x
image
Yoona
20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც სჯობს, რაც შეიძლება ადრე გაიგოთ
image

1. ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს, ვისაც შეხვდებით, არ მოეწონებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის მოეწონებით.


2. ოჯახი ყოველთვის ნათესაური სისხლით კავშირი არაა. ოჯახი არის ადამიანები, რომელთაც ხვდებით და მათთან თავს ისე გრძნობთ, როგორც სახლში. ასეთი ადამიანები არ დაკარგოთ.


3. ზოგჯერ ადამიანი, რომელიც გსურთ, იმავე გრძნობას თქვენ მიმართ შეიძლება არ განიცდიდეს! და ხშირად ეს თქვენთან კავშირში არაა! არავის მისცე უფლება თქვას, რომ თქვენ არაფრად ვარგიხართ.



4. ყველაზე მარტივი მეთოდი იპოვოთ ურთიერთობა - ისწავლეთ მარტო ყოფნა.


5. ცხოვრებაში არავინ მიიღოთ როგორც ვალდებულება, რადგან არავინ იცის, ეს ადამიანი როდის მიგატოვებთ.


6. მოუსმინე ახლობელ ადამიანს, რომელიც იმას გეუბნება, რისი მოსმენაც არ გსურთ. ხშირად ამას საუკეთესო სურვილით აკეთებენ.


7. ყოველთვის იქნება ვიღაც თქვენზე უკეთესი, ასე სხვებთან შედარებაზე დრო არ დაკარგოთ.


8. არ დაგავიწყდეთ შეხედოთ მათ, ვისაც თქვენზე ნაკლები აქვთ და იყავით მადლიერი იმისთვის, რაც გაქვთ.


9. ზღაპრული ცხოვრება არ არსებობს, ისე, როგორც არ არსებობენ იდეალური ადამიანები. ეცადეთ ცხოვრება იყოს არა მოსაწყენი, არამედ თავგადასავლებით სავსე.


10. არასდროს იქნებით ბედნიერი, თუ მხოლოდ იმ ნივთებს კიდებთ ხელს, რომლებიც მხოლოდ იმედს გიცრუებენ.


11. თუ ცუდი დღე გაქვთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ იტიროთ. თუ ტირილი გსურთ - ასე გააკეთეთ. მაგრამ შემდეგ ადგომა, მოწესრიგება და წინსვლა არ დაგავიწყდეთ.


12. ყოველთვის პასუხისმგებელი ხართ იმაზე, თუ როგორ იქცევით, რაც არ უნდა იგრძნოთ. ყოველთვის საუკეთესოდ უნდა იქცეოდეთ. ადამიანების უმეტესობა თქვენი დროის და ენერგიის ღირსი არაა.


13. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავი თავად უნდა დაიცვათ, სხვა ამას არასდროს გააკეთებს. თუ ვინმე შეურაცხყოფას გაყენებთ, ამ ადამიანს გაჩუმება თავად აიძულეთ. გახსოვდეთ, სიმართლის დასამტკიცებლად თქვენ არ უნდა იყვიროთ ან იჩხუბოთ.


14. რაც უფრო მეტ შეცდომას და ნაკლს აღიარებთ, მით უფრო მეტი ადამიანი დაგაფასებთ.


15. ჩვენ მუდმივად საკუთარ ფიქრებში ვიკარგებით, ასე რომ, ზოგჯერ ტელეფონი, ყურსასმენი და გაჯეტი სახლში დატოვეთ. ნახეთ, ამ სამყაროში რამდენიმე რამ არის და დამშვიდდებით.


16. არც ერთი ადამიანი არ არსებობს, ვინც დილით ბედნიერი იღვიძებს. იქნება დღეები, როცა უბრალოდ იარსებებთ. თქვენ დროის დაფასება უნდა ისწავლოთ, მაშინ თქვენ მშვიდი და კმაყოფილი იქნებით ყველაფრით, მხოლოდ ცუდ პერიოდზე ყურადღება არ გაამახვილოთ.


17. საკუთარ თავთან ბედნიერება ისწავლეთ, რადგან ეს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაა, რომელიც თქვენ გაქვთ.


18. ის, რასაც სხვა ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენი საქმე არაა.


19. რაც უფრო მეტად ცდილობთ ვინმეს მოხიბვლას, მით უფრო ნაკლებად მოეწონებით. ასე რომ, დრო არ დახარჯოთ. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სათანადოდ დაგაფასებენ.


20. ცვლილებები ყოველთვის შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამში.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

image

2. სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ

image


3. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთimage

4. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

image

5. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1619
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1619
  
2019, 10 აპრილი, 22:18
და კიდევ
21. არასოდეს მიიღო უცილობელ ჭეშმარიტებად ასე წაკითხული რაღაცეები, საკუთარ თავს დაუჯერე პირველ რიგში.
0 1 1