x
image
Yoona
250 მლნ დოლარად შეფასებული იახტა, რომლის მთავარ ხიბლს უჩვეულო კაიუტა წარმოადგენს
იტალიელმა დიზაინერმა, გაბრიელე ტერუციმსუპერ-იახტის“ კონცეფცია ახალ დონეზე აიყვანა. ნამდვილ ფუფუნებას ახლა სახელი აქვს Shaddai. სწორედ ასე ეწოდება ახალ კონცეპტუალურ ხომალდს, რომლის დაქირავებაც მხოლოდ მდიდარ ადამიანს შეუძლია.

image

მესაკუთრის კაიუტა (104 კვ. მ ფართობით) ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ცისკენ მიისწრაფვის: ის 38 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ასეთი მდებარეობა არა მხოლოდ საოცარ ხედს უზრუნველყოფს, არამედ უცხო თვალისგან დამალვაში დაგეხმარებათ.

image


აქ არის ბარი, სასადილო კუთხე და „უსაზღვრო“, მინით შემოღობილი აუზი.

image

კაიუტიდან შესანიშნავი ხედი იშლება.

image

ტერუცის თქმით, კაიუტა იდეალური ადგილია, რომ მზის ჩასვლას უყუროთ. აქ საყვარელ ადამიანთან განმარტოებას ან მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებთ. გარდა ამისა, აუზი თითქოს ციდან ჩამოდის და უსასრულობის შეგრძნებას იძლევა.

იახტა იტალიური, საუკეთესო ხარისხის მასალით და ქსოვილით არის აგებული და ძვირადღირებული ნივთებით არის გაფორმებული.

მთავარი გემბანის ქვედა დონეზე არის სანაპირო და კიდევ ერთი მინის „უსასრულო“ აუზია მოთავსებული.

image

სანაპიროს შუა ზონაში აკვარიუმია მოთავსებული. შენობის მინის ჭერი არის აუზის ფსკერი, რომელი მაღლა იმყოფება.

image

კიჩოზე განმარტოებას და მოდუნებას შეძლებთ. შეგიძლიათ აუზით გამოწვეული წყლის ხმაურით სიამოვნება მიიღოთ.

image

კონცეპტის შექმნის პროცესში გაბრიელე ტერუციმ ჩარჩოებიდან გასვლა სცადა. და როგორც ჩანს, კიდეც გამოუვიდა!

სახელწოდება Shaddai ებრაულიდან ითარგმნება როგორც „ყოვლისშემძლე“.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 მლნ დოლარად შეფასებულ მცურავ სახლს ქარიშხალი „ირმას“ გაძლებაც შეუძლია

image

2. ეს უბრალოდ არის რაღაც ფანტაზიის ჟანრიდან. მდიდრული სასტუმრო ბორბლებზე

image

3. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

image

4. ლეონარდო დიკაპრიოს კერძო კუნძული: აი, როგორ გამოიყურება სამოთხე

image

5. მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1713
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1713