x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ფილიპინებში აღმოჩენილია ახალი სახეობის ადამიანების ნაშთები
image
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფილიპინების კუნძულ ლუსონზე უძველი ადამიანის ნაშთები, რაც მეცნიერების აზრით. უცნობი ადამიანის სახეობას ეკუთვნის. მასში შედის ჰომოსის უძველესი და შედარებით ახალი თვისებები.

ჰომინინი პატარა სხეულით, რომლსაც დაარქვეს Homo luzonensis-ი, ცხოვრობდა 50 და 67 ათასი წლის წინ. იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა მისი შვიდი კბილისა და ექვსი პატარა ფრაგმენტის, ფეხისა და ხელების ფოლიზირებული ძვლების წყალობით.image

უძველესი ხალხისთვის ძნელი იყოს მისვლა კუნძულ ლუსონთან, რადგან, ის არ იყო დაკავშირებული მიწასთან ხიდებით, ამიტომ, არქეოლოგებმა მიიჩნიეს, რომ დიდი სიღრმეების გათხრას აზრი არ ქონდა.

ფილიპინების უნივერსიტეტის კვლევისა და პროექტის ხელმძღვანელის არმანდ მიხარესის ხელმძღვანელობით 2003 წლის დასაწყისში კალიაოს მღვიმეში მოხდა დაახლოებით 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანთა აქტივობის აღმოჩენა.


"სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველა არქეოლოგები მღვიმეში ორი მეტრის სიღრმეზე თხრიდნენ და ჩერდებოდნენ" - ამბობს მიხარესი.image

ეს ყველაფერი შეიცვალა 2004 წელს, როდესაც მკვლევარებმა წარმოადგინეს Homo floresiensis - მინიატურული ჰომინინი, ასევე, ცნობილი როგორც ჰობიტი, რომელიც ცხოვრობდა ინდონეზიის კუნძულზე 50000 წლის წინ.

მიხარესმა გადაწყვიტა 2007 წელს კალიაოს გამოქვაბულში დაბრუნება, რათა, უფრო ღრმა არქეოლოგიური გათხრა გაეკეთებინა.

არქეოლოგთა გუნდმა წინა გათხრასთან შედარებით, ნახევარი მეტრით მეტი ამოთხარეს. თავდაპირველად, ისინი მხოლოდ ცხოველების ნაშთებს ნახულობდნენ, მაგრამ მალე თითქმის ადამიანის სრული ფეხის გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს. მისი ასაკი შეფასდა 67 ათასი წლით.

საჭირო იყო მოკვლევა ზუსტად, რა სახის ჰომოს ეკუთვნოდა ეს ნარჩენები. 2011 და 2015 წლებში მათ შეძლეს ჩაეტარებინათ გათხრები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნამარხი ეკუთვნოდა სამ სხვადასხვა ადამიანს.image


კბილების მცირე ზომა და შედარებით მარტივი ფორმა ჰომოს გვარის უფრო თანამედროვე წარმომადგენლებს გავს, მაგრამ ამავე დროს, ზედა ნაწილში კბილს (პატარა ფესვიანი კბილი) სამი ფესვი ჰქონდა, ეს ფუნქცია თანამედროვე ადამიანების სამ პროცენტში გვხვდება.

ამავდროულად, ფეხის ძვალი უფრო უძველეს ავსტრალოპითეკანებისას გვაგონებს, რომელებიც აფრიკაში ცხოვრობდნენ დაახლოებით სამი მილიონი წლის წინ. სამწუხაროდ, ძვლების ნამსხვრევებიდან დნმ-ს ამოღება ვერ მოხერხდა.


2
659
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
659
  
2019, 11 აპრილი, 20:07
ამაზე ვაპირებდი მე მეთარგმნა :) კარგი ინფორმაციაა ;)
0 1 2