x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომელი პროფესიები იყო საბჭოთა კავშირში ყველაზე შემოსავლიანი?
image

ახლანდელი გადასახედიდან რა თქმა უნდა ახალგაზრდა თაობისთვის წარმოუდგენელი იქნება თუ საბჭოთა პერიოდში რა პროფესიები ითვლებოდა "პრესტიჟულად" ანუ მაღაშემოსავლიანად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მახინჯმა საბჭოთა სისტემამ შექმნა, ანუ სად იშოვებოდა ყველაზე მეტი ფული? იმ სფეროში სადაც დეფიციტი იყო და იმ სფეროში სადაც ხელფასის გარდა შესაძლებელი იყო "ლევი შემოსავალი" გქონოდა და რაც მთავარია "საჭირო კაცი იყავი" და შენთან "ბლატები" უნდა ჰქონოდათ, ეს არ იყო ინჟინერი, მასწავლებელი, ხელოვანი, სპორტსმენი(რომლებსაც კაპიკებს უხდიდა სახელმწიფო)ზეინკალი ან ვატმანი.




მოკლედ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიებიდან რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი იყავით ეს იყო დიდი იღბალი-ფული, გავლენა, კარგი ბინა, აგარაკი, ავტომობილი და უცხოური "შმოტკები"გარანტირებული გქონდათ და ....სუფრის თავში ჯდომა -"ფული აქვს კაი ბიჭია".




ხორცპროდუქტების გამყიდველი(ყასაბი)-რა თქმა უნდა მუდმივად ხორცის დეფიციტი იყო და ყასაბიც ამით სარგებლობდა, დახლს ქვეშიდან ყიდდა ხორცს და დეფიციტურ ძეხვეულს "საჭირო ხალხზე"სახელმწიფო ფასზე უფრო ძვირად, ამას დამატებული წონაში მოტყუება და გარდა ამისა, იყო სხვა მაქინაციებით.


image


ავეჯის მაღაზიის დირექტორი და გამყიდველიც-ავეჯის მაღაზიაში სტუმრობისას მხოლოდ საბჭოთა ნაგავი ეყარა, ხარისხიანი ავეჯის იმპორტი ძირიდათად ჩეხოსლოვაკიიდან და რუმინეთიდან შემოდიოდა, რისთვისაც საბჭოთა მოქალაქები ხშირად წლობით იდგნენ რიგში, თუმცა შესაძლებელი იყო მაღაზიის ადმინისტრაციასთან"ნაცნობობით" და "საქმის ჩაწყობით" უცებ გამოეძვრინათ თქვენთვის სანატრელი ავეჯი რა თქმა უნდა იმაზე უფრო ძვირად ვიდრე ღირდა.

image


კვების ობიექტები(რესტორანი, სასადილო, სახინკლე და ა.შ)-კიდევ ერთი შემოსავლიანი სამსახური იქ მომუშავე ყველა პერსონალისათვის, დირექტორით დაწყებული და მიმტანით დამთავრებული, ისევ კლიენტების მოტყუების ხარჯზე, ამასთანავე იმ დროს რესტორნებში ადგილის შოვნა დიდი პრობლემა იყო, ასე ადვილად ვერ მოხვდებოთ, როგორც ეს დღეს ხდება.

image


საყოფაცხოვრებო მომსახურეობა-საბჭოთა პერიოდში იყო გახსნილი საყოფაცხოვრებო მომახურეობის ცენტრები, ერთ-ერთი მთავარი- "პირიმზე" უფროს თაობას კარგად ახსოვს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელოსნები და ხმის ჩამწერი სტუდიების მუშაკები უფულობას ნამდვილად არ განიცდიდნენ, სიტყვაზე ერთი ტელევიზორის შეკეთება ზოგჯერ 50 მანეთიც შესაძლოა დაგჯდომოდათ, ხოლო 1 კასეტის ჩაწერა საათი 9 მანეთი ღირდა.

image



ავტოსერვისი-ავტონაწილები მუდმივად დეფიციტში იყო, ისევე როგორც თვითონ ახალი ავტომობილის შეძენა, რომელზეც საბჭოთა მოქალაქეები წლობით იდგნენ რიგში, ამიტომ ამ სფეროში ფული ჩეჩქვივით კეთდებოდა.

image



სასტუმროს ადმინისტრატორი(მსხვილ ქალაქებში)-"ადგილი არ არის" ეს სიტყვა ეკერათ მუდამ თუთიყუშივით სასტუმროს თანამშრომლებს, აქაც "ბლატები" იყო საჭირო, რომ ნომერი გეშოვათ, რა თქმა უნდა დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოთ.

image



საკომისიო მაღაზიები და გადამყიდველები(ბარიგები)-უცხოური ტექნიკა, ტანსაცმელი თუ კოსმეტიკა ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქის ოცნება იყო, რომელიც კონტრაბანდული გზით შემოდიოდა და რომელსაც უმეტესობა ყიდულობდა რა თქმა უნდა მამასისხლად.

image



მეღვინე-ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სამსახური(თუ ყველაზე არა) საბჭოთა საქართველოში, რომელმაც ბევრი მათგანი "იატაქვეშა მილიონერად" აქცია.

image



ავტოინპექტორი-სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ წესრიგის და მოძრაობის წესების დაცვის ნაცვლად ავტოინსპექტორი მხოლოდ ფულის გაკეთებაზე ფიქრობდა და გზაზეც მხოლოდ მაგის გამო გამოდიოდა, ტალონის გახრეტას და სხვა უსიამოვნებობის თავიდან ასაცილებლად საკმარისი იყო მართვის მოწმობაში სამმანეთიანი ან ხუთმანეთიანი ჩაგედოთ და საქმე მოკვარახჭინებული იყო.

image



ექიმი-მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში სამედიცინო მომსახურეობა უფასო იყო, მაინც პაციენტების ახლობლები ყოველი ოპერაციის თუ რაიმე პროცედურის შემდეგ ექიმს ჯიბეში ფულს უცურებდნენ, ეს იქნებოდა 10 მანეთი, 100 მანეთი და უფრო მეტიც.სწორედ ამიტომ საბჭოთა საქართველოში ყველაზე დიდი კონკურსი სამედიცინო ინსტიტუტში იყო, ხშირად ერთ ადგილზე 20-25 აბიტურიენტი მოდიოდა, იქ მოწყობა დიდი "პრესტიჟი" იყო, რა თქმა უნდა უმეტესად"დიდი ბლატებით" და სოლიდური ქრთამის სანაცვლოთ.

image


თქვენ კიდევ რომელი პროფესია გახსენდებათ?

3
994
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
994
  
2021, 21 ნოემბერი, 17:10
უკაცრავად ავეჯი იჭმევა?
2019, 28 მაისი, 13:47
//მაღაზიაში სტუმრობისას მხოლოდ საბჭოთა ნაგავი ეყარა// ახლა ხომ სულ ხაეიხიანები დევს! იმდენი მოწამული შემოდის რო მ ერი დაავადდა ყოველ მესამეს სისმვინე აქვს ან ლეიკემია
2019, 13 აპრილი, 5:08
ხელისუფლებაში ყოფნა ყოველ დროში და ყველგან შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა.
0 1 3