x
image
melody_inside
„ეკლესიები“, რომლებიც არ ეხმარებიან გაჭირვებულებს, მხოლოდ ბიზნესია – რომის  პაპი ფრანცისკე

ეს განცხადება რომის პაპმა ფრანცისკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ გააკეთა.


image




ჯერ კიდევ 2013 წელს ჯურნალმა Time -მა რომის პაპი ფრანცისკი „წლის ადამიანად“ გამოაცხადა, წერს пишет Fabricat in Romania. კათოლიკური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელი ნამდვილად ცნობილია თავისი უბრალოებით და დემოკრატიულობით: მისი მმართველობის მთავარი მიზანია - ღარიბების დახმარება.

სასმახურის დაწყებისთანავე რომის პაპმა განაცხადა, რომ სურს აშენოს „ღარიბი ეკლესია ღარიბებისთვის“ - ამ გამონათქვამის გამო ზოგიერთმა მას კომუნისტი უწოდა, თუმცა თავად პონტიფიკი ამას უარყოფს.



image

pl.forher.aleteia


რომის პაპმა ფრანცისკმა დაგმო ყველა ის რელიგიური დაწესებულება, რომელიც სარგებლობს შესაძლებლობით- არ გადაიხადოს გადასახადი, რათა მოგება, შემოსავალი მიიღოს პირად საკუთრებაში იმის მაგივრად, რომ ეს ფული გადაანაწილოს მათთან, ვისაც ნამდვილად უჭირს.



„რელიგიური დაწესებულებები არ იხდიან გადასახადებს, მაგრამ თუ ისინი სასტუმროებად ან საკონფერენციო ცენტრებად გარდაიქმნებიან, მაშინ ვალდებულნი არიან გადაიხადონ გადასახადი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება არაკეთილსინდისიერი უსამართლო კონკურენცია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ".


ეს განცხადება წარმოადგენს პაპის მცდელობის ნაწილს მოდერნიზება გაუკეთოს კათოლიკურ ეკლესიას და მისცეს მას შესაძლებლობა დაუბრუნდეს მის საწყის მისიას, რათა გახდეს სოლიდარობის, სიკეთის და მსოფლიოში დახმარების მაგალითი.


ის არაერთხელ ამბობდა, რომ არ ეთანხმება „ცუდ უსამართლო ეკონიმიკურ სისტემას“ – გამოიყენონ მასები ეკლესიის სასარგებლოდ, რომლებმაც დაივიწყეს საკუთარი პირველადი მისია - შესთავაზოს ადგილი ლოცვისთვის და დაეხმაროს მათ, ვისაც სურს ან საჭიროებს თავშესაფარს ან დახმარებას.


„ეს ეკლესიის მისიაა - დაემაროს გაჭირვებულს, მიიღოს დახმარების მთხოვნელი ლტოლვილები. ეს ჩვენი მისიაა, პატივი უნდა ვცეთ ღვთის სიტყვას“.

იტალიაში კათოლიკურ ეკლესიას აქვს 10 000 000 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. 2013 წელს მათ დაიწყეს ბიზნესიდან გადასახადის გადახდა, მაგრამ თუ აქვთ სამლოცველო, მაშინ უარს ამბობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში.

აშშ-ში ყველა ეკლესია შემოიტანდა 83 500 000 000 ამერიკულ დოლარს გადასახადის სახით, თუ გადაიხდიდნენ კვოტას 600 000 000 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებაზე.


თქვენ ეთანხმებით პონტიფიკს?



შენიშნვა: (ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე[1] პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანისსუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)

პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.)

იხილეთ ასევე:


სიბნელე, სიცივე, სასაფლაო...შიშისგან ტანში ჟრუანტელი გივლის. შედიხარ შიგნით და ხედავ აჩრდილებს.ზიან თეთრ სამოსიანები სკამებზე, დგანან საკურთხეველთან და კათედრასთან ახლოს. ხოლო სიჩუმე, რომელიც შენობას ავსებს, ისმის აფეთქების ხმაზე უფრო ხმამაღლა. ეს ეკლესია ააშენეს 1352 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის პატარა ქალაქში. ...

კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი დიდი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გარეულა ხმაურიან სკანდალებში და საზოგადოების და სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკის ობიექტი გამხდარა. ამის ასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: დაწყებული ტამპლიერების ორდენის დაშლიდან და დამთავრებული დედა ტერეზას საეჭვო ფინანსური ოპერაციებით. ამ სტატიაში მოგითხრობთ ახლო წარსულის იმ ათ ...

კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი დიდი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გარეულა ხმაურიან სკანდალებში და საზოგადოების და სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკის ობიექტი გამხდარა. ამის ასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: დაწყებული ტამპლიერების ორდენის დაშლიდან და დამთავრებული დედა ტერეზას საეჭვო ფინანსური ოპერაციებით .ამ

1. შეუძლებელია ერთი რელიგიის სამოთხის იმედი გქონდეს და არ იყოს რისკი სხვა დანარჩენის ჯოჯოხეთში მოხვედრის. ჟულიენ ფალკენარი 2. მე არ მივეკუთვნები მათ, ვინც პატივს ცემს რა ჯვარს, მასზე ვერ ხედავს ადამიანს. სტანისლავ ლეცი 3. რელიგია უკეთესად ვერ გვაქცევს, მაგრამ ხელს გვიშლის ბევრად უარესი რომ არ გავხდეთ. ანრი

აქ შეკრებილია დოგმებისგან და შეფასებებისგან თავისუფალი აფორიზმები და ციტატები რელიგიის შესახებ _ სწორედ ასეთ აფორიზმებში, როგორც სარკეში, აისახება სამყარო. ამ სიტყვების ავტორებმა იციან რაზეც საუბრობენ. ამიტომ, რელიგიის შესახებ აფორიზმების და ციტატების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენს გონებას სხვისი კონცეფციებით ავსებენ, ეს...

0
762
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0