია.

image

ტრანსცხიმები უამრავ დაავადებას იწვევს მათ შორის ონკოლოგიურს. ტრანსცხიმები დიდი რაოდენობით გამოიყენება ნახევარფაბრიკატებში, საკონდიტრო ნაწარმში, შოკოლადში, ჩიფსებში, ამიტომ უმჯობესია ამ პროდუქტებზე უარი თქვათ .

ეცადეთ სწორად შეარჩიოთ ყოველდღიური რაციონი. ნაჯერი ცხიმი უჯერით ჩაანაცვლოთ. შეზღუდოთ მზა და მიირთვათ ორთქლზე ან გრილზე მომზადებული .

ასევე დააინტერესებთ

თუ ბავშვი ძუძუთი არ იკვებებოდა, შაქრიანი დიაბეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია

image

ხალხური მეთოდები თავის ტკივილის დროს, ვიდრე გამაყუჩებელს დალევ

image

6 რამ, რაც თქვენს ორგანიზმს ჰორმონებს მატებს და სიხარულს იწვევს

image

0
882
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
882
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0