x
image
beko777
Mediator image
ვარდების ფერი და 15 აპრილი - სიყვარულის დღე
image
15 აპრილს საქართველო, სიყვარულის დღის დაარსებიდან მეოთხედი საუკუნეს იუბილეს აღნიშნავს <3 რათქმაუნდა ამ დღეს ყველაზე მეტი ყვავილები ეყიდებათ ხოლმე მოვაჭრეებს, ჰოდა მოდი იცოდეთ რა ფერის ვარდს რა დანიშნულება აქვს <3
ვარდისფერი ვარდი: - ელეგანტურობისა და შარმის სიმბოლოა. ის მადლიერებასაც გამოხატავს, ასევე სიმპათიასაც. ვარდისფერი ვარდი ტკბილი და ნაზი გრძნობის გამოხატულებაა.
თეთრი ვარდები: - ისინი სისპეტაკისა და გულწრფელობის სიმბოლოა. ამით ბიჭი გეუბნება, რომ ზეციური ხარ, რომ მოხიბლულია შენი სინაზით . თეთრი ვარდი სუფთა გრძნობების სიმბოლოა.
წითელი ვარდი: - რა თქმა უნდა, სიყვარულს ნიშნავს. ამით მას საკუთარი სითბოს გადმოცემა სურს . თეთრისაგან განსხვავებით წითელი ვარდი მგზნებარე სიყვარულს გამოხატავს.
ყვითელი ვარდი: - ამით ბიჭი გაგრძნობინებს, რომ შენზე ზრუნვა უნდა. ზოგადად ყვითელი ვარდი ენერგიას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ამ ფერის ვარდებს მისალოცად იყენებენ. თუ შეყვარებულთან ნაჩხუბარი ხარ და მან ყვითელი ვარდები გაჩუქა, ეს ნიშნავს, რომ ბოდიშს გიხდის.
ნარინჯისფერი ვარდები: - ენთუზიაზმი, საუკეთესო სურვილები და გრძნობის განახლება - ეს არის ნარინჯისფერი ვარდის დატვირთვა . ეს ფერი სიამაყის სიმბოლოცაა .
მწვანე ვარდები: - ასეთ ვარდებს ხალისიან, სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს ჩუქნიან . ფსიქოლოგების აზრით . ამ ფერის ვარდი სტაბილურობის გამოხატულებაა. ხოლო სიყვარულის ენაზე, ეჭვიანობას გამოხატავს.
შავი ვარდები: - ისტორიულად სიკვდილის ემბლემაა, მაგრამ გარდა ამისა განახლებას, ანუ სიცოცხლის თავიდან დაწყებასაც აღნიშნავს . იგი ძალასთან ასოცირდება .
ლურჯი ვარდები: - იდუმალებას უკავშირდება. ბუნებაში ცისფერი ვარდი არ არსებობს, ამიტომ მეცნიერებმა ის ხელოვნურად გამოიყვანეს. სიყავრულის ენაზე იგი აღფრთოვანებას. პირველ სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებს .
სხვადასხვა ფერის ვარდები: - თუ ბიჭმა სხვადასხვა ფერის ვარდების თაიგული გაჩუქა, ეს იმას ნიშნავს, რომ უყვარხარ, შენგანაც საპასუხო სიყვარულს ელის და მალე პაემაზე დაგპატიჟებს, ამიტომ მზად იყავი...
image
image
0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0