x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტრაგედია, რომელმაც თავის დროზე მთელი მსოფლიო შეძრა - "ტიტანიკის" ჩაძირვიდან 107 წელი გავიდა

ზუსტად 107 წლის წინ - 1912 წლის 14 აპრილს მოხდა ტრაგედია, რომელიც მიჩნეულია ისტორიაში ყველაზე ცნობილ საზღვაო კატასტროფად - გიგანტურმა და ამავე დროს ყველაზე უიღბლო ხომალდმა "ტიტანიკმა" დაასრულა თავისი პირველი და უკანასკნელი რეისი - ის აისბერგს დაეჯახა და ატლანტის ოკეანის ფსკერზე სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა. კატასტროფის დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი. ლეგენდა "ჩაუძირავი'' ხომალდის არსებობის შესახებ ოთხ დღეში დაიმსხვრა - დიახ, ზღვაში ჩაშვებიდან ზუსტად 4 დღე იარსება იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდმა ხომალდმა.



image



ხომალდის კონსტრუქტორები "ტიტანიკს" ჩაუძირავ ხომალდად მიიჩნევდნენ. ორმაგი ფსკერი და 16 ფურცლოვანი ლითონის კორპუსი იმ დროისათვის მართლაც პროგრესულ ტექნიკურ სიახლეს წარმოადგენდა, თუმცა კონსტრუქტორებს ერთი რამ მაინც გამორჩათ - მათ ვერ გათვალეს აისბერგის ძალა - ის ბევრად ძლიერი აღმოჩნდა "ტიტანიკზე". ხომალდი რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა და მის აგებაზე ათასობით მუშა მუშაობდა. გემი-გიგანტის წყალში ჩასაშვებად 23 ტონა ცხიმი, თხევადი საპონი და საპოხი მასალა დაიხარჯა. "ტიტანიკის'' აგებას 3 მილიონამდე მცირე და დიდი ზომის დეტალი დასჭირდა, რომელთა უმეტესობა ხელით იყო გამოჩარხული.



image



აისბერგთან საბედისწერო შეჯახება 1912 წლის 14 აპრილს მოხდა. იმ ავბედით დღეს სისხამ დილიდანვე "ტიტანიკის" შორიახლო მცურავი ხომალდები გადასცემდნენ სიგნალს იმის შესახებ, რომ აისბერგები ხომალდების პერიმეტრს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ, თუმცა "ტიტანიკის" რადისტმა მათ შეტყობინებას რატომღაც იგნორირება გაუკეთა. ბოლო სიგნალი გემზე აისბერგთან შეჯახებამდე 40 წუთით ადრე შემოვიდა, თუმცა მას ყურადღება არავინ მიაქცია.



image



ტიტანიკი დღემდე „ყველაზე ცნობილი გემია ისტორიაში“. თუმცა ის რიგით მეორე იყო ბელფასტის ჰერალდ ენდ ვულფის გემთსაშენში აგებული სამი უზარმაზარი ლაინერიდან. იმ პერიოდში „ტიტანიკი“ ერთ-ერთ უდიდეს გემად ითვლებოდა. მისი სიგრძე 269 მეტრი იყო, სიგანე — 28.

კომპანია ''უაით სთარ ლაინი'' მიზნად ისახავდა, უზარმაზარი ლაინერებით დაეპყრო ჩრდილოეთ ატლანტის საზღვაო გზები. ასეთი კრუიზები საკმაოდ დიდ შემოსავალს მისცემდა კომპანიას, მაგრამ რაკი მისი კონკურენტი კომპანიის „ქუნარდ ლაინის“ გემები უფრო სწრაფი იყო, „უაით სთარ ლაინმა“ გადაწყვიტა, მისთვის კონკურენცია იმით გაეწია, რომ უფრო დიდი და უფრო მდიდრული გემები აეგო. ასეთი სახით, ის ადვილად მიიპყრობდა მდიდარი და გამოჩენილი ადამიანების ყურადღებას.

„ტიტანიკს“ სხვა მნიშვნელოვანი მისიაც ეკისრა. 1900—1914 წლებში წელიწადში დაახლოებით 900 000 იმიგრანტი გადადიოდა შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, ამ იმიგრანტების ევროპიდან შეერთებულ შტატებში გადაყვანა ტრანსატლანტიური სანაოსნო კომპანიებისთვის საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო და „ტიტანიკიც“ სწორედ ამ მიზანს უნდა მომსახურებოდა.

„ტიტანიკზე'' თავი მოიყარა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა. მათ შორის იყო მუნჯი კინოს იმდროინდელი ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინისა და ბასტერ კიტონის პარტნიორი დოროთი გიბსონი, რომელიც გადარჩა და კატასტროფის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეს, დაიწყო „ტიტანიკზე“ ისტორიაში პირველი ფილმის, „გადარჩენილების'' გადაღება.
სამწუხაროდ, ფირი 1914 წელს ხანძრის დროს განადგურდა. ამბობენ, რომ ფილმში დოროთი თავის თავს ანსახიერებდა და სწორედ იმ კაბაში და შავ დაბალქუსლიან ფეხსაცმელში თამაშობდა, რაც ტრაგედიის დროს ეცვა…



image


ლაინერზე ასევე მოგზაურობდა ცნობილი მილიონერი ფემინისტი მარგარეტ ბრაუნი, რომელმაც იცოდა 5 ენა და ხუთივეზე ერთნაირად კარგად ბილწსიტყვაობდა (როგორც „უკანასკნელი მეწაღე''). სწორედ ეს ვაჟკაცური და დიდი გულის ადამიანი არ ჩაჯდა პირველივე მაშველ ნავში, რომელიც მას შესთავაზეს და ბოლომდე ეხმარებოდა სხვებს ჩასაძირად განწირული გემის დატოვებაში, ბოლოს კი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ძალით ჩატენა ნავში. საშველად მოსულ გემ "კარპატიაზე" ასვლისთანავე მარგარეტმა დაიწყო გადარჩენილებისათვის საბნების, პლედების, სურსათის ძებნა, შეადგინა გადარჩენილთა სია, გემის მგზავრებს შორის დაიწყო ფულის შეგროვება კატასტროფის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად. გემის ნაპირთან მისსვლისას მარგარეტს უკვე 10 ათასი დოლარი ჰქონდა შეგროვებული.

გემზე იმყოფებოდა ცნობილი ბიზნესმენი ბენჟამინ გუგენჰეიმიც, რომელიც მოგზაურობდა უცნობ და მომხიბვლელ ქალბატონთან ერთად… ტრაგედიის დროს მან ქალბატონი გალანტურად ჩასვა ნავში, თავად კი თავის კამერდინერთან ერთად დაბრუნდა კაიუტაში, ჩაიცვა ფრაკი, შემდეგ ისინი ერთად გავიდნენ გემბანზე, ჩამოსხდნენ ავარძლებში და მშვიდად დაიწყეს ვისკის წრუპვა. როცა ვიღაცამ მათ შესთავაზა ნავში ჩაჯდომა, ბენჟემენმა თავაზიანად თქვა უარი და განაცხადა " ჩვენ ჩაცმული ვართ მდგომრეობის შესაბამისად და ბოლომდე ჯენტლემენებად დავრჩებითო'', მეუღლეს კი რადიოგრამა გაუგზავნა, რომ ის ''ძალიან კარგად არის აღზრდილი იმისთვის, რომ გემი მანდილოსნებზე ადრე დატოვოს''…

„ტიტანიკზე“ მოგზაურობდა წყვილი - ამერიკელი მეწარმე, მილიონერი, დღესაც ცნობილი «Macy's» უნივერმაღების ქსელის მფლობელი, 67 წლის ისიდორ შტრაუსი და მისი მეუღლე, იდა... ისინი პირველი კლასის მგზავრები იყვნენ და შესაბამისად, მათ პირველებს შესთავაზეს ადგილი ნავზე.
ისიდორმა უარი განაცხადა, როცა დაინახა, რომ გემი სავსე იყო ქალებით და ბავშვებით. იდამაც უარი განაცხადა ნავში ჩაჯდომაზე.
მან თავის მსახურს აჩუქა ბეწვის მანტო და უთხრა - ახლა შენ უფრო დაგჭირდება, მე ჩემს მეუღლეს მაინც არ დავტოვებო, ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ და ერთად მოვკვდებითო... შტრაუსების წყვილზე მცირე ინფორმაციაა ცნობილი...
მხოლოდ ის, რომ იდა იყო 22 წლის, როდესაც გაიცნო ისიდორი... მათ 7 შვილი გაუჩნდათ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, გვერდით ოთახებში იყვნენ, თუ უსაზღვრო მანძილები აცილებდათ, ყოველდღე უწერდნენ ერთმანეთს წერილებს.
ბოლოს ისინი ნახეს გემბანზე, სადაც ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ.



image


სწორედ „ტიტანიკზე“ მოგზაურობდა ქალბატონი ვიოლეტა კონსტანსიც, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ერთადერთი ადამიანი, ვინც სამი სხვადასხვა გემის („ტიტანიკი“, „ბრიტანია“ და „ოლიმპიკა“) კატასტროფის შემდეგ გადარჩა…

პირველივე მაშველ ნავში ადგილი ასევე შესთავაზეს მღვდელსაც, რომლის ვინაობა, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ მან უარი განაცხადა გემის დატოვებაზე და ბოლომდე გვერდში ედგა მგზავრებს, ისევე, როგორც გემის ორკესტრის 8 მონაწილე, რომლებიც გემბანზე უკრავდნენ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო. უკანასკნელი ნაწარმოები, რაც მათ შეასრულეს, იყო საგალობელი "შენთან ახლოს ვარ, უფალო".



image


გემის 30-ვე მემანქანე ბოლო წუთამდე, ხანძრის დაწყებამდე, არ მოსცილებია ღუმელებს.

გემის მგზავრებს შორის იყო ერათადერთი იაპონელი, მასაბუმი ხოსონო, რომელიც გადარჩა და რომელიც იაპონიაში ჩასვლისთანავე გაათავისუფლეს სამსახურიდან და „მშიშარად'' და „ერის შემარცხვენელად“ გამოაცხადეს, რადგანაც ვიღაცაზე ადრე ჩაჯდა მაშველ ნავში…
მასაბუმი ხოსონოსთან ერთად „ტიტანიკის“ მგზავრებიდან გადარჩა 712 ადამიანი…
სასწაულია, მაგრამ ასევე გადარჩა ბორტზე მყოფი 20 ძაღლიდან - 3 ...
როგორც ყვებიან, გემზე მსახურობდნენ პატარა ბიჭები, 14 წლის ასაკამდე, რომლებსაც „ეჟვნებს“ ეძახდნენ, რადგანაც გემბანზე განთავსებული ეჟვნების საშუალებით მათი დასახმარებლად გამოძახება შეიძლებოდა... სამწუხაროდ, ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა...

საინტერესოა, რომ „ტიტანიკზე“ სამოგზაუროდ ასევე ემზადებოდნენ - შოკოლადის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია «Hershey's»-ის დამფუძნებელი, მილტონ ჰერში... ბილეთიც ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში გადაიფიქრა გემით მოგზაურობა...
ტელეგრაფის შემქმნელს, გულიემო მარკონის „ტიტანიკზე“ უფასო ბილეთი შესთავაზეს, მაგრამ მან ამჯობინა მგზავრობა გემი „ლუზიტანიით“, რომელიც მომავალში ასევე ჩაიძირა, თუმცა სხვა დროს...

ამ „სხვა დროს“ კი, „ლუზიტანიაზე“ დაიღუპა აშშ-ში ერთერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ალფრედ გვინ ვანდერბილი, რომელმაც თავის დროზე „ტიტანიკით“ მგზავრობაზე უარი განაცხადა და ეგონა, რომ გადარჩა...

„ტიტნიკზე“ ასევე უნდა ყოფილიყო ამერიკელი მწერალი თეოდორე დრაიზერი, მაგრამ მას გადაათქმევინა ინგლისელმა გამომცემელმა, რომელმაც ურჩია დრაიზერს უფრო იაფი გემით გამგზავრება...



image


ყველაზე საინტერესო და იდუმალი ამბავი კი ისაა, რომ ლეგენდარული „ტიტანიკის“ დაღუპვამდე 14 წლით ადრე, მწერალმა მორგან მორისონმა დაწერა რომანი: „ამაოება, ანუ „ტიტანის“ ჩაძირვა“, . მასში მოთხრობილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერის : „ტიტანის“ ისტორია, რომელიც, ავტორის ფანტაზიით, აპრილის თვეში აისბერგთან შეჯახების შედეგად იღუპება. (ისევე, როგორც „ტიტანიკი“)
და ეს ერთადერთი დამთხვევა არ არის...
მოგონილი „ტიტანის“ სიგრძე -244 მ-ია, რეალური „ტიტანიკის“ - 269 მ.
ორივე გემზე მაშველი ნავების არასაკმარისი რაოდენობა იყო: „ტიტანზე“-24, „ტიტანიკზე“-20;
„ტიტანზე'' 2500 მგზავრი იყო, „ტიტანიკზე“ -2223;
“ტიტანზე“ 1250 კაცი დაიღუპა, „ტიტანიკზე“ კი - 1517;
ეს დამთხვევები მართლაც სასწაულს ჰგავს, რადგანაც რომანი „ტიტანზე“ დაიწერა 10 წლით ადრე იქამდე,
სანამ კომპანია White Star Line „ტიტანიკის“ აშენებას შეუკვეთავდა.



image


ჰოდა, ამდენი დრო ჰქონია კაცობრიობას, რომ წაეკითხა ვინმეს მორისონის წიგნი
და იქნება გემს
„ტიტანიკს“ მაინც არ დაარქმევდნენ... თანაც, სიჩქარეში, გემის ეკიპაჟს გემბანზე სიმბოლურად შამპანურის ბოთლის მიხეთქებაც კი დავიწყებია. სხვა ვერსიით, შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ასეთ კეთილმოწყობილ გემზე ვერ იპოვეს დურბინდები, რადგანაც კომპანია «White Star Line»-მა გემის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მეზღვაური დევიდ ბლერი გადაიყვანა სხვა გემზე, მან კი სიჩქარეში გაიყოლია სეიფის გასაღები, სადაც დურბინდები ინახებოდა... კაცობრიობის საამაყოდ მინდა ვთქვა, რომ „ტიტანიკზე'' მაქსიმალურად იყო დაცული ჰუმანიზმის მთავარი პრინციპები და ამიტომაც გადარჩნენ უმთავრესად ქალები და ბავშვები...


image


თვითმხილველების რწმუნებით, ორკესტრის მუსიკოსები ლაინერის ჩაძირვის უკანასკნელ წუთამდე უკრავდნენ, ბოლოს კი გემთან ერთად ფსკერისკენ დაეშვნენ. მუსიკოსთა შორის არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა.

ორკესტრის ხელმძღვანელის 33 წლის ბრიტანელი მევიოლინის უოლას ჰარტლის სხეული დაღუპვიდან 10 დღის შემდეგ იპოვეს. მუსიკოსს ვიოლინო მკერდზე ჰქონდა მიკრული, ინსტრუმენტზე არსებული წარწერით იგი მისი საცოლის მარია რობინსონის მიერ იყო ნაჩუქარი. ნაპოვნი ვიოლინო გოგონას გადასცეს, მან კი იგი ბრიტანეთის სამაშველო არმიას შესწირა. დიდი ხნის მანძილზე ვიოლინო დაკარგულად ითვლებოდა, მის შესახებ მხოლოდ 2006 წელს დაიწყო საუბრები. 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა-გამოძიება. საბოლოოდ კი გაკეთდა განცხადება, რომ იგი ნაპოვნია. 2013 წელს უოლს ჰარტლის ვიოლინო Henry Aldridge & Son აუქციონზე 1, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველმა საკუთარი სახელი და გვარის გამხელა არ ისურვა.



image


ტიტანიკის კაპიტანი გახლდათ ედუარდ ჯონ სმიტი-ადამიანი, რომელსაც 30 წლიანი სტაჟი და გამოცდილება ჰქონდა და კაცი, რომელსაც კატასტროფის მოხდენის შემდეგ თავის გადარჩენის არანაირი მცდელობა არ ჰქონია. იგი 1912 წლის 15 აპრილს კატასტროფის შემდეგ გემთან ერთად დაეშვა ოკეანის ფსკერისკენ.



image


გემზე სულ 16 სამაშველო და 4 დასაკეცი ნავი იყო. მთლიანობაში ნავები 1 170 ადამიანს იტევდა. მაგრამ გემზე ეკიპაჟის გარდა დაახლოებით 2 200 მგზავრი იმყოფებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ბევრი ნავი მანამ ჩაუშვეს წყალში, სანამ ბოლომდე შეივსებოდა. სამაშველო ნავებზე მყოფთაგან უმეტესობას არც კი უცდია, ხელი შეეშველებინა მათთვის, ვინც გადასარჩენად წყალში გადახტა. საბოლოოდ, მხოლოდ 705 ადამიანი გადაურჩა ამ საშინელ ტრაგედიას.

„ტიტანიკის“ კატასტროფის შემდეგ შემოღებულ იქნა უსაფრთხოების ახალი წესები. ერთ-ერთი ასეთი წესის თანახმად, გემი ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი სამაშველო ნავებით.

წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ „ტიტანიკს“ აისბერგთან შეჯახებისას უზარმაზარი ხვრელი გაუჩნდა. თუმცა 1985 წელს ოკეანის ფსკერზე „ტიტანიკის“ აღმოჩენამ მკვლევრები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, გაყინულმა წყალმა გემის ფოლადი მყიფე გახადა და კორპუსი ადვილად გადატყდა. შეჯახებიდან სამი საათიც არ იყო გასული, რომ ეს ვეებერთელა ლაინერი ორად გაიყო, ოკეანის ფსკერზე დაეშვა და სამუდამოდ დაიდო იქ ბინა. ამგვარად შევიდა ტიტანიკის ტრაგედია საზღვაო ისტორიაში მომხდარი ყველაზე საშინელი კატასტროფების სიაში.

image

2
133
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
15 აპრილი, 9:05
არასოდეს მსმენია...აუცილებლად მოვიძევ ინფორმაციას და მაგაზეც დავწერ სტატიას :)
15 აპრილი, 4:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2