x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94747
  • ვიდეო:342544
  • სურათი:456758
გაუმართლდათ, თან როგორ: 11 ყველაზე გრძელფეხება ლამაზმანი

image


ალბათ, თითოეულ ქალბატონს ლამაზ და გრძელ ფეხებზე ერთხელ მაინც უოცნებია, თუმცა სამწუხაროდ ბუნება ყველას ასეთი სილამაზით არ აჯილდოებს, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთებს მაინც უმართლებთ.. მოდით გავიცნოთ მსოფლიოს 11 ყველაზე იღბლიანი, გრძელფეხება ლამაზმანი, რომელთა ნაწილიც, სწორედ საკუთარი ფეხის სიგრძის წყალობით მსოფლიო რეიტინგების გარდა, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა. უკვე წლებია ყველანაირ კვლევებში, ყველაზე გრძელფეხება ცნობილ ქალბატონთა შორის ღირსეულ, პირველ ადგილს ავსტრალიელი, ექს - მოდელი კაროლინ არტური იკავებს, მისი რეკორდი - 131 სანტიმეტრია.


image


თუმცა, სუპერმოდელი და ვიქტორია სეკრეტის ყოფილი ანგელოზი ადრიანა სკლენარიკოვა გინესის რეკორდების წიგნში - როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება მოდელი (125 სმ) ჯერ კიდევ წლების წინ მოხვდა, მისგან არც თუ ისე შორს წავიდა, მისივე ფერადკანიანი, გამორჩეული გარეგნობის, სენეგალელი კოლეგა ჯი დიენგი (125 სმ).


imageimage


ყველაზე გრძელფეხება ქალბატონთა რეიტინგში ძველი "გვარდია" - ლეგენდარული ელ მაკფერსონი (123 სმ), კლაუდია შიფერი (118 სმ), სინდი კროუფორდი (114 სმ) და ევა ჰერცოგოვა (112 სმ) კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე არიან და ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში.


imageimage

imageimage
გრძელფეხება ვარსკვლავების სიაში, ზედიზედ რამდენიმე წელია ასევე ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა (121 სმ) და ახალი თაობის ტოპ-მოდელები - ადრიანა ლიმა (120 სმ) ირინა შეიკთან (105 სმ) ერთად საპატიო ადგილებს ინაწილებენ.



imageimageimage
თუმცა, მოდელების გარდა, რეიტინგში ყველასთვის საყვარელი მსახიობი, "ლამაზმანი" და რიჩარდ გირის უბადლო მეწყვილე, ჯულია რობერტსიც (111 სმ) მოხვდა.


image





0
711
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
711