x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ფრაზები ლიტერატურიდან

"პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი!
კრინტი არ დასძრა.გაუგზავნე ყვავილები.წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები.ისინი ყველაფერს
ფარავენ, საფლავებსაც კი.” რემარკი


"მელანქოლია მაშინ გერევა, როცა
ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ; ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ, თუ რად აქცევს ადამიანთა
უმრავლესობა ამ ცხოვრებას..." რემარკი


“მცდარია თითქოს ადამიანები უნიკალურები
იყვნენ, თითქოს მათ შეუცვლელი თავისთავადობა გამოარჩევდეთ, ყოველ შემთხვევაში ჩემში
ამ თავისთავადობის ნიშან–წყალსაც კი ვერ ვპულობ ხოლმე. არცთუ იშვიათად ინდივიდუალური
ბედისწერის, ხასიათების გამოყოფით ამაოდ ირჯებიან, საბოლოო ჯამში ადამიანული უნიკალურობის
იდეა მხოლოდ მაღალფარდოვანი სისულელეა და მეტი არაფერი. შოპენჰაუერი სადღაც წერდა,
საკუთარი ცხოვრება კაცს ოდნავ უკეთესად ახსოვს ვიდრე ოდესღაც წაკითხული რომანიო, ჰო
ასეა: მართლაც ოდნავ უკეთესად.“ მიშელ უელბეკი

"ვისაც წარსულზე რჩება თვალი,
ის ღირსია მომავალი არ ჰქონდეს!" ოსკარ უაილდი


"ქალი სულელი უნდა იყოს, ისე
არაფერი უხდება, როგორც სისულელე, ღმერთო რა მშვენიერია. გურამ დოჩანაშვილი


"როგორი საშინელიც არ უნდა
იყოს ცხოვრება, იუმორი თავდაცვის კარგი საშუალებაა. საბოლოოდ, მაინც იღლებით, უფრო
და უფრო თავზარდამცემი ამბები გესმით და იუმორი ვეღარ გშველით. მარკ ტვენს ემსგავსებით,
რომელიც ფიქრობდა, რომ ცხოვრება საშინელი იყო, მაგრამ ხუმრობის და ასეთი რამეების დახმარებით
ამ საშინელებას გულთან ახლოს არ უშვებდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო. მისი ცოლი, საუკეთესო
მეგობარი და ორი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ, ბევრი თქვენი
ახლობელი მოკვდება..." კურტ ვონეგუტი

"ადამიანი სინდისია, სინდისის
გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება.სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო
სინდისი რჩება.სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია.აქედან შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ თუ კი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი" ოთარ ჭილაძე


"ქალი ან უნდა გააღმერთო ან
უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა" თომას მანი



"სიყვარული-დამონება, დაორსულება
და დაუშნოება" ამელი ნოტომი











1
1590
1-ს მოსწონს
ავტორი:ფლეში
ფლეში
1590
  
2012, 12 აგვისტო, 21:07
ფრაზა " ქალი ან უნდა გააღმერთო ან უნდა მიატოვო,სხვა ყველაფერი სიყალბეა" არ ეკუთვნის თომას მანს. ეს ფრაზა ეკუთვნის__ რემარკს..
0 1 1