x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
„ნატვრის ხე“ - უილიამ ფოლკნერის აქამდე უცნობი საბავშვო ლიტერატურული ექსპერიმენტი ქართულ ენაზე გამოიცა
image


„ვიქ­ტო­რი­ას, ძვირ­ფას მე­გო­ბარს მისი მერ­ვე და­ბა­დე­ბის დღის­თვის. ბილ­მა გა­უ­კე­თა ეს წიგ­ნი სა­ჩუქ­რად“ - ეს ავ­ტოგ­რა­ფი უი­ლი­ამ ფოლკ­ნერს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მან თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბის „ნატ­ვრის ხის“ ხელ­ნა­კეთ ეგ­ზემპლარს გა­უ­კე­თა.


1927 წელს ფოლკ­ნერ­მა 8 წლის ვიქ­ტო­რია ფრანკლინს, თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­სა და მო­მა­ვა­ლი ცო­ლის, ეს­ტელ ოლ­დემ ფრანკლი­ნის შვილს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა ფე­რად ქა­ღალ­დზე და­ბეჭ­დი­ლი და სა­კუ­თა­რი ხე­ლით აკინ­ძუ­ლი წიგ­ნი. 1967 წლამ­დე, როცა ვიქ­ტო­რი­ამ გა­და­წყვი­ტა ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ცე­მა, ეგო­ნა, რომ თვი­თონ იყო ამ თვით­ნა­კე­თი წიგ­ნის ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლი და ად­რე­სა­ტი. თუმ­ცა გა­მო­ირ­კვა, რომ ასე არ ყო­ფი­ლა, ამას­თან ერ­თად გა­მო­აშ­კა­რავ­და ფოლკ­ნე­რის „ეშ­მა­კო­ბაც“. თურ­მე, ვიქ­ტო­რი­ას გარ­და, მას სხვა­დას­ხვა დროს კი­დევ სამი ბავ­შვის­თვის უჩუ­ქე­ბია სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ასე­თი­ვე წიგ­ნე­ბი. ვიქ­ტო­რი­ას­თვის ჩუ­ქე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე დღის მერე ფოლკ­ნერ­მა გა­დას­ცა მე­ო­რე ცალი მე­გობ­რის შვილს, გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ გო­გო­ნას, წარ­წე­რით: „მარ­გა­რეტ ბრა­უნს, მისი მე­გობ­რის, ბილ ფოლკ­ნე­რის­გან“. ავ­ტორ­მა წიგ­ნი ოცი წლის შემ­დეგ გა­დას­ცა კი­დევ ორ ბავ­შვს: ფი­ლიპ სტო­უნ უმ­ცროს­სა და შელი ფორდს.


imageimage



სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1948 წლის­თვის ფოლკ­ნერს და­ე­კარ­გა ხელ­ნა­წე­რი, ამი­ტომ ბრა­უ­ნე­ბის­გან ითხო­ვა წიგ­ნი და გა­და­წე­რა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე კი არა­სო­დეს უფიქ­რია. ეს მო­თხრო­ბა-ზღა­პა­რი, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მო­რა­ლუ­რი გა­მოც­დის ამ­ბავს წარ­მო­ად­გენს, თით­ქოს გან­ზე დგას მწერ­ლის მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის­გან. მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პირ­ველ­წყა­როდ ასა­ხე­ლე­ბენ პირ­ველ რიგ­ში ლუის კე­რო­ლის დი­ლო­გი­ას ელი­სის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­სა და სარ­კის­მიღ­მეთ­ში, მე­ო­რე მხრივ კი ‒ მო­რის მე­ტერ­ლინ­კის „ლურჯ ფრინ­ველს“. და მარ­თლაც, აქ თით­ქოს აი­რეკ­ლე­ბა ლუის კე­რო­ლის ზღაპ­რე­ბის სიზ­მა­რე­უ­ლი, მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი, არამ­ყა­რი, მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი სამ­ყა­რო, როცა გა­რე­მო ერ­თბა­შად იც­ვლე­ბა, პერ­სო­ნა­ჟე­ბი და საგ­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით იც­ვლი­ან ზო­მას, გა­და­დი­ან ერთი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რე­ში, და მო­რის მე­ტერ­ლინ­კის სიმ­ბო­ლიზ­მი დი­დაქ­ტიზ­მის ელე­მენ­ტე­ბით, მის­ტი­კუ­რი ზღაპ­რუ­ლო­ბა და პო­ე­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი. შე­დე­გად შე­იქ­მნა ფოლკ­ნე­რის ეს მე­ტად თა­ვი­სე­ბუ­რი მო­თხრო­ბა-ზღა­პა­რი, რო­მელ­საც ბოლო დროს სულ მეტი და მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, რამ­დე­ნი­მე ენა­ზე ითარ­გმნა და ახლა ქარ­თველ მკი­თხველ­საც მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დერ­ნის­ტი მწერ­ლის ამ სა­ხა­ლი­სო, წარმ­ტაც და მრა­ვალ­მხრივ სა­ყუ­რა­დღე­ბო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენტს. - აცხა­დებს მთარ­გმნე­ლი გია გო­კი­ე­ლი.


წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. წიგნს ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, თი­ნა­თინ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ილუსტრა­ცი­ებ­თან ერ­თად და­ნარ­თის სა­ხით ორი­გი­ნა­ლი, შავ-თეთ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბიც ერ­თვის.



imageimage

„ეს არის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და იშ­ვი­ა­თი წიგ­ნი - მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი მწერ­ლის, ამე­რი­კე­ლი უი­ლი­ამ ფოლკ­ნე­რის ერ­თა­დერ­თი სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც 1927 წლით თა­რიღ­დე­ბა. ის მხო­ლოდ ავ­ტო­რის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნის სა­ხით არ­სე­ბობ­და 1967 წლის 8 აპ­რი­ლამ­დე, სა­ნამ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და ჟურ­ნალ The Saturday Evening Post -ში. სამი დღის მერე კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა Random House-მა და­ბეჭ­და დონ ბო­ლო­ნე­ზეს მიერ შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­სუ­რა­თე­ბუ­ლი წიგ­ნი. მას მერე „ნატ­ვრის ხე“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სამ­ყა­რო­ში აღარც გა­მო­ცე­მუ­ლა და ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ულ იშ­ვი­ა­თო­ბად იქცა. ნა­წარ­მო­ე­ბი არ შე­სუ­ლა ფოლკ­ნე­რის თხზუ­ლე­ბა­თა არც ერთ კრე­ბულ­ში, “ - აღ­ნიშ­ნავს მთარ­გმნე­ლი გია გო­კი­ე­ლი.


სე­რი­ას „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ აერ­თი­ა­ნებს წიგ­ნებს, რომ­ლებ­საც ამ ავ­ტო­რე­ბის­გან ბევ­რი არ ელო­დე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, მაია ალუ­და­უ­რის შე­ფა­სე­ბით:


„კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ – ეს არის კრე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც არ ელო­დით. ლევ ტოლსტოი, ვირ­ჯი­ნია ვულ­ფი, ჯეკ ლონ­დო­ნი, უი­ლი­ამ ფოლკ­ნე­რი, ოს­კარ უა­ილ­დი, ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნი - ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­მაც სა­მუ­და­მო კვა­ლი და­ტო­ვა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა­სა და შე­მეც­ნე­ბა­ზე. დიახ, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობ­და და კი­თხუ­ლობს მათ შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბას, მაგ­რამ ხში­რად ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ ისი­ნი ხან­და­ხან ბავ­შვე­ბის­თვი­საც წერ­დნენ. „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ გა­ა­ხა­რებს და გა­ა­ო­ცებს მკი­თხველს. აქ, ამ სე­რი­ა­ში, 12 უდი­დე­სი ავ­ტო­რის იშ­ვი­ა­თი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნაწ­რა­მო­ე­ბე­ბია, რო­მელ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი არას­დროს თარ­გმნი­ლა ქარ­თულ ენა­ზე. ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­ლი მსოფ­ლიო კლა­სი­კო­სე­ბი მკი­თხველს ელო­დე­ბი­ან, “ - და­ა­მა­ტა მან.


„ნატ­ვრის ხე“ 8 აპ­რი­ლი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რა­სა­თან“ ერ­თად იყი­დე­ბა. მისი ფასი 13.5 ლა­რია, გა­ზეთ­თან ერ­თად კი მისი შე­ძე­ნა 15 აპ­რი­ლამ­დე 15 ლა­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში შემ­დე­გი ტომი მა­ის­ში გა­მო­ვა.

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0