x
image
Teklamaisuraze
ტყეები
დღევანდელი სკოლის მეთოდებში აქტუპლურია ე. წ.“ პრეზენტაციები". შემოგთავაზებთ ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედიიდან მცირე ინფორმაციებს.

ტყეები

ტყე ისეთი ადგილია, სადაც მიწა ხეებითაა დაფარული. დედამიწის ზედაპირის ერთ მეხუთედს ტყეები შეადგენს. სხვადასხვა კლიმატში სხვადასხვაგვარი ტყე იზრდება.

ტყე ფრინველებისა და ცხოველების მნიშვნელოვანი სიცხოვრისია. ამას გარდა, ტყე ადამიანს ამარაგებს ისეთი სასარგებლო მასალებით, როგორიცაა ხეტყე, ქაღალდი, საკვები, და საღებავი.

ტროპიკული ტყე

ტროპიკული ტყე იქ იზრდება, სადაც მთელი წელი ცხელა და სინესტეა . იგი ათასობით სახეობის ხისა და ბევრი სხვა მცენარის საცხოვრისია. ტროპიკულ ტყეში მცენარეთა უმეტესობა მარადმწვანეა, ამიტომ აქაურ ცხოველებს მთელი წელი აქვთ საკვებიცა და თავშესაფარიც .


image

ფოთლოვანი ტყე

ფართოფოთლოვანი ტყე იქ იზრდება, სადაც ზამთარი გრილია, ზაფხული კი თბილი. ხეების უმეტესობა ფოთოლმცვივანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ფოთლები სცვივათ. ფოთოლმცვივან ხეებს ზამთრის პირას ან მშრალ სეზონში ფოთლები სცვივა. ფოთლებს მწვანე ფერი ეკარგება და ჩამოვარდნამდე წითლად, ყვითლად და ნარინჯისფრად შეიფერება.

image

წიწვოვანი ტყე

წიწვოვანი ტყე ცივ კლიმატში იზრდება, აქ უმთავრესად წიწვოვანები ხარობს. მაგალითად ფიჭვი. წიწვივანთა უმეტესობა მარადმწვანეა. პირამიდისებრი ფორმისა და ნემსისებრი ფოთლების წყალობით ამ ხეებზე თოვლი ვერ ჩერდება.

image

იცოდით?

ყველა მწვანე მცენარის მსგავსად, ტყის ხეები ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. მათ გარეშე ჟანგბადი არ გვექნებოდა და ვერ ვისუნთქებდით.

ასევე დააინტერესებთ

მაჩუ-პიქჩუს ქალაქის მითები და ლეგენდები

image

ინკები, მაჩუ - პიქჩუს ქალაქი

image

აცტეკები მსხვერპლს ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ მკერდიდან

image

ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ

image

ყველაზე ცნობილი დინოზავრი

image

რატომ არსებობს თბილი და ცივი ადგილები?

image

რატომ იცვლება წელიწადის დროები, თეთრი ღამეები

image

0
201
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0