x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
R. Kell-მ ყველაზე მოკლე კონცერტი ჩაატარა მსოფლიოში, რომელიც 28 წამი გაგრძელდა
image
მუსიკოსმა R. Kell-მ (რობერტ სილვესტერ კელი) ყველაზე მოკლე კონცერტი ჩაატარა მას შემდეგ, როდესაც მას სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი, - ამის შესახებ იუწყება CNN.


თავის გამოსვლის შესახებ რეპერმა წინასწარ დაწერა "ტვიტერზე". გამოსვლა შედგა 7 აპრილის სპრინგსფილდის(შტატი ილინოისი) ერთ-ერთ კლუბში, სადაც შესვლა 50-იდან 100 დოლარამდე ღირდა. მომღერლის "კონცერტი" სულ 28 წამი გაგრძელდა, ამის შემდეგ R. Kell-მ ფანატებთან ერთად გადაიღო ფოტოები.



შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ რეპერი 100 000 დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მომღერალს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად. მტკიცებულება წარადგინა გერი დენისმა პენსილვანიიდან. როგორც თვითონ განაცხადა, სახლს ალაგებდა, როდესაც აღმოაჩინა ძველი ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია რეპერი, რომელიც არასრულწლოვან აფროამერკილებთან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ადრეც იყო პედოფილიაში შემჩნეული.

image


ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, R. Kell-მ, რომელიც შავკანიანთა მუსიკის თითქმის ჟანრში მუშაობს (რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, ჰიპ ჰოპი და გოსპელი), განსაკუთრებით დიდ პოპულარობას 90-იანი წლებში მიაღწია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა: "Bump n' Grind“, „I Believe I Can Fly“, „Gotham City“ და სხვა.


0
68
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0