x
image
Yoona
Mediator image
საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან
ბოდო შეფერი ევროპაში ნომერ პირველი ფინანსური კონსულტანტი, მწერალი და ბიზნესმენია. მას დროის და ფინანსების მართვის უდიდესი პრაქტიკა გააჩნია, რის გამოც ფართო პოპულარობა მოიპოვა, ხოლო ფინანსური წვლილისთვის მას „ფინანსურ მოცარტს“ უწოდებენ.


image

ბოდო შეფერს უკვე 30 წლის ასაკში საკუთარი კაპიტალის პროცენტებზე ცხოვრება შეეძლო. მისი წიგნები და სემინარების ჩანაწერები მთელ მსოფლიოში პოპულარულია.

გთავაზობთ ბოდო შეფერის საუკეთესო ციტატებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფულს და წარმატებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ.



1. წარმატება ახლო დაკვირვებით მხოლოდ დიდი შრომის და დეტალური მომზადების შედეგს წარმოადგენს.


2. თუ რაღაცის გაკეთება გადაწყვიტეთ, მაგრამ ამის გაკეთება 72 საათის განმავლობაში არ დაიწყეთ - 85% შემთხვევაში ამას არასდროს არ გააკეთებთ. ის, ვინც აკეთებს, წარმატება ელოდება. ის, ვინც ცდის, ელოდება, რომ მას რაღაც ხელს შეუშლის. ნახევარი ძალისხმევა არა ნახევარ შედეგს, არამედ ნულოვან შედეგს იძლევა.


3. ის, ვინც მთელი დღე მუშაობს, მას ფულის საშოვნელად დრო არ აქვს.


4. ყველაზე დიდი ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ ქმედებას მოტივაცია მოუძებნოთ.


5. ფინანსური კეთილდღეობა ფინანსური შეზღუდვის და საკუთარი დანახარჯის დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. ფინანსური თავისუფლება ფინანსური შეზღუდვით მოდის.


6. სჯობს ცუდად დაიწყოთ, ვიდრე კარგად უმოქმედოდ იყოთ.


7. საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. წარმატება კარგი ჯანმრთელობის გარეშე შეუძლებელია. სიმდიდრე ჯანმრთელობის გარეშე ბედნიერებას ვერ მოგიტანთ.


8. სჯობს წარმატებისკენ კუს ნაბიჯით წინ მიიწევდეთ, ვიდრე სინათლის სიჩქარის სისწრაფით მოიფიქროთ გამართლება, თუ ერთ ადგილზე რატომ ხართ.


9. აიღეთ საყვარელი ჰობი და მასზე თქვენი კარიერა ააწყვეთ.


10. კარგ გამომუშავებას კარგი ცოდნა სჭირდება. სცადეთ, მუდმივად ისწავლოთ, წაიკითხოთ, ნაცნობების წრე გააფართოოთ. სულელებს მხოლოდ კაზინოში უმართლებთ და ისიც იშვიათად.


11. სიმდიდრე - არის არა ის, თუ რამდენი დახარჯეთ კაზინოში, რესტორანში, კურორტზე ან მაღაზიაში. სიმდიდრე არის ის, რაც გადადეთ და დაზოგეთ.


12. სულელს მხოლოდ ერთხელ უმართლებს. ჭკვიანებს ყოველთვის.


13. თქვენ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელი არ ხართ, მაგრამ თქვენ პასუხისმგებელი ხართ სიტუაციაზე თქვენს ინტერპრეტაციასა და რეაქციაზე.


14. სასწაულის ლოდინი სისულელეა, როგორც სისულელეა სპორტსმენი ტელევიზორში ოლიმპიურ თამაშებს უყურებდეს და ოქროს მედლის მოპოვების იმედი ჰქონდეს.


15. ფულს ყოველთვის აქვს ის მნიშვნელობა, რომელსაც თქვენ ანიჭებთ.


16. ფული თავისთავად არავის აბედნიერებს ან აუბედურებს. ის არც კარგი და არც ცუდი არაა. ბედნიერები ადამიანი ფულით კიდევ უფრო ბედნიერი გახდება. პესიმისტი, რომელიც ყველა საქმეს პრობლემად აქცევს, ფულით კიდევ უფრო მეტ პრობლემას მიიღებს.


17. ფული მფლობელის ხასიათზე გავლენას ახდენს. ის, როგორც გამადიდებელი მინაა.


18. არავინ ხდება მდიდარი მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს გამოიმუშავებს. თქვენ მდიდარი ხართ მხოლოდ მაშინ, როცა სამსახურის აუცილებლობის გარეშე თქვენი კაპიტალის პროცენტებზე ცხოვრება შეგიძლიათ: ფული თქვენთვის მუშაობს.


19. პრინციპული მდგომარეობა: არასდროს მიიღოთ იმ ადამიანის რჩევა, ვინც არ არის ის, როგორადაც გახდომას თქვენ ისურვებდით.


20. უპასუხისმგებლოდ ცხოვრება ნიშნავს უძლური მსხვერპლის მდგომარეობამდე დეგრადირებას. ეს ნიშნავს იცხოვროთ წესებით, რომლებიც თქვენთვის სხვებმა დაწერეს.


21. ადამიანების უმეტესობა გადაჭარბებით ფიქრობს, რომ ერთ წელში ბევრი რამის გაკეთებას შეძლებენ და არ აფასებენ იმას, რისი გაკეთებაც 10 წელში შეიძლება.


22. ჩვენ ვარდებს ვხედავთ, მაგრამ ეკლებს ვერ ვამჩნევთ. ჩვენ წარმატებას ვხედავთ, მაგრამ მისკენ მიმავალ გზას არა. სხვების წარუმატებლობას ვერ ვამჩნევთ. გაოცებული დარჩებით, როცა გაიგებთ, რომ „იღბლიანებმა“ წარმატებისთვის რა გზა გამოიარეს.


23. არსებობს პრინციპური განსხვავება იმ თამაშს შორის, რომელსაც თქვენ იმისთვის თამაშობთ, რომ არ წააგოთ და იმ თამაშს შორის, სადაც თქვენ მოგება გსურთ.


24. თქვენ არ გიხდიან იმდენს, რამდენიც გსურთ? არა, თუ თქვენ ამ ფულზე მუშაობთ - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამდენი ღირხართ. თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ სამსახური, ცხოვრების წესი, საკუთარი თავი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

image

2. შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

image

3. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

4. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

5. პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
531
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0