x
დედაო ანა

image

–ყველაფერს ვიფიქრებდი ამ ცხოვრებაში და მე ცოლს თუ გავუშვებდი სადმე და ისიც ევროპაში, ამას ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს, მაგრამ სხვა გამოსავალს ახლა ვერ ვხედავ. შვილების გამო ესეც, აეწყვე იქ და მერე მეც ჩამოვალ, მარტო დიდხანს არ გაგაჩერებ უჩემოდ. –რა თქმა უნდა, ძვირფასო, ისევ შვილების გამო, უნდა გავაკეთოთ ეს, ოღონდ, შენ პირობა უნდა მომცე, რომ სხვა ქალისაკენ არ გაიხედავ ჩემი შენს გვერდით არყოფნის დროს. –არა, შენ ჩემ გვერდით იქნები სულ, ჩემს გულში და სულში.. მაგას როგორ ვიზამ, ჩემო ერთადერთო. ამ საუბრით დაემშვიდობა ახალგაზრდა ლამაზი ცოლ-ქმარი ერთმანეთს. ცოლი თვითმფრინავის ტრაპზე ავიდა და თვალცრემლიანი თვალებით ხელს უქნევდა ქმარს, ქმარი კი ადგილზე გაქვევბული იდგა და ჯერაც აზრზე ვერ მოსულიყო, მის ლამაზ ცოლს სად უშვებდა. სალომე, როგორც კი ჩავიდა, მეგობარი დახვდა აეროპორტში, თავისთან წაიყვანა, იმ საღამოს მასთან დარჩა. მეუღლეს დაურეკა. ესაუბრა, უთხრა რომ მშვიდობით ჩავიდა და სანერვიულო არაფერი ჰქონდა, ბავშვებსაც ესაუბრა, დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მათი კარგი მომავლისათვის. ერთი თვე დააგვიანდა სამსახურის პოვნას, ამ დროის მანძილზე დაისვენა ცოტა, გარემოს შეეგუა, ქალაქი ვალენსია დაათვალიერა. მალე სამსახურიც უპოვა მეგობარმა. ოჯახში დაიწყო მუშაობა. ბავშვებს უვლიდა, გაუჭირდა სხვის სახლში ღამით დაძინება. მთელი ღამე ტირილში გაატარა, საკუთარი შვილების სახეები ელანდებიდა. დაღლილმა, გამთენიისას როგორც იქნა დაიძინა. დილით კი ისვე მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეუდგა. სახლს ალაგებდა და ბავშვებს უვლიდა, ორი კვირა იმუშავა იმ ოჯახში, ბავშვების დედას არ მოეწონა სალომეს გაკეთებული საჭმელი და გაანთავისუფლა სამსახურიდან. ისევ უმუშევარი დარჩა. სასოწარკვეთას მიეცა, ვერ პოულობდა სხვა სამსახურს, ოჯახიდან კი მეუღლე და ბავშვები უკვე ფულს თხოვდნენ, მეუღლეს ესაუბრა: — არაფერი არ ჩანს სამუშაო და ცოტას დაველოდები კიდე თუ არ გამოჩნდა წამოვალ, სხვა გზა არ არის. –რადგან წასული ხარ, ცოტა გაჩერდი, გამოჩნდება რაიმე და მერე მეც ჩამოვალ. ერთად ვიქნებით. ყოველ საუბარზე ამშვიდებდა მეუღლე სალომეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცოტა მოეთმინა და მართლაც იპოვა სამსახური. ისევ ოჯახში. ამჯერად ბებო იყო მოსავლელი. თავიდან იქაც გაუჭირდა მუშაობა, მოხუცთან შეგუება, მაგრამ ნელ–ნელა ყველაფერი გამოსწორდა, მუშაობდა სალომე და მთლიან ხელფასს ოჯახში აგაზავნიდა ისე, რომ არცკი კითხულობდა, რას უშვრებოდნენ მის გაგზავნილ ფულს მეუღლე და ბავშვები. რამდენიმე თვეშე მოხუცი გარდაეცვალა და ისევ უმუშევარი დარჩა. მაგრამ ამჯერად მალევე იპოვა სხვა. ისევ ბებო, აქ უკვე არ გასჭივრებია მუშაობა, გამოცდილებაც ჰქონდა და ენაც საკმარისად იცოდა. გადიოდა დღეები შრომაში. მისი შრომიდან აღებულ ფულს ისევ აგზავნიდა ოჯახში და ისევ არ კითხულობდა, სად იხარჯებოდა. რასაც ეტყოდა მეუღლე, იმას იჯერებდა. ერთ საღამოს დაღლილი სალომე დასაწოლად მოემზადა, მეუღლემ მესიჯი მოსწერა. მოიკითხა, —როგორ ხარ? ხომ არ დაიღალე? –კი, ვიღლები, მაგრამ შენ გამო და შვილების გამო ვუძლებ. თქვენ მეყოლეთ კარგად და სხვა არაფერი მინდა. —შენ რომ კარგად იქნები, ჩვენც კარგად ვიქნებით, მანქანას ვიყიდი ამ დღეებში და გამოგიგზავნი ფოტოებს ახლა, რომელიც შევარჩიე, აბა თუ მოგეწონება? –კარგი გამომიგზავნე, მე კარგა ხანს ვერ ჩავჯდები შიგ, მაგრამ თქვენ ხომ გამოგადგებათ, ბავშვებს წაიყვან სკოლაში და კარგია. ცოტა დააგვიანებით მივიდა შემდეგი მესიჯი სალომესთან და იგი მიიხვდა, რომ ეს მესიჯი მისთვის არ იყო განკუთვნილი. სხვა ქალს ეკუთნოდა. მესიჯში ეწერა: ხვალ ისევ იქ მოვალ და მოდი ისე რომ არავინ შეგამჩნიოს. როცა ჰკითხა სალომემ მეუღლეს ვის წერდა.– ძმაკაცს ვწერდი და შემეშალა, შენთან გამომეგზავნა. ნუ დაიწყებ ახლა ეჭვიანობას, არანაირი მიზეზი არ გაქვს საამისო. მაგრამ, ქალს თუ ეჭვი გაუჩნდა, ის აუცილებლად გაიგებს, თუ რა ხდება და აქვს თუ არა ნამდვილად მიზეზი ეჭვიანობის. სალომემ გაარკვია, რომ მის მეუღლეს ერთ ლამაზმანთან ჰქონდა რომანი. ამ ამბის შემდეგ სალომეს და მის მეუღლეს დაეძაბათ ურთიერთობა. ყველა საუბარი ჩხუბით იწყებოდა და ჩხუბით მთავრდებოდა.ეს ბავშვებმაც გაიგეს. მამას საყვედური უთხრეს და კატეგორიულად მოსთხოვეს: იმ ქალს ჩამოშორებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან წავიდოდნენ. სალომე კი სულ ტიროდა და იმ დღეს წყევლიდა, როცა ემიგრანტი გახდა. მეუღლეს სთხოვა, წასულიყო მასთან. ფულიც გაუგზავნა, მაგრამ ის არ წავიდა. მიზეზად მოძებნა: მანდ მამაკაცის სამუშაო არ არის და არ მინდა ზედმეტ ტვირთად დაგაწვეო. ბოლო საუბარი ქმართან ისევ ჩხუბით დასრულდა და დაემუქრა, აუცილებლად გაზღვევინებ, ათასმაგად გატკენ გულს, ვიდრე მე მტკივა, ჯობს გონს მოეგოო. ერთი წელი გავიდა იმ მესიჯის შემდეგ, რომელიც შეცდომით მიუვიდა ქმრისგან სალომეს. ნელ–ნელა ყველაფრს შეეგუა. მხოლოდ შვილებს ესაუბრებოდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ მამამ თავი დაანება იმ ქალს. ისევ ჩვეულ ფორმაში არის და დაელაპარაკე, აპატიეო. მაგრამ სალომეს არ სჯეროდა შვილების. ფიქრობდა, რომ იტყუებოდნენ, დედას რომ არ ენერვიულა. სალომემ ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო პაკისტანელი მამაკაცი. ხშირად ჰქონდათ მიმოწერა ერთმანეთთან, შემდეგ კი შეხვედრა სთხოვა სალომეს და ესეც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთმანეთი მოეწონათ და მეგობრობა ვნებაში გადაიზარდა. სალომე მალავდა ამ ურთიერთობას. არ სურდა ვინმეს გაეგო. არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს და ამიტომ ამ ურთიერთობის საიდუმლოდ დატოვება განიზრახა. გაიდოდა დღეები. სალომეს ქმრის ღალატი დაავიწყდა და იმ მამაკაცთან თავს კარგად გრძნობდა, ხელფასს შვილებს უგზავნიდა და მშვიდად იყო. პაკისტანელი მამაკაცი სალომეს სიყვარულში გამოუტყდა და ცოლობა სთხოვა, უთხრა, რომ დაშორებოდა მის მეუღლეს და მასზე ექორწინა. დიდხანს არც უფიქრია სალომეს ამ გადაწყვეტილებაზე და დათანხმდა, დაურეკა მეუღლეს. განქორწინება მოსთხოვა. ქმარი ეჭვში ჩავარდა, თუ რატომ ითხოვდა ასე კატეგორიულად ცოლი განქორწინებას და პასუხს სთხოვდა, რა იყო მიზეზი ამის: — მიზეზი ის არის, რომ შენ მიღალატე, აღარ მიყვარხარ, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მივხედავ ჩემს თავს. —-სალომე, შენ ხომ იცი, რომ ის ჩემი შეცდომა იყო და ის შეცდომა გამოვასწორე, დავშორდი მალევე იმ ქალს, ნუ იზამ ამას. ცოდოა შვილები, იფიქრე შვილებზე. მხოლოდ შენ თავზე ნუ იფიქრებ! –შენ ფიქრობდი შვილებზე, როცა მიღალატე? ფიქრობდი იმაზე, თუ რას განვიცდიდი მე? არა, მე არ მინდა შენთან, განქორწინება მსურს. –სალომე, მე მიყვარხარ შენ და ნუ იზამ მაგას. –კარგი, რახან ნებით არ შვრები, ადვოკატს ავიყვან და ყველაფერს ის მოაგვარებს. ამ სუბრის შემდეგ შვილებს ესაუბრა სალომე. არც შვილებმა მოიწონეს დედის გადაწყვეტილება და სთხოვეს, შეჩერებულიყო. მაგრამ არც შვილების დაიჯერა მან და განქორწინება გააკეთა. რამდენიმე თვეში კი ოჯახმა გაიგო, რომ სალომე პაკისტანელს გაჰყვა ცოლდა. შვილებმა უარყვეს სალომე. "შენ ჩვენ შეგვარცხვინე დედა. არაფერი გვინდა შენი და არ მოგვიკითხო" – ეს იყო ბოლო საუბარი შვილებთან. მშობლებმაც უარყვეს სალომე და უთხრეს, რომ ჩვენ შვილი მკვდარი გვყავს უკვეო. მეუღლე კი მოკვლით დაემუქრა. სალომემ არაფრად ჩააგდო მათი თხოვნა და მათი უარყოფა, რადგან თავს ბედნიერად თვლიდა იმ მამაკაცთან, ვისთანაც ცხოვრობდა. ყოველი დღე ლამაზი და ფერადი იყო სალომეს ცხოვრებაში. არ აკლებდა სითბოს და სიყვარულს მამაკაცი. მაგრამ მას შვილები ენატრებოდა. არც ერთი შვილი დედის ზარს არ პასუხობდა. სალომე გულში იხვევდა ამ დარდს და დღითიდღე აცნობიერებდა, რა დაკარგა რის ფასად. რამდენიემე თვე გავიდა, რაც ერთად ცხოვრობდნენ სალომე და პაკისტანელი მამაკაცი. მან სალომეს სთხოვა: "მე შენ ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი რწმენა მიიღო, გახდე “სუნიტი” და ამით დამიმტკიცებ შენდამი ჩემს სიყვარულს." არ ელოდა ამას სალომე, გაოცებული დარჩა და უთხრა:—მე როგორ ვუღალატო რწმენას. ეს უკვე მეტისმეტია, მაგას ვერ ვიზამ. –რადგან არ გინდა რწმენა შეიცვალო, გამოდის, რომ არც ისე ძალიან გყვარებივარ. როგორც მე მეგონა, მაშინ ჯობს დავცილდეთ ერთმანეთს. –რას ამბობ? მე შენ გამო ოჯახმა უარმყო, ახლა გინდა მიმატოვო იმის გამო, რომ ქრისტიანობას არ უარვყოფ? –მაშინ გახდი “სუნიტი” . –დრო მომეცი. დავფიქრდები, არ მინდა კიდევ შეცდომას შეცდომა დავამატო. სალომეს ვერ გადაეწყვიტა, გამოეცვალა სარწმუნოება თუ არა. ის ფიქრობდა, ოჯახი დავკარგე, მშობლებმა უარმყვეს და ესეც რომ დავკარგო, ჩემი ცხოვრება განწირული იქნება. სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავთანხმდეო. სალომემ უარყო ქრისტიანობა და გახდა “სუნიტი”. ეს ამბავი მალე გახდა ცნობილი საქართველოში. მეხის გავარდნასავით მოედო სანათესაოს. რაც კარგი უთქვამთ სალომეს შესახებ, ახლა ათასმაგად აუგად მოიხსენებდნენ. სამი წელი იცხოვრეს ბედნიერად. არაფერს აკლებდა სალომეს პაკისტანელი მამაკაცი. სალომე ბევრჯერ ეცადა შვილებს დაჰკავშირებოდა, მაგრამ არც ერთმა შვილმა არ მიიღო დედა. პაკისტანელ მამაკაცს სამშობლოდან მშობლებმა დაურეკეს და სახლში დაბრუნება მოსთხოვეს, რაც შეიძლება მალე. მას არ მისცეს უფლება, სალომეც წაეყვანა, ამიტომ ისე წავიდა, არც უთქვამს სალომესთვის. არც დამშვიდობებია. ბევრი ეძება სალომემ მისი პაკისტანელი ქმარი იქვე სამეგობროში, მაგრამ ვერსად იპოვა, ბოლოს კი გაიგო, რომ მიატოვა და წავიდა. რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა სალომემ და მეგობრებმა გადაარჩინეს. შვილებს ურეკავდა და ისინი ისევ არ პასუხმობდნენ დედას. მეგობარი ჰყავდა დედა ელენე, რომელიც ერთ–ერთ მონასტერში ცხოვრობდა საქართველოში. მან უთხრა: ჩამოდი, მოინანიე შენი ცოდვები. დაუბრუნდი შენს სარწმუნოებას და მონასტერში იცხოვრე. არც დაფიქრებულა სალომე. მეორე დღესვე გაემგზავრა საქართველოში. მონასტერში მისული სალომე მთლ დღეებს ლოცვასა და სინანულში ატარებდა. ერთ წელიწადში მას უკვე დედო ანად მოიხსენებდნენ.

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0