x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
შევარდნაძისა და გორბაჩოვის დაპირისპირება, მეგობრობიდან მტრობამდე, საბჭოთა პოლიტიკა, მეორდება თუ არა იგივე დღეს
... შუადღისას დამირეკა გორბაჩოვმა . 1990 წლის დეკემბერში ჩემი გადადგომის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ურთიერთობა შევწყვიტეთ. გადაულახავი ზღვარი გვყოფდა, რომელზეც გადაბირება მე არ მინდოდა, მას კი არ შეეძლო.

image

30 აგვისტოს გორბაჩოვმა კვლავ დამირეკა. და სუბარმა მაშინვე ჩემთვის მძიმე ხასიათი მიიღო.

სასწრაფოდ წამოდი კრემლში!


სასწრაფოდ არ გამოვა, მე ვუპასუხე . ასე უბრალოდ საქმე ვერ აეწყობა. გორბაჩოვი მოითხოვდა, რომ თანხმობა მიეცა უშიშროების საბჭოში შესვლაზე. მე კი მოვითხოვდი მთელი რიგი პოზიციების გარკვევას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მტკივნეულ კითხვაზე პასუხის მიღება.

image

რატომ ჩქარობს?

საუბარი იმით დასრულდა, რომ ვუთხარი, მისი არ მჯეროდა.

იგი აფეთქდა, რატომ?

შემიძლია აგიხსნა, მაგრამ ახლა არა, სხვა დროს და სხვა ვითარებაში. მაგრამ მაინც ვისაუბრეთ. ეს იყო მკაცრი საუბარი, რომლის დროსაც არც საკუთარი თავი დავზოგე და არც გორბაჩოვი .

image

ყველაფერი ვუთხარი, რაც დამიგროვდა ამ წლების განმავლობაში :

როგორ მოკლა თავისი სიცოცხლის მთავარი საქმე, როგორ ღალატობდა თავის თანამოაზრეებს, როგორ იკრებდა გარშემო “ მაამებლურ უფერულებას ", რომელმაც საბოლოოდ შებოჭა იგი . გავახსენე, როგორ მოვუწოდებდი მას ელცინთან კომპრომისისკენ. ვთხოვდი, გაეთვალისწინებინა შეცვლილი ვითარება.როგორ მოვითხოვდი გარკვეულობას ჩრდილოვან ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რომელიც ძირავდა მის პოლიტიკას და კინაღამ ისიც ჩამოაშორა საქმეს.

image

მე მქონდა ყველა საფუძველი, მეფიქრა, რომ თქვენ შეთქმულების მონაწილე ხართ. პირდაპირ ვუთხარი.

ჩემი და მიხეილ გორბაჩოვის ურთიერთობის ისტორია ცნობილია. ჩვენ გულითადი მეგობრები ვიყავით. მან ბევრი ისტორიული საქმე გააკეთა . იგი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, როგორც ადამიანს ახლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში გრძნობებით ხელმძღვანელობა დამღუპველია. ამიტომ ეს საუბარი უმკაცრესი გამოვიდა. თუმცაღა ჩვენ გულახდილნი უნდა ვყოფილიყავით.

გორბაჩოვი ისმენდა, ბოლოს კი თქვა, რომ მზადაა, ყველაფერი დაივიწყოს და შეცდომები აღიაროს, რა უნდა “ დაევიწყებინა "? ვერ გავიგე, თუმცა შეცდომების აღიარებას ჩვენ ვერ ვეღირსეთ . ამაზე ლაპარაკი კი შორს წაგვიყვანს.

ასევე დააინტერესებთ

როგორ იხსენებს“ ჩერნობილის " აფეთქებას ედუარდ შევარდნაძე, ჩერნობილის მუტანტები

image

“ რეიგანის ფონზე რაიმე ანეკდოტის მოყოლა უხერხულიც კი იყო, მაგრამ დობრინინი ჩამაცივდა"- რა ანეკდოტი მოუყვა ედუარდ შევარდნაძემ რონალდ რეიგანს

image

“ თვითმფრინავის ბიჭები" “ სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, ვერ შევძელი" - ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

image

ედუარდ შევარდნაძის და ნანული ცაგარეიშვილის სიყვარულის ისტორია. ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

image

0
618
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0