x
ბიზნესის ტერმინოლოგია
კაპიტალი – მეწარმესთან (კომპანია, კორპორაცია) მიმართებაში – მისი ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საერთო ღირებულება. განასხვავებენ ძირითად, გამოშვებულ, განაღდებულ, სარეზერვო, ნომინალურ კაპიტალებს. კაპიტალის წარმოშობის წესი და სტრუქტურა დაწვრილებით რეგლამენტირდება კანონით. მაგ; ყოველ სააქციო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძირითადი (სააქციონერო) კაპიტალი. სააქციონერო კაპიტალის ოდენობა დგინდება დამფუძნებლების მიერ და მიეთითება საზოგადოების წესდებაში, ამიტომ მას აგრეთვე ეწოდება საწესდებო და უნდა იყოს აქციათა ნომინალური ფასის ტოლი.
0
199
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი
თამარი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0