x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე მდიდარი მუსიკოსები (Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით)

იყო დრო, როდესაც საყოველთაო აღიარებას, შოუბიზნესში მოღვაწე მომღერლების, მხოლოდ ერთეულები აღწევდნენ. თუმცა, ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა და დღეს, ვარსკვლავი შეიძლება ისეთი ადამიანიც გახდეს, ცოცხალი კონცერტი რომ არასდროს ჩაუტარებია. ამ შემთხვევაში, ანაზღაურებაც შესაბამისია: ვიღაცისთვის, შოუბიზნესი – მხოლოდ შოუა, ვიღაცისთვის კი, – შოუც არის და ბიზნესიც, თან როგორი ბიზნესი... ამ სფეროში მოღვაწე ზოგიერთი მუსიკოსი, ყოველწლიურად ათობით მლნ. დოლარს გამოიმუშავებს და მათი შემოსავლებით, უკვე კარგა ხანია, Forbes-იც დაინტერესდა. გამომცემლობის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემების მიხედვით, უმდიდრესი მუსიკოსების ათეული ასე გამოიყურება:



10. მერაია კერი


image


535 მლნ. დოლარით, მერაია კერი მე-10 ადგილზე იმყოფება. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, რომლებიც ფულს მომგებიან ბიზნესში აბანდებენ, კერიმ ეს თანხა, მხოლოდ საკუთარი შემოქმედების წყალობით გამოიმუშავა.

მისი დებიუტი 1988 წ. შედგა და მას შემდეგ, მერაიამ 200-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. აღებული აქვს 5 გრენი. მის მიერ შესრულებული სიმღერა All I Want For Christmas Is You– ყველაზე პოპულარული (და ყველაზე გაყიდვადი) სიმღერაა, ყველა დროის საშობაო სიმღერებს შორის, ხოლო Billboard Hot 100 (One Sweet Day) რეიტინგში, ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო «პირველი ნომერი».



9. მადონა

image
ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიაში, მადონა IX ადგილზეა. მისი ქონება 590 მლნ. დოლარად არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი 80-იან წლებში შედგა, ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, რაც მომღერლის შრომის მოყვარეობის და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობის დამსახურებაა.

შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერის გარდა, მადონამ არაერთი როლი შეასრულა კინოში. მიღებული აქვს 2 «ოქროს გლობუსი»: ერთი «ევიტაში» (1996) შესრულებული როლისთვის, ხოლო მეორე – «ჩვენ გვჯერა სიყვარულის» (ინგ. W.E., 2011) ფილმში გაჟღერებული სიმღერისთვის (ფილმის რეჟისორი, თავად მადონა არის).



8. Bono (პოლ დეივიდ ჰიუსონი)


image
ირლანდიელმა მუსიკოსმა და ჯგუფი U2-ს წევრმა არაერთი პოლიტიკური სიმღერა დაწერა საკუთარი ქვეყნის და ბრიტანეთის კონფლიქტზე, რითაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება არა მარტო ქვეყნებს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე გაამახვილა, არამედ, U2-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. ჯგუფის მიერ შესრულებული ყველა სიმღერის ავტორი ბონოა და ყველაზე წარმატებული სიმღერების სინგლების ერთ-ერთი ავტორი, ამჟამად, 650 მლნ. დოლარის მფლობელია.



7. Dr. Dre (ანდრე რომელ იანგი)



image


მომღერალმა მუსიკალური კარიერა, ჯგუფში N. W. A, როგორც განქსტერ-რეპერმა დაიწყო და მალევე მიიქცია ყურადღება ქუჩაში არსებული მდგომარეობის შეულამაზებელი აღწერით და გულწრფელი კომენტარებით. იყო ცნობილი რეპერების 2Pac, Snoop Dogg, Eminem... პროდიუსერი. დღეს Dr. Dre ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და უპირატესობას მშვიდ გარემოს ანიჭებს.

მდიდარი მუსიკოსების ათეულში, 820 მლნ. დოლარით, ის მე–7 ადგილზეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი, მან არა მუსიკალური შემოქმედებით, არამედ მის მიერ დაარსებული ყურსასმენების კომპანიის – Beats By Dre, გაყიდვის შედეგად მიიღო. სწორედ ამიტომ უსწრებს მას, წარმოდგენილ სიაში, შედარებით ღარიბი სელინ დიონი.



6. სელინ დიონი

image


სელენ დიონი, 800 მლნ. დოლარით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი–მუსიკოსია. მართალია, სელენი უმრავლესობისთვის იმით არის ცნობილი, რომ მისი ხმა «ტიტანიკის» (1997) საუნდტრეკში ჟღერს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუსიკალური კარიერა ძალზე შთამბეჭდავია.

სელინ დიონმა ისევ, როგორც მერაია კერიმ, საკუთარი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ძლიერი ხმით და შემოქმედების წყალობით მოაგროვა.



5. P Diddy (შონ ჯონ კომბსი)


image
ისე, როგორც Dr. Dre-იმ, P Diddy-მ კარიერა შოუბიზნესში რეპერობით და პროდიუსერობით დაიწყო, რაც მისთვის კაპიტალის მოზიდვის ხერხი და ერთგვარი პლაცდარმი იყო, სხვა ბიზნესში ფულის დასაბანდებლად და ყოფილი რეპერი ვერ მოხვდებოდა ამ სიაში, დღესაც რომ არ ქმნიდეს მუსიკას და ხმის ჩამწერი Bad Boy Entertainment სტუდიის მფლობელი რომ არ იყოს, რომელიც პარალელურად, დამწყები მომღერლების პროდიუსერობითაც არის დაკავებული. მაგრამ, ბოლო წლებში, მისი შემოსავლის ძირითადი წყარა, სულ სხვა ბიზნესები არის. მაგ., Sean John-ის არომატის ხაზი და სამოსი.

დღეს P Diddy-ის ქონება 855 მლნ. დოლარად არის შეფასებული.



4. ჰერბ ალპერტი

image
სიაში მე-4 ადგილზე კომპოზიტორი და შემსრულებელი ჰერბ ალპერტი არის. მისი ქონება 850 მლნ. დოლარად ფასდება და თავისი მდიდარი კოლეგებისგან განსხვავებით, ეს თანხა მხოლოდ მუსიკალური ბიზნესით აქვს გამომუშავებული.
მან, მუსიკალურ ინდუსტრიაში, პირველი ნაბიჯები როგორც კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა ისე დაიწყო, იყო Herb Albert & The Tijuana Brass ჯგუფის წევრი. შემდეგ ამღერდა კიდეც და ჯგუფი დაშალა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, 5 ალბომი ჩაწერა და ყველა მათგანი Billboard Hot 100 რეიტინგში I ადგილზე იყო. მიღებული აქვს 9 გრემი. არის ხმის ჩამწერი – A&M Records კომპანიის მფლობელი.



3. Jay-Z (შონ კორი კარტერი)



image
ჯეი-ზი მდიდარი მუსიკოსების სიაში მე-3 ადგილზეა, ხოლო მისი ქონება 900 მლნ. დოლარად არის შეფასებული. კარიერის მანძილზე 19 გრემი აქვს მიღებული და 100 მლნ. ალბომზე მეტი აქვს გაყიდული. Forbes-ის მონაცემებით, 2017 წლის ივლისიდან – 2018 წლის ივნისამდე, რეპერის შემოსავალმა 76, 5 მლნ. დოლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხა მხოლოდ მუსიკალური ბიზნესიდანარ არ მიუღია. ჯეი-ზი არის ხმის ჩამწერი კომპანიის – Roc-A-Fella მფლობელი და დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ქალაქური სამოსის ხაზი – Rocawear-ი.



2. პოლ მაკ-კარტნი

image
II ადგილზე, 1, 2 მილიარდი დოლარით, პოლ მაკ-კარტნია. პოლმა წარმატებული კარიერა «The Beatles»-ში დაიწყო და დღეს პოპულარული სოლო შემსრულებელია. ის 32 ჰიტის ავტორია, რომლებიც, სხვადასხვა დროს, Hot 100 Billboard რეიტინგში პირველ ადგილზე იყო, მის 60 ალბომს აქვს ოქროს სტატუსი, ხოლო სინგლების ტირაჟის საერთო რაოდენობამ, 100 მლნს გადააჭარბა. ის ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსია.



1. ენდრიუ ლოიდ უებერი


image
ყველაზე მდიდარი მუსიკოსი და პირველი ადგილის მფლობელი სიაში ენდრიუ ლოიდ უებერია (Andrew Lloyd Webber). კომპოზიტორის ქონება 1, 28 მილიარდი დოლარით არის შეფასებული! და საკვირველი არაფერიაა! მისი სახელი ხომ თვით ბროდვეის სიმბოლოდ იქცა. დაწერილი აქვს 13 მიუზიკლი, არის პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი, ხოლო რამდენიმე სიმღერა, მაგ., «The Music of the Night», მიუზიკლიდან «ოპერის მოჩვენება», «I Don’t Know How to Love Him» – როკ ოპერიდან «იესო ქრისტე – სუპერ ვარსკვლავი», «Don’t Cry for Me, Argentina» – «ევიტადან» და «Memory» – «კატებიდან», ჰიტებად იქცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მიუზიკლი 10 წელზე მეტ ხანს იყო ლონდონის და ბროდვეის თეატრების რეპერტუარებში.


P. S. დღეს რომ მაიკლ ჯექსონი ცოცხალი იყოს, ის ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიის სათავეში იქნებოდა. პოპის მეფე 2009 წელს გარდაიცვალა და როგორც მუსიკალური, ისე მატერიალური მემკვიდრეობა დატოვა. მისი ოჯახი დღემდე იღებს მოგებას მომღერლის შემოქმედებიდან.


image


Forbes-ის ვერსიით, 2009 - 2016 წლებში მ. ჯეკსონმა 825 მლნ. დოლარი «გამოიმუშავა»! ხოლო, 2017 წ. – 76 მლნ. დოლარი (თითქმის იმდენი, რაც ჯეი-ზიმ 2017-2018 წლებში, 12 თვის მანძილზე). გამომცემლობა The Sun-ის ინფორმაციით, 40 წლიანი კარიერის მანძილზე, მუსიკის ნამდვილმა ლეგენდამ თითქმის 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

imageimageimageimageimageimageimage







0
386
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0