x
image
ნინო ბაისონაშვილი
იუსუფა მუკოკო 14 წლის ასაკში მილიონერი ხდება
image
“ბორუსია დორტმუნდის“ დიდმა იმედმა იუსუფა მუკოკომ ერთ-ერთ სპორტულ ბრენდთან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახალგაზრდა იღბლიანმა გერმანელმა, წარმოშობით კამერუნელმა უსუფა მუკოკომ, 14 წლის ასაკში სპორტული სამოსის ბრენდ “ ნაიკთან“ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელმაც მას მილიონობით ევრო მოუტანა. -სიახლეს ოთხშაბათის ყოველდღიური გამოცემა “ბილდი“ იტყობინება . არაჩვეულებრივი სტატისტიკის მქონე ფეხბურთელმა ახალგაზრდების კატეგორიაში 2016 წლიდან მოყოლებული ამ სეზონზე 36 გოლი გაიტანა, სულ ითამაშა 21 მატჩი .

მუკოკო მხოლოდ 12 წლის იყო, როცა პირველად შეარჩიეს 16 წლამდელთა ნაკრებში, სადაც 4 მატჩის განმავლობაში მან 3 გოლის გატანა შეძლო. საგაზეთო მონაცემებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ანაზღაურება “ნაიკთან, კონტრაქტის შედეგად დაახლოებით ერთ მილიონს უდრის. ასევე ამბობენ, რომ მას შეუძლია 10 მილიონამდე ევროს გამომუშავება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესინალი გახდება.

2020 წლამდე კი პროფესიონალური მატჩი არ იგეგმება.


გერმანული შინაგანაწესი კი ფეხბურთელს 16 წლამდე ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას უკრძალავს. კამერუნში დაბადებულმა მუკოკომ ჯერ “სან პაულში“ ჰამბურგის ნომერ მეორე კლუბში დაიწყო თამაში, მოგვიანებით იგი “დორტმუნდში“ გადავიდა 2016 წელს. ახალგაზრდა ფეხბურთელით სპორტული მედია ძალიან დაინტერსდა. მწვრთნელის თქმით, “ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ გამოხატული ინტერესი მისი და მისი გარემოცვისთვის ადვილი არ ყოფილა სამართავად. მისი პროფესიული განვითარების და მისი ოჯახის სურვილის გათვალისწინების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ ის არ შეგვერჩია 17 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებში“.

სტატიის წყარო : სპორტული ინტერნეტგამოცემა :https://www.cameplus.com


0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0