x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უნიკალური შემთხვევა-რომის პაპმა სუდანის ლიდერს დაუჩოქა და ფეხზე ეამბორა(ვიდეო)
imageუნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა ვატიკანში, რომი პაპი ფრანაცისკე ვატიკანში წმინდა მართას დარბაზში შეხვდა სამხრეთ სუდანის ხელმძღვანელობას, რა დროსაც რომის პაპმა დაიჩოქა და სუდანის ლიდერს ფეხზე ეამბორა.


imageკადრებში ჩანს, რომ 82 წლის რომის პაპის ამ საქციელით სამხრეთ სუდანის ხელმძღვანელობამ არ მარტო უხერხულად იგრძნეს თავი, არამედ გაოგნებულებიც არიან.


პაპი ფრანაცისკეს ეს ნაბიჯი განპირობებულია მოწოდებით მოხდეს ეროვნული შერიგება.

"მე გთხოვ, როგორც ძმას, შეინარჩუნეთ მშვიდობა! მთელი გულით გთხოვთ წინ წავიდეთ, ბევრი პრობლემა იქნება, მაგრამ ისინი ვერ დაგვძლევენ ", - ასე მიმართა პაპმა სამხრეთ სუდანის პრეზიდენტს სილვია კირს.



პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაში სხვა პოლიტოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყო რებეკა ნიანდენგ-გარანგი, სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ლეგენდარული ლიდერის, ჯონ გარანგის ქვრივი. მან აღიარა, რომ პაპის საქციელმა გული აუჩუყა.

image

რომის პაპის მშვიდობის სახელით განხორციელებული ეს ქმედება უკავშირდება ქვეყანაში ძალადობრივი კონფლიქტის შესაძლო განახლებას, რაც მეზობელ სუდანში სამხედრო გადატრიალებით არის გამოწვეული.


11 აპრილი სუდანში მოხდა სამხედრო გადატრიალება. პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააპატიმრეს, შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელიც ორ წელიწადის განმავლობაში მართავს სახელმწიფოს.


0
237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0