x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება აპრილში? - ანჟერლა პერლის რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
image


ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ ბედნიერი იყოს, მათაც კი, ვინც დრამისა და დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რადგან წუწუნი და ტირილი ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება. ასტროლოგი და ტაროზე მკითხაობის სპეციალისტი ანჟელა პერლი გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მოიპოვოთ სიმშვიდე, შინაგანი ჰარმონია და ბედნიერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.



ვერძი

აპრილში სასიცოცხლო ენერგიის მატებას იგრძნობთ, რადგან თქვენი პერსონალური ციკლი სრულდება, ახლით იცვლება. უახლოესი 6 თვის განმავლობაში ვერძებს, რომლებსაც ცხოვრების მეგზური არ ჰყავთ, პირად ფრონტზე ცვლილებები ელოდებათ. გამორიცხული არ არის, დაქორწინების გადაწყვეტილება ძალიან სარაფად მიიღოთ. 18 აპრილიდან მერკური გეწვევათ, ის მოიტანს ახალ იდეებსა და გამოწვევბის წინაშე დაგაყენებთ. თუ ბედნიერებისკენ მიილტვით, ჩაიწერეთ ყველა იდეა და მათ განხორციელებაზე იფიქრეთ. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელსაც აპრილი მოგცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგღრღნით სინანული და ეჭვი.



კურო
თუ აპრილში სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვება გსურთ, პირველ ადგილას ურთიერთობები დააყენეთ. ზოდიაქოს ამ ნიშანს მოგზაურობის სურვილი გაუჩნდება, ან გარემოს შეცვლის. სადაც წახვალთ, ოჯახის წევრებიც წაიყოლეთ, განსაკუთრებით შვილები. ამ პერიოდში მათ თქვენი ყურადღება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. თუ მაინც მარტო წასვლას განიზრახავთ, მოემზადეთ უსიამოვნებისთვის, რომელიც მალევე დაგაბრუნებთ შინ.


ტყუპი
მარსის გავლენით შეიძენთ გამბედაობას, რომელიც ზოგჯერ გაკლიათ. თუ გსურთ, რომ ბედნიერება გეწვიოთ, გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა გამოავლინოთ. საკითხი შეიძლება ეხებოდეს პარტნიორულ ან საქმიან ურთიერთობას. იქნებ თქვენი მეორე ნახევარი ძალიან დაიღალა თქვენი მუდმივი ცვალებადობით და დროა სტაბილურობა შესთავაზოთ? ან კოლეგა არ მიგიჩნევთ სანდოდ, საყრდენად, რადგან ხშირად იმპულსურად იქცევით ან მისწრაფებები გეცვლებათ.


კირჩხიბი
კარიერულ კიბეზე წინსვლა გელოდებათ ამ თვეში, კირჩხიბებო. ყველა საქმიანი შეხვედრა წარმატებით დასრულდება. თუ გსურთ, რომ აპრილში ბედნიერი იყოთ და შინაგან სიმშვიდესაც მიაღწიოთ - რომელიც საკმაოდ რთული მოსაპოვებელია თქვენი მღელვარე ბუნებიდან გამომდინარე - დააფასეთ ის, რაც გაქვთ; მადლიერი იყავით. მოულოდნელად, 5 აპრილის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში სოლიდური თანხის შოვნის შესაძლებლობა გაჩნდება. დაიხარჯეთ სრულად, არ დაზოგოთ თავი - სწორედ ეს გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად.


იხილეთ ყველა ნიშანი > > >



0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0