x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი სექსექსპერტის რჩევები ქალებისთვის

image

თქვენ იმ ქალებს მიეკუთვნებით, რომლებსაც ეშინიათ სექსის და არც სურვილი გაქვთ?, არა და იცით, რომ ეს ერთგვარი დღის წესრიგია..


თქვენ მოუთმენლად ელით ამ დღეს და თვლით, რომ კვირის განმავლობაში ეს არის საუკეთესო მოვლენა თუ იმ ქალების რიცხვში ხართ, რომელსაც ეშინიათ ინტიმური კავშირი საკუთარ პარტნიორთან?


"თუ ვხვდები, რომ მას ეს(სექსი) მოუნდა მე განზრახ ვიწყებ ჩხუბს, მირჩევნია ხმაურიანი სკანდალი მოვაწყო, ვიდრე სექსით დავკავდე"


"კბილის კბილზე ვაჭერ, როცა ამ საქმეს ვაკეთებთ, დაძაბული ვარ...ვფიქრობ, რომ საკმარისად არ ვარ ჩართული, ამიტომაც არ მიყვარს"


"მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ არ მიყვარს ის საქმე.როდესაც სექსით ვკავდებით, ასე მგონია, რომ საკუთარ ძმასთან ვწევარ"


"არასდროს მისიამოვნია სექსით და ვერ გავიგე რა არის ამაში კარგი"


ეს არის ქალების კომენტარების მცირე ნაწილი, რომლებსაც სექს-თერავპეტს და ექსპერტს ტრეისი კოქსს(Tracey Cox) გაუზიარეს ქალებმა.

image


თითქოსდა საზოგადოება შეპყრობილია სექსით, ყველგან პორნოა, ხოლო Instagram-დან ქალები და მამაკაცები ცდილობენ რაც შეიძლება სექსუალურად გამოიყურებოდნენ, ქალთა ჟურნალები და ვებ-გვერდებიც სავსეა ათასგვარი რჩევებით, როგორ გაიუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება და ა.შ.


თუმცა რეალური ცხოვრება სრულიად სხვაგვარია, მრავალ ქალს დაკარგული აქვს სექსის სურვილი ან უარესიც- არც არასდროს ჰქონია.


როგორ უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ ქალმა?


"მე ძალიან მომწონს ჩემი პარტნიორი, ის ჩემი სულიერი მეგობარია, საუკეთესო ადამიანი და მეგობარი, რომელთანაც ყველაფერზე ვსაუბრობ, გარდა იმისა..ეს ძალზე ცუდ განწყობაზე მაყენებს, არ მინდა სექსი იმ ადამიანთან, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ქვეყანაზე"


ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, ხშირად წყვილს, რომლებსაც საუკეთესო ურთიერთობა აქვთ და საუკეთესო მეგობრები არიან, იციან ერთმანეთზე ყველაფერი, ყველაფერს ერთად აკეთებენ, სწორედ მათ უჭირთ იყვნენ სექსუალურად მიმზიდველები ერთმანეთის მიმართ.


რატომ?


ერთსა და იგივე ადამიანთან წლების განმავლობაში ერთად 24/7 გადამბულად ცხოვრებთ და თუ დროსაც კარგად და მხიარულად ატარებთ, ამ დროს სიყვარული იზრდება და სექსი კვდება.


სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ფიზიოლოგიურად ისე მოწყობილი, რომ დავრჩეთ იმ საწყის ეტაპზე, რომელიც ურთერთობის დასაწყისში იყო. უმეტესობას გრძელვადიანი კავშირშის შემდეგ უქრება სექსის სურვილი და მეტიც, მის მიმართ ინტერესს კარგავს.


ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წყვილი, რომლებსაც რეგულარულად აქვთ სექსი, ამბობენ, რომ სქესობრივი აქტს (დაახლოებით 20-25 პროცენტი), არა საკუთარი, არამედ პარტნიორის ჟინის მოსაკლავად აკეთებს. ზოგიერთი თერაპევტი ამტკიცებს, რომ გრძელვადიან ურთიერთობაში სქესობრივი კავშირების მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებს ორივე პარტნიორს.


(იმედი მაქვს, რომ არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ არსებობს სხვაობა, აქ არაა საუბარი არასასურველ ან იძულებით სექსზე.)


შეხედეთ თქვენს პარტნიორს სხვა ადამიანების თვალით. იმის ცოდნა, თუ რა ხიბლავთ სხვა ადამიანებს შენს პარტნიორში და რის გამო მოწონთ, გაიძულებთ თქვენც შეხედოთ სხვა კუთხით თქვენს საყვარელ ადამიანს:მომხიბვლელი კაცი და არა ძველი კეთილი ჯეფი, რომელიც ნაგავს ყრის.


კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ თქვენ მიგაჩნიათ.რომ საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ის აღარ არის რაც უწინ იყო, ამ დროს გქონდეთ ფანტაზიები და არ იღელვოთ..თუ აღარ გიზიდავთ თქვენი პარტნიორი ეშმაკმა დალახვროს, აი ბერმენი ადგილობრივი პაბიდან, თქვენო ბოსი ან თუნდაც ტიპი Line of Duty-დან(ბი-ბი-სის სერიალი პოლიციელებზე).პარტნიორი ვერ წაიკითხავს თქვენს აზრებს, მხურვალე ფანტაზიები ძალზე ეფექტურია სექსის დროს და ეს ღალატი არ არის.ცოტა ღვინოსაც თუ მიახმართ უფრო კარგი იქნება.


ეს მოსაწყენია


"საქმე იმაშია, რომ ეს მძულს, შემიძლია ვიფიქრო მილიონ სხვა რამეზე, რომლის გაკეთებაც მსურს "


პრელუდიის დროს თვალახვეულებსაც კი წყვილების უმეტესობას შეუძლია საკუთარი პარტნიორი ერთ წუთში ამოიცნოს, რადგან ბევრი სექსის ყოველ ჯერზე აბსოლუტურად ერთი და იგივეს აკეთებს, ერთი და იგივე დროს მონოტონური თანმიმდევრობით .


უნდა ითქვას რომ მამაკაცები ამ მხრივ შედარებით ყოჩაღები არიან და ხშირად ამაში დამნაშავეები თავად ქალები არიან, მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც მეტი მრავალფეროვნება სურთ“ჩვენი ორგანიზმის სურვილები ქვეითდება და სექსით უფრო ადრე ვიღლებით, თუ ინტიმური კავშირი პროგნოზირებადი და რუტინულია.


იმისთვის, რომ სექსისადმი ინტერესი არ დავკარგონ, აჩუქეთ ქალებს მრავალფეროვანი, ბობოქარი და უხამსი სექსი.ამასთანავეს სულ სულ სხვა გარემოებებში და სხვა თანმიმდევრობით.



საერთოდ არ მიყვარს სექსი და არც მაინტერესებს



" არ მიზიდავს სექსი. მქონდა სექსი, მაგრამ მის მიმართ გულგრილი ვარ.


" ეს ის არ არის რაც მე მომწონს. ყოვედღე მომეცით ჭიქა ღვინო და შოკოლადის ნაკრები... ან რესტორანში კარგი დროის გატარება. რაც მიყვარს, იმ სიაში ვერასდროს მოხვდება" (იგულისხმება სექსი)



ეს შეიძლება იყოს დაბალი ლიბიდოს ბრალი: რომელიც შესაძლოაა მემკვიდრეობითაც იყოს განპირობებული.


ან ბავშვობაში განხორციელებული სექსუალური ძალადობა (სტატისტიკის მიხედვით ასეთი ყოველი მე-14 ბრიტანელია ) ან ქალები, რომლებსაც ორგაზმი არასდროს ჰქონიათ (ამ კატეგორიაში ქალების 10-20% მოდის).


აღზრდა მკაცრ რელიგიურ ოჯახში, სადაც სექსი განიხილება, ისეთი რამ, რისგანაც ქალი მხოლოდ უნდა დაიტანჯოს და არა სიამოვნება მიიღოს. არის კატეგორია, რომლებიც თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას ებრძვიან, რის გამოც თავის თავში იკეტებიან.


მთელი ცხოვრების მანძილზე, ლიბიდო სწრაფად იზრდება და იცვლება და ამიტომ სქესობრივი სარგებლობის უნარი განსხვავდება სხვადასხვა ეტაპზე.




ეწვიეთ სექს-თერაპევტს. თუ რაიმე სახის სექსუალური ტრავმა განიცადეთ, ექიმის კარგი კონსულტაცია დაგეხმარებათ, თქვენ შეგიძლიათ განიკურნოთ, ეს უფრო სწრაფად მოხდება თუ თან ექსპერტის რჩევას გაითვალისწინებთ.



მტკივნეულია



მოსაწყენი სექსი ერთია, მაგრამ მტკივნეული სექსი სულ სხვა არის. საბედნიეროდ, ამ დროს ხშირად მიზეზი ბანალურია და არის გამოსავალი. თუ არა და, მაშინ საჭიროა გულწრფელი საუბარი პარტნიორთან, თუ რა ტიპის სექსია შესაძლებელი მასთან და რა არა.


Vagisil კვლევის თანახმად, რომელიც ამა წლის დასაწყისში ჩატარდა, დადგინდა რომ, 40 წელს გადაცილებული ყოველი მეათე ქალისთვის სექსი მტკივნეული და არასასიამოვნოა.


პირველ რიგში ამის მიზეზი ვაგინალური სიმშრალეა, რომლის გამომწვევი ძირითადად ინფექციები და სოკოვანი დაავადებებია, პრობლემები საშვილოსნოს ყელში, ენდომეტრიოზი, ფიბრომა, საკვერცხეების და მენჯის ანთებითი პროცესი და მრავალი სხვა.


ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ხანმოკლე პრელუდიაც.


imageიხილეთ აგრეთვე

ზამბიაში გაიზარდა მოთხოვნა აკრძალულ ენერგეტიკულ სასმელზე, რის შემადგენლობაშიც აღმოაჩინეს პოტენიციის ასამაღლებელი პრეპარატი, იუწყება BBC News. 2018 წლის ბოლოს მამაკაცს უგანდიდან ჩივილები ჰქონდა მუდმივი ერექციაზე, რომელიც ენერგეტიკული სასმელის Power Natural High Energy Drink SX-ის მიღების შემდეგ ეწყებოდა, ბოთლის ეტიკეტზე ეწერა, რ...


დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი დაავადებები და მათ შორის არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია გამონაკლისი.ჩვენ მოგითხრობთ 4 ახალ ბაქტერიაზე.რომელმაც შესაძლოა სერიოზული ხიფათი შეუქმნას ადამიანის ჯენმრთელობას. მენინგოკოკი-ბაქტერია Neisseria meningitidis იწვევს მენინგოკოკურ ინფექციას, რომელიც


ფილიპინებში, ქალაქ ბაკაკიში 17 წლის გოგონა სახელად კიმბერლი "თევზისგან დაფეხმძიმდა". 7 თვეში გოგონას მუცელი შესამჩნევად წამოეზარდა და წონაში 10 კილოგრამი მოიმატა, კიმბერლის მშობლებმა კატეგორიულად მოსთხოვეს გოგონას, ეღიარებინა ვისთან იწვა და ვინ იყო ბავშვის მამა, თუმცა გოგონა ყველაფერს უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მას მა...


50 წლის ტრეისი ბრიტანის სამი შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია 50 წლის ასაკში ემშობიარა 4 ტყუპი. ინგლისური გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ეს არის ახალი რეკორდი, ტრეისის ფეხმძიმობას თვალს ადევნებდა 35 ექიმი-გინეკოლოგი, საბოლოოდ ტრეისიმ საკეისრო კვეთით იმშობიარა სამი ბიჭუნა და ერთი გოგონა. ტრეისი...

0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0