x
image
ნინო ბაისონაშვილი
ამერიკული მოდერნიზმის ,,დედა,, -ჯორჯია ო'კიფი
ჯორჯია ო'კიფი ადრეული ბავშვობიდანვე გაიტაცა მხატვრობამ, ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდამ მიზნად დაისახა, ცნობილი მხატვარი გამხდარიყო, რაც ადვილი არ იყო, განსაკუთრებით გასული საუკუნის ოციან წლებში, რადგან ქალის მთავარ ფუნქციად მაინც “საშინაო საქმეები “ ითვლებოდა და მათი გატაცება ხელოვნებით, მწერლობით თუ მეცნიერებით ნაკლებად სერიოზულად აღიქმებოდა. ჯორჯია კი იმ მცირერიცხოვან ქალთა რიგებშია, ვისაც სიჯიუტე ეყო და დაბრკოლებების მიუხედავად, საკუთარი ნიჭის რეალიზება მოახდინა.

image

ჯორჯიას განსაკუთრებულობა მისი მხატვრობის ბუნებრიობაში მდგომარეობს. მან შეძლო ხელოვნებისთვის დაწესებული მკაცრი სტანდარტების გვერდის ავლით გასაოცარი და შთამაგონებელი ტილოები შეექმნა. მან, ფაქტობრივად, გადააფასა აზრი, რომ ხელოვნების ბუნებრიობისთვის აუცილებელია ის ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფიული სიზუსტით იყოს შექმნილი. მოგვინებით, ის სწორედ ამ ნიშნით იქცა მოდერნისტი მხატვრების შემოქმედების ინსპირაციის წყაროდ.

ჯორჯია ო'კიფი 1887 ვისკონსინის შტატში დაიბადა, მუშაობდა ილუსტატორადაც, სწავლობდა ხელოვნების ინსტიტუტში. 1916 წელს მისი ნამუშევრები ფოტოგრაფ ალფრედ სტაიგლიცს ჩაუვარდა ხელში. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა მხატვრის ორიგინალური ნამუშევრებით ძალიან მოიხიბლა, იმდენად, რომ ისინი ავტორის დაუკითხავად გამოფინა. ჯორჯიამ ფაქტი გააპროტესტა და ნამუშევრების აღებას მოითხოვდა, თუმცა ფოტოგაფმა მისი დაყოლიება შეძლო და გამოფენა გაგრძელდა.


image

მეოცე საუკუნის 20–იან წლებში, მხატვარმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი “ცათამბჯენებით“, რასაც ყვავილების სერია მოჰყვა. ალფრედი ჯორჯიას სუკეთესო მეგობრად და მრჩევლად იქცა, სტაიგლიცის გარდაცვალების შემდეგ კი იგი ნიუ -მექსიკოში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემოქმედებითი პაუზა თითქმის არ ჰქონია, მოგზაურობდა ბევრს, ქმნიდა პეიზაჟებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონიისა და პერუს მთების თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ჯორჯიას შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით. მას 90 წლის ასაკში თვალის ჩინი მთლიანად წაერთვა, თუმცა მხატვრობაზე უარის თქმა წამითაც არ უფიქრია და ასისტენტების დახმარებით განაგრძობდა გასაოცარი ნიმუშების შექმნას. იგი 1977 წელს “თავისუფლების მედლით“, ხოლო 1989 წელს “ხელოვნების ნაციონალური მედლით “დააჯილდოვეს, 1990 წელს კი ღვაწლმოსილმა და ხანდაზმულმა ჯორჯიამ, სამართლიანად წოდებულმა “ამერიკული მოდერნიზმის დედად“ დატოვა ეს ქვეყანა და შეუერთდა მხატვრობის იმ კორიფეთა საპატიო სიას, რომელთა კვალიც არასდროს წაიშლება მსოფლიო ხელოვნების მეხსიერებიდან. image

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0