x
image
ზოგადი განათლება
გაუქმდა თუ არა ოფიციალურად მე-12 კლასელებისთვის სკოლაში თავისუფალი დასწრება?(პასუხი)

თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს მე-12 კლასელებისთვის სკოლაში თავისუფალი დასწრება წელს აღარ გამოცხადდება.

image

გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

-

თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. მაგრამ, რადგან წელს თავისუფალი დასწრება გაუქმდა, არებიც ჩვეულებრივ დაეწერებათ.

რა იცის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის შესახებ?(იხილეთ ვიდეო)



0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0