x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა გაცნობის საიტიდან ქალი დაატყვევა და ერთი კვირა აუპატიურებდა
image

ქალმა ერთი კვირის შემდეგ შეძლო მოძალადის სახლიდან გამოპარვა.


8 აპრილის მოსკოვის მედვოდკოვის რაიონის პოლიციის განყოფილებას მიმართა 39 წლის ქალბატონმა, მან სამართალდამცველებს აცნობა, რომ იგი სერიული გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, რომელიც მის წინააღმდეგ ნაცნობმა მამაკაცმა განახორციელა.


როგორც ქალის მონათხრობიდან გაირკვა, მას გაცნობის საიტზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდა მამაკაცთან, სახელად დიმიტრი, საბოლოოდ კი, მასთან შეხვერდა გადაწყვიტა.



პაემანი მამაკაცის სახლში შედგა, რომლის მისამართის დასახელება ქალმა ვერ შეძლო. მამაკაცთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემდეგ მამაკაცმა იგი გააუპატიურა და შემდეგ კი სახლში დაატყვევა. ამ ხნის განმავლობაში მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა მასზე.


ქალმა მოძალადის სახლიდან გამოპარვა 7 აპრილს შეძლო. როდესაც მამაკაცი აბაზანაში შევიდა, მან მოახერხა გასაღების მოპარვა, გააღო კარი და გაიქცა, მიირბინა ვესენაიას ქუჩამდე, საიდანაც ახლობელს დაურეკა და სთხოვა, სასწრაფოდ წაეყვანა იქიდან. ამის შემდეგ ქალმა პოლიციას მიმართა.


მიმდინარეობს გამოძიება. თუ ქალის მონათხრობი ფაქტები დადასტურდა, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 10 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

0
784
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0