x
მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანმა ბავშვმა 100 კილოზე მეტი დაიკლო
ეს გახლავთ 13 წლის არია პერმანა ინდონეზიიდან, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილი გახდა 2016 წელს, რომელსაც ჟურნალისტმა უწოდა ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნაილისტის ეს სათაური ოფიციალურად არ დადასტურებულა. მაგრამ მაშინ არია 10 წლის იყო და მისი წონა იმ დროისთვის შეადგენდა 192 კგ ს.

ამის გამო არია სწავლობდა სახლში და გარეთ თითქმის არ გადიოდა. ის ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ჭამდა და ეძინა.


image


მას შემდეგ, რაც ამ ბავშვის შესახებ მსოფლიომ გაიგო, ექიმებმა, საქველმოქმედო ფონდებმა და სპონსორებბმა შესთავაზეს ოჯახს დახმარება. ამის შემდეგ არია რამდენიმე თვის განმავლობაში იჯდა მკაცრ დიეტაზე. ხოლო 2018 წელს მან გაიკეთა ოპერაცია და შემდგომში მან შეამცირა კუჭის ზომაც.



image


ექიმების განცხადებით, ოპერაცია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ შედეგიც სახეზე იყო როდესაც არიას უკვე დაკლებული ჰქონდა 45 კგ. ხოლო 2019 წლის აპრილში მისი წონა უკვე შეადგენს 85 კგ, მან მოახერხა და დაიკლო 107 კგ.


imageimageimage


დღეისთვის არია იკვებება სწორად და დადის სპორტდარბაზში, სადაც მას პერსონალური მწვრთნელი ავარჯიშებს. მან დაიწყო სკოლაში სიარული, გაიჩინა მეგობრები და ოცნებობს, რომ გახდეს ფეხბურთელი.


image


უახლოეს მომავალში ექიმები აპირებენ კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარებას, რათა ბიჭს ზედმეტი კანი მოაცილონ.


imageimageimageimageimage





0
858
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
858
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0