x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
"მამა არჩილის ქალიშვილი დაიღუპა... შოკში ვართ მთელი ოჯახი და ქართული სათვისტომო"
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ბონდო ქურდაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.


როგორ ქურდაძე წერს, პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მოძღვარის, მამა არჩილის ქალიშვილი, უსათნოესი ბარბარე, მოულოდნდელად დაიღუპა.


"შოკში ვართ მთელი ოჯახი, შოკშია პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი და ქართული სათვისტომო… ჩვენი მოძღვარის, მამა არჩილის ქალიშვილი, უსათნოესი ბარბარე, მოულოდნდელად დაიღუპა…

მამა არჩილ, გამძლეობა მოგქცეთ ღმერთმა ამ დიდ განსაცდელში, სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა თქვენს ასულს, ჩვენს პატარა დაიკოს, ბარბარე დავრიშაშვილს, ამინ!.." - წერს ქურდაძე.



აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


"რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი, ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს!"- წერს ზურაბიშვილი და ბარბარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


საფრაგეთში საქართველოს საელჩო facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვრის არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილი ბარბარა დავრიშაშვილი გარდაიცვალა.


საელჩო საძიმარს უცხადებს დაღუპული გოგონას ოჯახს

image

1
845
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
845
  
0 1 1